ირმა ჩიტაია
20.10.2026

თბილისის სატრანსპორტო კოლაფსისა და მძიმე ტრანზიტული ნაკადის განტვირთვის მიზნით, დედაქალაქის შემოვლითი გზის პროექტი იწყება. ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის ინფორმაციით, უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც წიწამური-ავჭალის მონაკვეთზე 4-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი პრევენციული ნაბიჯია, სპეციალისტები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ დედაქალაქი დიდი ხანია ფართომასშტაბიან შემოვლით მაგისტრალს საჭიროებს, რომელიც ტრანზიტული ტრანსპორტის მოძრაობისაგან თბილისს სრულად აარიდებს. 

თამთა ჩაჩანიძე
20.10.2026

ევროკავშირსა და „ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირება ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის ფონზე ახალ ეტაპზე გადადის. მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას საფრთხეს უქმნის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიუსელი სასამართლოზე ზეწოლის მცდელობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

თამარ ვეფხვაძე
20.10.2026

აზერბაიჯანულ „სოკარს“ სურს, რუსული „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვა განაახლოს. პარალელურად, საერთაშორისო წყაროებზე დაყრდნობით, ტრამპი პუტინს უთანხმდება და საწვავზე დაწესებულ სანქციებს დროებით აჩერებს. ნიშნავს თუ ეს ყველაფერი იმას, რომ სანქციებმა თავისი თავი ამოწურა? ეკონომისტების შეფასებით, ეს თავიდანვე ცხადი იყო, რადგან ევროპას საკმარისი ენერგორესურსები არ გააჩნია და მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. ამ არგუმენტს ისიც ამყარებს, რომ ევროკავშირს, დაახლოებით, 300 მილიარდი აქვს გადახდილი რუსეთისთვის, სწორედ უკრაინა-რუსეთის ომის პერიოდში. 

თამთა ჩაჩანიძე
20.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში „ოცნების" სარჩელის განხილვის დაწყებამდე პოლიტიკური დაძაბულობა ახალ ეტაპზე გადადის - ოპოზიცია სასამართლო პროცესისთვის ემზადება, აქტიურდება დიპლომატიურ ფრონტზე და საპროტესტო დღის წესრიგზეც მსჯელობს. პარტიების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში დასწრებას გეგმავს, ნაწილი კი ქუჩის აქციებით აპირებს საკუთარი პოზიციის გამოხატვას. ამ ფონზე, პროცესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, გახარიას პარტიამ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, მისი კონსტიტუციურობის საკითხი ცალკე საქმედ განიხილონ.

რეზონანსი
20.10.2026

საფრანგეთი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე ხვდება. მიმდინარე არეულობების ფონზე სულ უფრო იზრდება მემარჯვენე პოლიტიკოსების მხარდაჭერა. ბოლო გამოკითხვები ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ მემარჯვენე ფლანგზე ქვეყნის მთავარი პოლიტიკოსი, მარინ ლე პენი, ორივე ტურში დამაჯერებლად იმარჯვებს. ხაზგასასმელია, რომ ეს მოხდება ყველა საარჩევნო კონფიგურაციაში თუ, რა თქმა უნდა, მანამდე რაიმე ძირეული ცვლილება არ მოხდა.

ქეთო გოგოხია
19.10.2026

ბოლო პერიოდში ფინანსური თაღლითობის ფაქტები ძალიან გახშირდა. თუ აქამდე თაღლითური სქემების უკან ჩრდილოვანი ორგანიზაციები იდგნენ, დღეს უკვე ინდივიდუალური პირებიც ატყუებენ მოქალაქეებს, რომლებსაც ფინანსური პირამიდებით და სხვა ათასგვარი ხრიკებით აბამენ მახეში,  სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ტექნოლოგიური პროგრესი, რადგან თაღლითები ხელოვნურ ინტელექტს იშველიებენ და ძარცვავენ მოსახლეობას, რამაც უკვე საგანგაშო მასშტაბი შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ გამაფრთხილებელ განცხადებებს დრო და დრო ავრცელებენ ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები, სიტუაცია რეალურად ვერ გამოსწორდა, პირიქით, უფრო მეტად საშიში გახდა. 

ირმა ჩიტაია
19.10.2026

უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები არაერთგვაროვანია. დარგის სპეციალისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ დღეს ქირის მოთხოვნა გაყიდვის მაჩვენებელს უსწრებს, თუმცა თავად ბაზარზე ვითარება კვლავ ბუნდოვანია. ბინებზე ფასის ზრდა ავტომატურად მოთხოვნის მატებას არ ნიშნავს, თუმცა აზრი ორადაა გაყოფილი. ნაწილი ადასტურებს, რომ რეალიზაციისა და გაქირავების მიმართულებით ფასის ზრდა შეიმჩნევა, ნაწილი კი მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობს. 

ქეთო გოგოხია
19.10.2026

საქართველოს საზღვაო ტერმინალებს საქართველოს ეკონომიკაზე უდიდესი ეფექტი აქვს და ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობით ქვეყანა უზარმაზარ სარგებელს კარგავს.  ბათუმის, ყულევის, სუფსის და  ფოთის პორტები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა განთავსებული და სტრატეგიული მნიშვნელობისაა,  სერიოზული  საბიუჯეტო შენატანები მოაქვს, ეკონომიკურ ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს და ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს. ამ სარგებლის მიუხედავად, საზღვაო ტერმინალების პოტენციალის დიდი ნაწილი  აუთვისებელია.

ნატალია ჯვარიძე
19.10.2026

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება. პროცესები მედიისთვის ღია იქნება, ყოფილმა პრემიერმა ადვოკატი შეცვალა და სავარაუდოდ, თავადაც დაესწრება სხდომებს. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ღარიბაშვილი ამჯერად ბოლომდე აპირებს ბრძოლას და შესაძლოა, ახალი ხმაურიანი განცხადებების და სკანდალების მოწმე გავხდეთ.

თამთა ჩაჩანიძე
19.10.2026

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობების დათბობის ფონზე, სამმხრივი შეხვედრის გამართვის იდეა წამოაყენა, რომელშიც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინიც უნდა მონაწილეობდეს. შესაძლო შეხვედრის მიზნად უკრაინის ომის დასრულება სახელდება და დასავლური მედიის შეფასებით, კრემლი ცდილობს, შეთანხმებას მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით მიაღწიოს. მიმომხილველები იმასაც წერენ, რომ ეს შეხვედრა, თუკი ის შედგა, ფაქტიურად განასაზღვრავს მსოფლიოში გავლენის სფეროების ხელახალ გადანაწილებას.

ნატალია ჯვარიძე
19.10.2026

ბოლო რამდენიმე კვირაა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მკვეთრად უარესდება. ოფიციალურმა ბაქომ და ანკარამ რამდენჯერმე საჯაროდ გაჟღერეს ურთიერთბრალდებები და პრეტენზიები. ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, ეს დაპირისპირება საქართველოზე გარკვეულწილად უკვე ასახულია და საქართველოს ინტერესშია, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ამ დაძაბულობის შემცირებას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×