|
ნატალია ჯვარიძე 20.02.2026

ვასო აბაშიძის ახალი თეატრის ფასადიდან აქციების დროს დაკავებული, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ბანერი საბოლოოდ ჩამოხსნეს. გავრცელებული ცნობით, 19 თებერვალს „რუსთავი 2"-ის ახალი პროექტისთვის სარეკლამო ვიდეო-რგოლის გადაღებას აპირებდნენ და სწორედ ამიტომ ხსნიდნენ. თუმცა ჭიჭინაძის კოლეგებმა და ახლობლებმა ხელი შეუშალეს.
|
მარიამ ვეკუა 18.02.2026

საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობა შესაძლოა 257 ათასს აღწევდეს, ამაზე ყურადღება პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერმა კობახიძემ გაამახვილა - მათ შორის არალეგალურად მყოფი პირების. საქსტატი ივნისში დაზუსტებულ მონაცემებს გამოაქვეყნებს, ექსპერტები კი უკვე მიგრაციის ტენდენციებზე საუბრობენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.02.2026

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გააქტიურდა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების სქემა - ორგანიზებული ფინანსური დანაშაულის ფორმა, რომელიც მოქალაქეებს მილიონობით ზარალს აყენებს. განსაკუთრებით ბოლო წლებში ქოლ-ცენტრებზე ხშირად საუბრობენ, თუმცა რა სქემაზეა საუბარი, რიგითმა მოქალაქემ სიღრმისეულად არც იცის და შესაძლოა ამ ინფორმცაიულმა ვაკუუმმა ნებისმიერი მათგანი მსხვერპლად აქციოს.
|
ნატალია ჯვარიძე 17.02.2026

2021 წელს ვერაზე მომხდარი ნიკო კვარაცხელიას გახმაურებული მკვლელობა პროკურატორამ გახსნილად გამოაცხადა. საქმეში ახალი პირი ფიგურირებს - ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბესარიონ (ბუსა) ჟვანია. კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე აცხადებს, რომ არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს ჟვანიას ბრალეულობაში, თუმცა პროკურატურის მიერ დასახელებული მკვლელობის მოტივის არ სჯერა.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.02.2026

პრემიერი არაბიზაციის წინააღმდეგ ოპოზიციის კამპანიას სპეციალური ვიდეორგოლით პასუხობს. მისი თქმით, საქართველოში უცხოელების 70% პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეა, თურქებისა და ირანელების წილი 0.7%-ია, საემიროებიდან, საუდის არაბეთიდან და ქუვეითიდან მიგრანტები პრაქტიკულად არ გვყავს.
|
მარიამ ვეკუა 06.02.2026

ორშაბათიდან კვერცხის ფასი 5%-ით შემცირებაზე მეფრინველეობის სექტორის კომპანიების განცხადება, რაც პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს, უმალ გახდა საზოგადოების განხილვის და ხშირ შემთხვევაში ქილიკის საგანი. მთავრობის მიერ დიდი რიხით დაწყებული კამპანიის შედეგად ჯერ მხოლოდ ეს, რბილად რომ ვთქვათ, მოკრძალებული შედეგი დადგა, რაც იწვევს ოპონენტების კრიტიკას, უბრალო ხალხის მხრიდან კი სარკაზმს. მმართველი გუნდი ამას სურსათზე ფასების კლების პოლიტიკის დადებით შედეგად აფასებს, მაშინ როცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ფასის შემცირება ბაზრის ბუნებრივი პროცესით არა, არამედ ადმინისტრაციული ზეწოლის შედეგად მოხდა
|
მარიამ ვეკუა 05.02.2026

აკადემიური წრეები უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას მკაფიო ეწინააღდეგებიან -თსუ-ს წარმომადგენლობითმა საბჭომ 40 ხმით ერთსულოვნად რეორგანიზაციის საკითხს მხარი არ დაუჭირა, მაშინ როცა პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები. პროფესურის ნაწილი და სტუდენტები პროტესტს აგრძელებენ და პროცესს ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემისთვის გადამწყვეტ ეტაპად აფასებენ. „ოცნებაში" კი აანონსებენ, რომ ეს ნაბიჯი განათლების სისტემას უფრო გაამყარებს.
|
ნატალია ჯვარიძე 30.01.2026

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების თაობაზე სტუდენტებისა და პროფესორების უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო აქცია გაიმართა ლოზუნგით - „დაიცავი განათლება". საპროტესტო გამოსვლები დაანონსებულია მომდევნო დღეებშიც.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.01.2026

ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური (სტუ) და თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტების (თსუ) გაერთიანებაზე სტუდენტების, პროფესორებისა და ექპსერტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და მათაც განათლების მინისტრის საგანგებო ბრიფინგიდან გაიგეს. გივი მიქანაძის თქმით, გადაწყვეტილება უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს. როგორც ირკვევა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ამაზე ინფორმაცია მხოლოდ წინა დღით შეიტყო.
|
ნანა გარდაფხაძე 27.01.2026

აფხაზური მხარე ამტკიცებს, რომ ბრიტანელი მოქალაქე ჯაშუშობის გამო დააკავეს და „გააძევეს საქართველოში". მათივე მტკიცებით, აფხაზეთში არსებული კავშირებისა და კონტაქტების გამოყენებით, მან შეიმუშავა პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევდა მიეღო ინფორმაცია „რესპუბლიკაში" რუსული და აფხაზური სამხედრო ობიექტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ადგილმდებარეობის შესახებ. რამდენად რეალურია ეს და ვინ არის ეს ადამიანი სინამდვილეში?
| |
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|