ელზა პაპოშვილი 05.11.2024

იტალიაში, პოტენცას პროვინციაში, ძვირადღირებული ბრენდული ტანსაცმლის ქურდობისთვის 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც იტალიური მედია წერს, მასზე, რამდენიმე მაღაზიის ძარცვის გამო, ძებნა იყო გამოცხადებული. მედიის ცნობით, ის ბრენდული მაღაზიებიდან ძვირადღირებულ, დიზაინერების მერ შექმნილ ორიგინალურ ტანსაცმელებს იპარავდა.
|
ნატალია ჯვარიძე 05.11.2024

თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ 31 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობა მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის, რაც, შესაძლოა, მთლიანად 26 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველი გახდეს. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერები და არასამთავრობოები საუბრობენ, რომელთა სამართლებრივი დავის საკვანძო დეტალი ისაა, რომ არჩევნების დროს მასიურად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. სხვა ანალოგიური სარჩელებისა და ასევე, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვა სააპელაციო სასამართლოში 6 ოქტომბერსაა დანიშნული და მის შედეგებს არჩევნების შედეგების აღიარების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
|
გვანცა წულაია 05.11.2024

ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ხშირად ითიშება. ამის თაობაზე მოქალაქეები უკვე აქტიურად ჩივიან. აღნიშნული პრობლემით დედაქალაქელებიც კი შეწუხდნენ. როგორც ენერგოომბუდსმენმა განაცხადა, დენის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევები, გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება.
|
ელზა პაპოშვილი 05.11.2024

ოპოზიციამ საპროტესტო აქტოვობები უკვე დაიწყო და ამ პროცესის კულმინაცია, სავარაუდოდ, ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დღე იქნება. მანამდე დაახლოებით 3 კვირა რჩება და ანალიტიკოსები უკვე სვამენ კითხვას - შეძლებს თუ არა ოპოზიცია მის მხარდამჭერთა ნაწილშ გაჩენილი ნიჰილიზმის დაძლევას და საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას და რა შეიძ₾ება დაუპირისპიროს ამას „ქართულმა ოცნებამ“.
|
ნატალია ჯვარიძე 05.11.2024

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, რომლის შედეგების გამოქვეყნებაც 6 ნოემბერს საქართველოს დროით დღის მეორე ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება. ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ამ არჩევნების შედეგებს გლობალურად ექნება გავლენა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა, წინასაარჩევნოდ უკიდურესად დაძაბული ვითარებისა და ბოლო გამოკითხვებიდან გამომდინარე, სადაც კანდიდატებს შორის განსხვავება მინიმალურია, არჩევნების შედეგების პროგნოზირება შეუძლებლად მიაჩნიათ.
|
ელზა პაპოშვილი 04.11.2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარში ბიძაშვილმა ბიძაშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. არსებული ინფორმაციით, დავა ყოფით ნიადაგზე, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაიწყო, რაც შემდეგ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ნათესვებს წარსულშიც კონფლიქტი ჰქონდათ და ეს დავა წლებია გრძელდება.
|
ნატალია ჯვარიძე 04.11.2024

4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე ლიდერებმა სამოქმედო გეგმის სტრატეგია გააჟღერეს, რაც ანალიტიკოსების აზრით, საკმაოდ მშრალია და ახალიც არაფერია. მათივე ვარაუდით, ნაკლებად ის შედეგიანი იქნება და საჭიროა სხვა ღონისძიებები.
|
ქეთო გოგოხია 04.11.2024

არჩევნების შემდგომი პერიოდი ბიზნესისთვის სტაბილური აღმოჩნდა. თითქმის ყველა დარგში მოლოდინი დადებითია და ამ მხრივ დაძაბულობა არ არის, რაც შესაძლოა, პოლიტიკურ სიტუაციას გამოეწვია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგს ჯერჯერობით არ აღიარებს, ეკონომიკურ პროცესებზე ამის უარყოფითი გავლენა არ იგრძნობა.
|
ქეთო გოგოხია 04.11.2024

რუსულ გაზზე დამოკიდებულება მატულობს და სავარაუდოდ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. ამის მიზეზი აზერბაიჯანიდან იმპორტის კლებაა, ბუნებრივი აირი მეზობელი ქვეყნიდან არასაკმარისი რაოდენობით მოგვეწოდება, რისი ნიშნებიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდიდან გაჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანულ გაზზე ევროპის მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა, საქართველოში მიწოდების კუთხით შეიძლება პრობლემა გაჩნდეს. შესაბამისად, რუსული გაზის მიმართ მოთხოვნა მოიმატებს.
|
გვანცა წულაია 04.11.2024

არჩევნების დასრულების შემდეგ ლარის კურსი სტაბილურია, რაც ეროვნული ბანკის მიერ გახარჯულმა რეზერვებმა განაპირობა. სავალუტო ბაზარზე არსებულ სიტუაციას სრულად კონტროლდება, თუმცა გამოჩნდნენ ეკონომისტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კურსს მკვეთრი გაუფასურება ელის. ბოლო დღეებში ამ თემით მანიპულირებამ ტენდენციური და მიზანმიმართული ხასიათი მიიღო. ზოგიერმა საერთოდ წარმოუდგენელი პროგნოზი გააკეთა, თითქოს 1 აშშ დოლარი 5 ლარი გახდება.
|
ელზა პაპოშვილი 04.11.2024

ოპოზიციის ლიდერები ყოველდღიურ რეჟიმში მხარდამჭერებს აწვდიან ინფორმაციას იმ დარღვევების შესახებ, რომელიც არჩევნების დღეს მოხდა. განსაკუთრებულ ყურადღებას კი არჩევნების ფარულობის დარღვევაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ეს არის მიზეზი იმის, რათა ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვალოს.
პოკურატურამ კი ოპოზიციის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა, როგორც ოპოზიციის ლიდერები, ასევე პრეზიდენტი ზურაბიშვილი. თუმცა ყველა მათგანის პასუხი ცნობილია, ისინი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ.
|
ნატალია ჯვარიძე 04.11.2024

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიარებს საპროტესტო აქციებს აანონსებს. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ რამდენიმე ხანში, როგორც წინა არჩევნებზე, ოპოზიცია ახლაც შევა პარლამენტში.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|