ქეთო გოგოხია
07.10.2026

უახლოეს პერიოდში საქართველო აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტს შუამავალი კომპანიის გარეშე განახორციელებს.  მსგავსი პრაქტიკა, როდესაც ელექტროენერგიას  პირდაპირ მწარმოებლისგან ვიღებდით, უფრო ადრეც, ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლამდეც არსებობდა. საშუამავლო კომპანიების გამოჩენა და დამკვიდრება მოგვიანებით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოხდა და წლების განმავლობაში გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი ბევრისთვის პოზიტიური ცვლილებაა, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რატომ შემუშავდა გეგმა კონკრეტულად ახლა და დადგება თუ არა ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხი.

რეზონანსი
07.10.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტში პირველი გემები 2029 წელს უნდა შემოვიდეს. ეკონომისტების შეფასებით, ეს პროგნოზი სრულიად რეალურია, რადგან ანაკლიის პორტში ამჟამად მიმდინარეობს, როგორც ტალღმტეხის მშენებლობა, ასევე დაღრმავებითი სამუშაოები. 

ნატალია ჯვარიძე
07.10.2026

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთმა გასულ ღამეს ერთ-ერთი ყველაზე საძაგელი დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნე ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას „გარდიანი" ავრცელებს. ზელენსკის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში პრილუკის, დნიპროს, კრემენჩიკის, ზაპორიჟიას და კიევის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 34-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. „ეს იყო დაბადების დღის საჩუქარი პუტინისთვის", - აღნიშნა ზელენსკიმ.

თამთა ჩაჩანიძე
07.10.2026

ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე კიდევ ერთ რეზოლუციას მიიღებს. დოკუმენტზე კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა, რომლის თემაც „ქართული ოცნების" მიერ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებია.

თამთა ჩაჩანიძე
07.10.2026

ევროკავშირი ძველ პოზიციას ინარჩუნებს და თბილისს კვლავ ეუბნება, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი მხოლოდ ქაღალდზეა. ეს გზავნილი ბრიუსელიდან იმ ფონზე მოდის, როდესაც ერთი დღით ადრე "ოცნებაში" იმედოვნებდნენ, რომ საბოლოო ჯამში "ევრობიუროკრატებს თვალის გასწორება მოუწევთ" და საქართველოსთან მიმართებით რეალობას სხვაგვარად დაინახავდნენ.

ნატალია ჯვარიძე
07.10.2026

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანმა აშშ-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ქვეყნებს შორის მიმდინარე ომის დასასრულებლად ურანის გამდიდრების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს.

თამარ ვეფხვაძე
06.10.2026

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ის ნაცვლად, 8.4%-ით იზრდება. აქამდე საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება ყოველწლიურად 10%-ით იზრდება, ოღონდ მხოლოდ ოთხი წლით, ანუ 2022 წლიდან მოყოლებული 2026 წლამდე. ახლა კი სხვა რეალობა დადგა.

ნატალია ჯვარიძე
06.10.2026

7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ საგანგებო დებატები იგეგმება, 8 ოქტომბერს კი ამის საფუძელზე შესაბამისი რეზოლუციის მიღება. საქმე ეხება „ქართული ოცნების" საკოსნტიტუციო სარჩელს, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწონებს.

თამთა ჩაჩანიძე
06.10.2026

ოპოზიციაში შესაძლოა კიდევ ერთი დაყოფა ვიხილოთ - პროსახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, პარტია „ახალში" უკვე გადაწყვეტილია ორად გაყოფა და ახლა პარტიის თანათავმჯდომარეების - ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გუნდებს შორის მხოლოდ იმაზე მიდის მსჯელობა, თუ ვის დარჩება პარტიის სახელი, ლოგო და საარჩევნო ნომერი. თავად გვარამია პარტიაში რაიმე დრამატული ცვლილების არსებობას უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ თუ რაიმე მოხდება, ეს საჯარო გახდება.

ნატალია ჯვარიძე
06.10.2026

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს პატიმრობიდან მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც მისი „პოლიტიკური რეინკარნაციისათვის" მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს. იგი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსის პატიმრობაში ყოფნა ზრდის მის პოლიტიკურ რეიტინგს და ამის მაგალითად ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყავს, სადაც ასევე პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის შვილმა მოქმედი პრეზიდენტი დაამარცხა.

თამთა ჩაჩანიძე
06.10.2026

დაახლოებით ერთ თვეში, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე, სავარაუდოდ, საპატიმროს დატოვებენ - საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ზოდელავამ და ბერიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და უწყებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს. ოპოზიციის ნაწილი ზოდელავასა და ბერიძეს „ღალატში" ადანაშაულებს, ნაწილი კი მათ გადაწყვეტილებას პრაგმატულ ნაბიჯად აფასებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×