მთავარი ამბები
თამთა ჩაჩანიძე
22.12.2025

მას მერე, რაც "კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა ზურა ჯაფარიძემ ციხე დატოვა, ოპოზიციის გაერთიანება-კოორდინაციაზე კვლავ დაიწყო განხილვები. ოპოზიციის ნაწილი თანახმაა "ერთი მაგიდის გარშემო დასხდნენ", ნაწილი კი აცხადებს, რომ "ჯერ ნაცები გაერთიანდნენ" და მერე სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება.

მარიამ ვეკუა
22.12.2025

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა შემთხვევითი შედეგი არ არის - ხელისუფლება ამას გააზრებული, პრაგმატული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად აფასებს. ელჩების კონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ გარე ზეწოლების, ოკუპაციის პირობებში დიპლომატიის როლის, ეკონომიკური ზრდისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ქეთო გოგოხია
22.12.2025

2025 საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის სტაბილური იყო. გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში ბენზინსა და დიზელზე მოთხოვნამ მოიმატა, რაც ავტოპარკის ზრდას, ტრანზიტული ტრანსპორტისა და გადაზიდვების აღმავალ ტრენდს უკავშირდება. 2025 წელი სექტორმა დადებითი ტენდენციით დაასრულა.

მარიამ ვეკუა
22.12.2025

მაშინ, როცა ვაშინგტონი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პროგრესზე საუბრობს და კიევი ტრამპის 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერს, ომის რეალობა ფრონტზე არ იცვლება - ტერიტორიული საკითხი ისევ ჩიხშია, ცეცხლი არ წყდება და უკრაინული არმია კი ბოლო დღეებია გააქტიურებულია და შეტევებსაც აძლიერებს.

თამთა ჩაჩანიძე
22.12.2025

22-25 დეკემბერს თბილისში ელჩების ყოველწლიური კონფერენცია იმართება, რომლის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები დიპლომატებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.

მარიამ ვეკუა
21.12.2025

რუსთაველის გამზირზე ყოველდღიური აქციები გრძელდება, თუმცა ამიერიდან პროტესტის მონაწილეებს ახალი წესების დაცვა მოუწევთ. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული რეგულაციების თანახმად, მათ ქუჩის მსვლელობების მოწყობა და ტროტუარზე გამვლელების მოძრაობის შეფერხება ეკრძალებათ. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც აქციებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ „გირჩი" ჯაფარიძის გათავისუფლებაა, რომელმაც საპატიმრო 19 დეკემბერს დილით დატოვა.

თამთა ჩაჩანიძე
20.12.2025

მომღერალი „უცნობი" მთავრობას და საპატრიარქოს მიმართავს, რომ პროევროპულ აცქიებზე დაკავებულები გაათავისუფლოს და ფაქტიურად თავდებშიც კი უდგება მათ. ამას დროში დაემთხვა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაც, რომ მას „გამოკეტილ ახალგაზრდებზე გული სტკივა". ეს ყველაფერი კი ანალიტიკოსებს აფიქრებინებთ, რომ შესაძლოა „ქართული ოცნება" წინასაახალწლოდ აქციებზე დაკავებულების ამნისტიას გეგმავს.

თამთა ჩაჩანიძე
20.12.2025

ევროკომისია ისევ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბრობს და საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკის შეცვლას ელის. თუმცა, მათ ანგარიშში რაიმე თარიღები და ვადები დასახელებული არაა. ანალიტიკოსთა შეფასებით, მთავარი საიხლე ისაა, რომ თუკი ადრე ევროპელი პოლიტიკოსები ოფიციალურ განცხადებებში ამბობდნენ, რომ შეეცდებოდნენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით საქართველოს მთელი მოსახლეობა არ დაზარალებულიყო, ახლა ევროკომისიის ანგარიში ამას პირდაპირ უშვებენ.

მარიამ ვეკუა
19.12.2025

მმართველ გუნდში ფიქრობენ, დღეავდენლი გადმოსახედიდან ჯერჯერობით შეუძლებელია თქვა, რუსეთ-უკრაინის ომში ვინ არის გამარჯვებული, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ ომს ნამდვილად ჰყავს დამარცხებულები - ევროკავშირი და უკრაინა. ექსპერტების ნაწილი პაპუაშვილის განცხადების არსს იზიარებს, ნაწილი კი მას „ამორალურს" უწოდებს.

მარიამ ვეკუა
19.12.2025

მელია-გვარამიას კოალიციის წევრ ზურა ჯაფარიძის ციხიდან გამოშვებამ ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულ ოპოზიციას ენერგეტიკა შეჰმატა. იმედი აქვთ, რომ ზურა გირჩის პიროვნული თვისებები ერთიანობის შექმნას შეუწყობს ხელს. თავად „ჯაფარა" ამბობს, რომ დილით, ვადაზე რამდენიმე სააათით ადრე, პერანგის ამარა გამოაგდეს ციხიდან, სადაც დაჰპირდნენ, რომ გარეთ დიდი ხნით არ დარჩებოდა. დარწმუნებულია, რომ ახლა ოპოზიციის ერთიანობის შანსები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

თამთა ჩაჩანიძე
18.12.2025

65 საერთაშორისო პროფესორი და მკვლევარი კობახიძეს უმაღლესი განათლების რეფორმის გადახედვისკენ მოუწოდებს. ამბობენ, რომ შემოთავაზებული კონცეფცია დემოკრატიულ პროგრესს აბათილებს და მოქალაქეების პერსპექტივებს ზღუდავს. აღიარებენ, რომ საქართველოს განათლების სისტემა რეფორმას საჭიროებს, თუმცა ის კონცეფცია, რასაც პრემიერი სთავაზობს, „ვერცერთ ამ პრობლემას ვერ გადაჭრის ".

ქეთო გოგოხია
22.12.2025

ოქროს ფასი რეკორდულ მაჩვენებელზეა, რასაც განაპირობებს გლობალურ ბაზრებზე ძვირფასი ლითონის მიმართ მოთხოვნის ზრდა. ზედიზედ რამდენიმე თვეა, ცენტრალური ბანკები რეზერვებს ზრდიან და ეს ტენდენცია გაგრძელდება. ფაქტობრივად ოქრო ხდება წამყვანი აქტივი და მისი საინვესტიციო ღირებულება მუდმივ ინტერესს იწვევს. როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ვითარება გაურკვეველია და არაპროგნოზირებადია.

ქეთო გოგოხია
22.12.2025

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომ იპოთეკური სესხების კუთხით რეგულაციები გადაიხედოს, უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტები სექტორში უხეში ჩარევის მცდელობად მიიჩნევენ. ისინი მოითხოვენ შესაბამის არგუმენტაციას, თუ რა განაპირობებს მოსალოდნელი ცვლილების აუცილებლობას. ის, რომ შიდა განვადებებზე შეზღუდვების დაწესება არაკეთილსინდისიერი ბიზნესის პრევენციას მოახდენს, სექტორი წარმომადგენლებისთვის არადამაჯერებელია. 

თამარ ვეფხვაძე
18.12.2025

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა და 1 ბარელი 59 დოლარის ფარგლებშია. ბოლო დროს, გაიაფების ტენდენცია აშკარაა და უცხოელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პროცესი მომდევნო წელსაც გაგრძელდება. ამ პროგნოზს ქართველი ეკონომისტებიც იზიარებენ და ამბობენ, რომ ნავთობის ფასის კლება 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდება. ლოგიკურად ჩნდება კითხვა - გაიაფდება თუ არა ბენზინისა და დიზელის საწვავი? სწორედ აქ, აზრი ორად იყოფა - ნაწილი მიიჩნევს, რომ ნავთობპროდუქტები ბაზარზე არსებული კარტელური გარიგების გამო, არ გაიაფდება, ხოლო მეორე ნაწილი ამბობს, რომ საბითუმო ბაზარზე ფასის კლება უკვე დაწყებულია და ცხადია, საწვავი აქაც გაიაფდება. 

თამარ ვეფხვაძე
17.12.2025

მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე ძალიან ოპტიმისტურია. „გალტ ენდ თაგარტში“ მიიჩნევენ, რომ 2026 წელს, საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. პარალელურად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ შემდეგ წელს მშპ იმაზე მეტად გაიზდება, ვიდრე 2025 წელის. ამ პროგნოზს იზიარებენ ეკონომიკის ექსპერტები და აცხადებენ, რომ ეს სრულიად რეალისტურია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო მაღალ ეკონომიკურ ზრდას სტაბილურად ინარჩუნებს.

თამთა ჩაჩანიძე
19.12.2025

„ქართული ოცნება" „ალტ-ინფოს" და ოპოზიციურ ჯგუფებს უპირისპირდება და „იგლ ჰილსის" წინააღმდეგ კამპანიას ეკონომიკურ დივერსიას უწოდებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ჯგუფები სიცრუეს და დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ მათ შორის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ყალბი ვიდეოებით, რაც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

მარიამ ვეკუა
21.12.2025

მაიამიში გამართული რუსეთ-აშშ-ის დახურული მოლაპარაკებების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. დიპლომატიური დიალოგის ფონზე კი ფრონტზე ცეცხლი არ წყდება. რუსული მხარე აცხადებს რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს, აშშ-ში პროგრესით კმაყოფილი არიან, კიევისთვის მთავარ თემად ისევ ტერიტორიული საკითხი რჩება, ევროპამ კი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის განახლება გადაწყვიტა.

თამთა ჩაჩანიძე
19.12.2025

ბრიუსელში 15-საათიანი ცხარე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირმა გადაწყვიტა სესხის სახით უკრაინა 90 მილიარდი ევროთი დააფინანსოს, თუმცა ვერ შეთანხმდა რუსული გაყინული აქტივების გამოყენებაზე, ძირითადად ბელგიის წინააღმდეგობის გამო, სადაც აქტივების ძირითადი ნაწილია განთავსებული.




















Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×