ნატალია ჯვარიძე
03.11.2024

3 ნოემბერს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობენ ამჟამინდელი პრეზიდენტი მაია სანდუ და ყოფილი პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლო. ანალიტიკოსები რუსეთის მიერ არჩევნებში აქტიურ ჩარევაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყნის არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველანაირი შედეგია მოსალოდნელი.

ნატალია ჯვარიძე
03.11.2024

საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ბრალდებით შეიძლება ამერიკიდან და ევროპიდან სანქციების მორიგი ტალღა წამოვიდეს. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ სრულიად შესაძლებელია ფინანსური და სავიზო შეზღუდვები „ქართული ოცნების" წევრებსა და მასთან დაახლოებულ პირებს დაუწესდეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ ბევრი რამე ამერიკის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეა დამოკიდებული.

თამთა ჩაჩანიძე
02.11.2024

ოპოზიცია უწყვეტ აქციებს ორშაბათიდან იწყებს, როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, ათობით კარავი უკვე მოაგროვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა ლოკაციაზე დაიდგმება, ან დაიდგმება თუ არა, რადგან თავად ოპოზიციაშივე ჰყავს ამ იდეას მოწინააღმდგეები, მეტიც, ნაწილი ფიქრობს,რომ ეს იქნება "ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა და ბიძგი მუხტის მინელებისკენ.

თამთა ჩაჩანიძე
02.11.2024

აშშ და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა „ოცნებას" მოუწოდებს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე გამოძიების დაწყების პარალელურად, „აგენტების" და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონები უკან გაიწვიოს. „ოცნება" ჯერჯერობით უარზეა, თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს მომენტიც დადგეს, რაც დამოკიდებულია როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებზე.

ელზა პაპოშვილი
02.11.2024

ფემიციდის მორიგი მცდელობა თბილისში - ახალგაზრდა კაცმა ცოლი დაჭრა. შემთხვევა  დადიანის ქუჩაზე 1 ნოემბერს მოხდა. ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ კაცმა, რომელიც ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, ცოლს სამსახურთან ჩასაფრება მოუწყო და დანით მისი მოკვლა სცადა. ქალს  ჭრილობები სახის არეში დანით მიაყენა. თუმცა დაზარალებულის დახმარება მეორე ქალმა სცადა, რომლიც ასევე დაშავებულია. 

ელზა პაპოშვილი
02.11.2024

„მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ ხალხი გაბრაზდა, ამომრჩეველი  მოატყუეს ყალბი ეგზიტპოლებით  და ახლა რაღაცა გზებს ხლართავენ. რა უნდა თქვან? წავაგეთო, ვერ იძახიან, არც გეგმა აქვთ, რადგან პარლამენტში შესვლა უნდათ,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას ოპოზიციის საპროტესტო გეგმებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

ამბობს, რომ თუ პარლამენტის ბლოკირებას შეეცდებიან, პასუხი იქნება „კანონით გათვალისწინებული და ადეკვატური“.

ელზა პაპოშვილი
01.11.2024

ოპოზიციასა და მის ამომრჩეველს შორის დაპირისპირება დაიწყო. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომ ისინი გეგმას ორშაბათს წარადგენენ, ეს მათი მხარდამჭერების ბრაზის მიზეზი გახდა. ის, რომ პოლიტიკოსებმა, არჩევნებიდან მეხუთე დღესაც, მხოლოდ აქციის დაანონსება შეძლეს და თქვეს, რომ მოქმედების დღის წესრიგის შესახებ სწორედ ამ აქციაზე ისაუბრებენ, ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა.

ნატალია ჯვარიძე
01.11.2024

ოპოზიციის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ხალხს სამოქმედო გეგმას დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე გააცნობენ, მათი მხადამჭერების დიდი ნაწილი გააღიზიანა. უკმაყოფილება განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში გამოჩნდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს მოსახლეობაში გარკვეულწილად უნდობლობას აჩენს. ზოგიერთი იმასაც ვარაუდობს, რომ ოპოზიციას რეალური გეგმა არ გააჩნია და ემოციით მოქმედებს, რომელსაც მათივე აზრით, დიდი შედეგი არ ექნება.

თამთა ჩაჩანიძე
01.11.2024

რუსეთ-უკრაინის ომში ოფიციალურად უკვე მესამე ქვეყანაც ერთვება, ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ რუსების სასარგებლოდ იბრძოლებენ უკრაინის წინააღმდეგ. ოფიციალურმა კიევმა კი არ გამორიცხა, რომ მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩრდილოკორეელი ლიდერის კიმ ჩენ ინის დაპატიმრების ორდენის გაცემის თაობაზე.

ნატალია ჯვარიძე
01.11.2024

შეიძლება დონალდ ტრამპის მოსვლამ ყველაფერი არ გადაწყვიტოს, თუმცა მას გარკვეული პოლიტიკური ხაზი საქართველოსთან დამოკიდებულებაშიც ექნება, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
01.11.2024

ოპოზიცია უწყვეტ პროტესტს აანონსებს, რის პარალელურადაც, საქართველოში ჩატარებულ ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. დიდი აქცია ორშაბათს 19:00 საათისთვის დაიგეგმა, რაზედაც ოპოზიციურმა ფლანგმა სპეციალური ბრიფინგი ჩანიშნა 31 ოქტომბრის ღამეს, თუმცა მათ შორის არ იდგა გიორგი გახარია. ოპოზიცია ირწმუნება, რომ გამოსვლებს ყოფილი პრემიერის გუნდიც უერთდება, თავად გახარიას კომენტარი არ გაუკეთებია.

ირმა ჩიტაია
31.10.2024

უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა არ შერყეულა. არჩევნებიდან სულ რამდენიმე დღე გავიდა და უკვე იგძნობა, რომ პოლიტიკურ პროცესებს სექტორზე  ნეგატიურად არ უმოქმედის. მომხმარებლები, რომლებიც ფართების შეძენისგან თავს იკავებდნენ, ახლა შედარებით გამოცოცხლდნენ. როგორც ჩანს, არჩევნების შემდეგ ხალხს სტაბილურობის განცდა დაეუფლა. ეს კი ხელს უწყობს ბაზრის დინამიკურ განვითარებას. ამიტომაც, მშენებლებისა და დარგის სპეციალისტების თქმით, სეგმენტში განვითარების ტენდენცია აღარ შეიცვლება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×