თამთა ჩაჩანიძე
21.10.2024

"ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს ისევ ააქტიურებს - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, წარდგინებაზე უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა, რომელიც განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს გაეგზავნა.

ელზა პაპოშვილი
21.10.2024

თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ფიროსმანის მოედანზე ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულია 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი, რომელსაც ყოფილმა მეგობარმა ჯერ მანქანა დააჯახა, შემდეგ სცემა და ბოლოს, 4 ტყვია ესროლა.

ქეთო გოგოხია
21.10.2024

არჩევნების წინ საწვავის ბაზარზე სტაბილურობაა. როგორც საგარეო ფაქტორი, ასევე ქვეყნის შიგნით ლარის კურსი ფასებზე ადეკვატურად აისახება და იმპორტის მხრივაც არანაირი შეფერხება არ არის. როგორც ბოლოდროინდელი საფასო დინამიკა აჩვენებს, ფასები კლებისკენ წამოვიდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. 

ნატალია ჯვარიძე
21.10.2024

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ოსტინი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს.

თამთა ჩაჩანიძე
21.10.2024

20 ოქტომბრის მრავალათასიან მარშს მყისიერი შეფასებები მოჰყვა - "ქართული ოცნების" მხრიდან კვლავ მწვავე კრიტიკა ისმის და მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ "არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგო", თავად ოპოზიციური ძალები კი მმართველ პარტიას უკვე ოპოზიციაში გადაბარგებას უანონსებენ.

ნატალია ჯვარიძე
21.10.2024

მოლდოვაში 20 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი ერთდროულად ჩატარდა, რის შდეგადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩაინიშნა. ამასთან, ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა. პრეზიდენტი მაია სანდუ შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობა. მოლდოვას

რეზონანსი
20.10.2024

არჩევნების მოახლოების პარალელურად, პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა უჩვეულოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს, შესაძლოა, მოჩვენებითი სიმშვიდე იყოს დ არჩევნებამდე დარჩენილ ბოლო კვირაში ხელისუფლებას ან ოპოზიციას ნერვებმა უმტყუნოს.

თამთა ჩაჩანიძე
20.10.2024

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ე.წ. საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. ასეთი რამ, როგორც წესი, საქართველოში ჩატარებულ ყოველ არჩევნებზე ხდება, თუმცა ამჯერად ეს უჩვეულოდ ადრე დაანონსდა. „ოფიციალური" მიზეზი კი უცვლელია - ე.წ. სასაზღვრო ზონებში პროდასავლური ძალების მოსალოდნელი პროვოკაციები.

თამთა ჩაჩანიძე
20.10.2024

ბოლო დღეებში რეგიონებში ოპოზიციური პლატფორმების რიგები რამდენიმე ადამიანმა ხმაურით დატოვა. მათ შორის საარჩევნო სიაში მყოფი პირებიც არიან. ოპოზიცია ამაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კვალს ხედავს. ამბობენ, რომ ესაა დაშინების და მოსყიდვა-გადაბირების შედეგი.

ელზა პაპოშვილი
20.10.2024

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რუსთავში მომხდარი ოთხი ადამიანის მკვლელობის და ერთის მძიმედ დაჭრის  ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება რუსთავში მომხდან გახმაურებულ დანაშაულს, როდესაც სამსახურიდან დათხოვნილმა მამაკაცმა პირდაპირ ბაზარში მოკლა თავისი ყოფილი დამსაქმებელი, რომელიც ბიძად ეკუთვნოდა, და მასთან ერთად კიდევ 3 ადამიანი.

ნატალია ჯვარიძე
19.10.2024

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიცია აქტიურად ალაპარაკდა იმაზე, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურს იყენებს, პარალელურად კი ხმების მოსაგროვებლად საჯარო მოხელეებზე ზეწოლა მასიურად გაზარდა. რამდენად ძლიერია ეს ზეწოლა და ზოგადად, საშუალოდ ხმების რამდენ პროცენტს იღებს ხოლმე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის დახმარებით?

ნატალია ჯვარიძე
19.10.2024

„რუსეთს აქვს კონტაქტები საქართველოსთან და ასევე, საჭიროებისამებრ, შესაძლებლობა, რომ აქტუალური საკითხები განიხილონ", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს კრემლის მხრიდან 26 ოქტიმბრის არჩევნების წინ ქართველ ამომრჩევლებზე ზემოქმედების მორიგი მცდელობაა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×