თამთა ჩაჩანიძე
28.10.2024

ოპოზიცია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, მათი მთავარი მოთხოვნებია - ჩატარდეს ახალი არჩევნები, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ და არა მოქმედმა ცენტრალურმა საარცევნო კომისიამ. ოპოზიცია 24 საათის განმავლობაში სიების ჩახსნას ითხოვს ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე.

ქეთო გოგოხია
28.10.2024

არჩევნებიდან პირველსავე დღეს, ლარის კურსის მკვეთრი გამყარება შეინიშნება. სავალუტო ბაზარზე აბსოლუტური სტაბილურობაა, რაც ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია უფრო თვალსაჩინო გახდება, როცა პოლიტიკური სიტუაცია დაწყნარდება.  როგორც ფინანსისტები მიანიშნებენ, სამომავლოდ გამორიცხული არ არის, ეროვნულმა ბანკმა დოლარის შესყიდვაც კი დაიწყოს ბაზარზე, რათა ლარის მკვეთრად გამყარების პროცესი შეაჩეროს და რეზერვებიც შეავსოს. 

ქეთო გოგოხია
28.10.2024

არჩევნების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი საკითხი არსებული სტაბილურობის შენარჩუნებაა. ქვეყანაში გარკვეული პროტესტის ნიშნები გაჩნდა, რაც ეკონომიკისთვის დადებითი მოვლენა ნამდვილად არ არის. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ რისკები ნაკლებადაა, თუმცა ბიზნესი უფრო ფრთხილად აფასებს მოვლენებს და აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მხარეებს შორის მოლაპარაკებები, რათა დაპირისპირება ავიცილოთ.

ნატალია ჯვარიძე
28.10.2024

„ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 28-29 ოქტომბერს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი და სამთავრობო დელეგაცია თბილისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობენ. ანალიტიკოსების აზრით, აღნიშნული ვიზიტის მიზანი მმართველი პარტიის მხადაჭერაა, რაც ხელისუფლებისთვის მომგებიანი იქნება.

ნატალია ჯვარიძე
28.10.2024

თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად თაღლითური იყო და ქართველი ხალხის ნებას არ ასახავდა, მათ ამის შესახებ ნათელი განცხადება უნდა გააკეთონ, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი. საქართველოში ჩატარებულ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება, რომლებიც დაღვევების შესახებ ამახვილებენ ყურადღებას.

თამთა ჩაჩანიძე
28.10.2024

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არ აღიარა და უწყვეტი პროტესტი დაანონსა. ამის პარალელურად, ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით "ბევრი რამ არის გამოსაკვლევი". შედეგები მანამდე არ აღიარა ოპოზიციამ. "ქართული ოცნება" კი აცხადებს, რომ "ეუთო/ოდირის დასკვნა დადებითი იყო" და ოპონენტებს ეს "არ მოეწონათ".

ელზა პაპოშვილი
28.10.2024

მას შემდეგ რაც ოპოზიციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად 26 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს, ელიან, რომ დასავლეთიდან მათ მხარადჭერა ექნებათ და ეს პარლამნეტი ჩვენი პარტნიორების მიერ არ იქნება აღიარებული. თუმცა მმართველი გუნდი ამბობს, რომ ამერიკიდანაც და ევროპიდანაც არჩევნების აღიარება უკვე მოხდა და ოპოზიცია იძულებული იქნება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიების დადებითი დასკვნა აღიარონ. ოპოზიციამ  კი 28 ოქტომბრის რუსთაველის მოედანზე გამართულ აქციაზე მოითხოვა, რომ ხელმეორე არჩევნები ჩატარდეს, ოღონდ ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ჩაატარონ. 

რეზონანსი
27.10.2024

„ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას ზეიმობს. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სამოქმედო სტრატეგიასთან დაკავშრებით კონსულტაციებს მართავს. საერთაშორისო დამკვირვებლები პირველი შეფასებები არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით უარყოფითი არ არის. ანალიტიკოსები კი იმაზე მსჯელობენ, თუ რამ გამოიწვია ოპოზიციის ასეთი ჩავარდნა.

თამთა ჩაჩანიძე
27.10.2024

ოპოზიცია თანდათან გამოდის 26 ოქტომბრის საღამოს მიღებული შოკიდან, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად სამოქმედო სტრატეგიაზე იწყებს მსჯელობას. როგორ განვითარდება მოვლენები და რა გზას აირჩევენ ის ოპოზიციური ძალები, რომლებმაც არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად 5%-იანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტში ადგილები მიიღეს - ამაზე საუბარი ანალიტიკოსებს უჭირთ, თუმცა მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრემანენტული საპროტესტო აქციების დაწყება კონტრპროდუქტიული იქნება.

ელზა პაპოშვილი
26.10.2024

26 ოქტომბრის წინასაარჩევნო გარემოსგან განსხვავებით, რომელიც უჩვეულოდ მშვიდი იყო, უშუალოდ არჩევნების დღე საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. რამდენიმე საარჩვენო უბანზე სხვადასხვა სახის დაპირისპირება და ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა თბილისი, სამეგრელო, მარნეული. 

ელზა პაპოშვილი
26.10.2024

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე გამოძიება გრძელდება - ფინანსური პოლიცია „ვაკე პლაზაში“, სადაც კომპანია „კონცენტრიქსის“ ოფისი მდებარეობს, საგამოძიებო მოქმედებებს 25 ოქტომბერს ღამემდე ატარებდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ დანაშაულებრივ „ქოლცენტრებთან“, თუმცა თუ ვინმე მათ სახელს უკანონოდ იყენებს, იმედი აქვთ, გამოძიება დაადგენს.

ნატალია ჯვარიძე
26.10.2024

ოპოზიცია „ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ საარჩევნო უნბანზე ხმისმიცემის დროს კანონდარღვევებზე საუბრობს. კერძოდ, საუბარია საარჩევნო უბანზე ივანიშვილის შეიარაღებული დაცვის ყოფნასა და საარჩევნო უბნის დროებით გადაკეტვაზე, რის გამოც ხმის მიცემის პროცესი შეფერხდა. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ყველაფერი მართლაც ასე იყო, კანონი აშკარად დაირღვა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×