თამთა ჩაჩანიძე
19.10.2026

21-23 ოქტომბერს ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ბათუმი იქნება - ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი ოთხშაბათიდან იწყება. ოპოზიცია ბრძოლის სხვადასხვა გზას ირჩევს - ნაწილი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებასა და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას აპირებს, ნაწილი კი ქუჩის პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობს. მმართველ გუნდში უკვე შეარჩიეს ოთხი დეპუტატი, რომლებიც სასამართლოზე მოსარჩელეს პოზიციას დაიცავენ და მათ შრის არ არის თეა წულუკიანი, რომლის საპარლამენტო კომისიის დასკვანც საფუძლად დაედო სარჩელს.

ნატალია ჯვარიძე
18.10.2026

 

აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვამ მარნეულში მუსლიმი მრევლის პროტესტი გამოიწვია. სასულიერო პირის, ასადოვის თქმით, რელიგიური რწმენის გამო ახალგაზრდა ქალებს განათლების მიღების უფლება არ უნდა შეეზღუდოთ. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ეს ინდივიდუალური პირების პერსონალური პასუხისმგებლობაა და მას ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია

ნატალია ჯვარიძე
18.10.2026

3 ნოემბერს აშშ-ში მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნები იმართება, სადაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ახალ შემადგენლობას ირჩევენ. ანალიტიკოსების პროგნოზით, თუ რესპუბლიკელები დამარცხდნენ და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკანონმდებლო ორგანოში რესპუბლიკელთა უმრავლესობას დაკარგავს, მისი პრეზიდენტობა პოლიტიკურ პარალიზებამდე მივა და საკანონმდებლო ბერკეტების ჩამოშორებით ტრამპი „კოჭლ იხვად" გადაიქცევა.

თამთა ჩაჩანიძე
17.10.2026

„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მორიგ საჯარო გამოჩენას, მმართველ გუნდში მიმდინარე კორუფციული სკანდალებისა და მაღალჩინოსნების დაკავებების ფონზე, საზოგადოებაში მნიშვნელოვანი მოლოდინები ახლდა. თუმცა 17 ოქტომბრის შეხვედრას კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მოჰყოლია. პარტიის ლიდერებმა საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები განიხილეს, ივანიშვილმა გუნდში წარსულში არსებულ კორუფციულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი გადალახულია. ერთადერთი კონკრეტული ცვლილება კი პოლიტსაბჭოს შემადგენლობის განახლება იყო.

თამთა ჩაჩანიძე
17.10.2026

საქართველო 2027 წელს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მოპოვებას ცდილობს იმ დროს, როდესაც ორგანიზაციაში კვიპროსის კანდიდატურის გარშემო დიპლომატიური ჩიხია შექმნილი და თურქეთი მის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. საქართველოსთვის ეს ვითარება შესაძლებლობის ფანჯარას ქმნის, თუმცა მთავარი გამოწვევა 57 მონაწილე სახელმწიფოს კონსენსუსის მოპოვებაა და აქ ბარიერი ევროკავშირის, კონკრეტულად კი ბალტიის ქვეყნების პოზიციაა. ამ ფონზე კი თავმჯდომარეობისათვის ბრძლაში, შესაძლოა, სერბეთიც ჩაერთოს.

ნატალია ჯვარიძე
16.10.2026

ცხინვალის რეჟიმის საგარეო უწყება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძმური ერთობის აღდგენაზე ისაუბრა. საოკუპაციო რეჟიმი ქართულ რიტორიკას მიუღებელს უწოდებს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებით ქართული ეკლესიის მიმართ პოპულარობას პირიქით - ზრდის.

თამთა ჩაჩანიძე
16.10.2026

კულტურის სფეროში ატეხილი სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა დავით ოქიტაშვილი უკან დახევას არ აპირებს და პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვს. „კულტურის პალატის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებიდან მას ჯერ არავინ დაკავშირებია, თუმცა მზად არის, მივიდეს და გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს.

ნატალია ჯვარიძე
16.10.2026

პარტია „ძლიერი საქართველო - ლელო" აკრძალვის საფრთხის გამო დახმარებისთვის ამერიკულ და ევროპულ ინსტიტუტებს მიმართავს. ანალიტიკოსები შიდა რესურსების ამოწურვაზე მიუთითებენ, თუმცა უცხოეთიდან ძირეული ცვლილებების ნაკლებად სჯერათ.

თამთა ჩაჩანიძე
16.10.2026

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკითხებზე გამართულ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე, დაცული ტერიტორიების გაფართოებაზე, ტყეების აღდგენის გეგმებსა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ვაზისა და ხორბლის უნიკალურ სახეობებზე და ბუნებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

თამარ ვეფხვაძე
15.10.2026

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.60 ლარს ჩამოსცდა. ეს უკვე იმაზე დაბალი მაჩვენებელია, რასაც ფინანსისტები წლის ბოლოსთვის პროგნოზირებდნენ. არის თუ არა ლარის კურსის გამყარება ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საწვავისა და სხვა პროდუქტების ფასები დასტაბილურდეს და ინფლაციური წნეხი შემცირდეს? ექსპერტები ამ პოზიციას არ იზიარებენ და ლარის კურსის მკვეთრ გამყარებასაც არ ვარაუდობენ, თუმცა მათი პროგნოზით, წლის ბოლოსთვის, 1 აშშ დოლარი 2.57-2.58-ის ფარგლებში იქნება. 

ნატალია ჯვარიძე
15.10.2026

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კვლავ გამოჩნდება საჯაროდ, კამერების წინაშე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ბოლო პერიოდის მოვლენების გამო მმართველ გუნდში გარკვეული დაძაბულობა და ვნებათაღელვაა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამოცხადებაც.

თამთა ჩაჩანიძე
15.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაძაბულობა ბოლო კვირაა მკვეთრად გამწვავდა. ზელენსკიმ ისიც კი განაცხადა, რომ უკრაინა ძლიერ პარტნიორს კარგავს. თავის მხრივ ტრამპმა უკრაინის ხელმძღვანელობა და პირადად ზელენსკი დაადანაშაულა იმაში, რომ ომის დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად საკმარის ძალისხმევას არ იჩენს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×