თამარ ვეფხვაძე 05.05.2026

ირანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა საქართველოს სტრატეგიული როლი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, დღის წესრიგში დადგა შუა დერეფნის, როგორც ყველაზე უსაფრთხო და სტრატეგიული ალტერნატივის მნიშვნელობა ტვირთების გადაზიდვის მხრივ. საქართველო კი შუა დერეფნის ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი ქვეყანაა. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, „საქართველოს რკინიგზა“ მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. პროექტის ფარგლებში, კომპანია 50-მდე ლოკომოტივსა და 1 500 ვაგონს შეიძენს, რისთვისაც შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია.
|
მარიამ ვეკუა 05.05.2026

ერევანი ევროკავშირი-სომხეთის ისტორიულ, პირველ ორმხრივ სამიტს მასპინძლობს, რომელსაც ბრიუსელის უმაღლესი წარმომადგენლობა ესწრება. პარალელურად, ბაქოში ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი რეგიონული უსაფრთხოებისა და ენერგოპარტნიორობის საკითხებს განიხილავს
ევროკავშირ-სომხეთის სამიტი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტს მოჰყვა, სადაც დასასწრებადაც 40-ზე მეტი ევროპელი ლიდერი ჩავიდა, მათ შორის ქართული დელეგაციაც.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.05.2026

„ქართული ოცნება" ოპოზიციის გეგმებს კვლავ სკეპტიკურად უყურებს, მათი შეფასებით, ალიანსს „საყოველთაო კარდარი", „საყოველთაო სკამდასკამი" გამოუვიდა მცირე ოთახებში შეკრებით. აქვე უნდა ითქვას, რომ ოპოზიციას რეგიონებში გასვლითი შეხვედრები აქვს, თუმცა დაანონსებული „კარდაკარი", მათივე ინფორმაციით, 10 მაისიდან იქნება.
|
მარიამ ვეკუა 05.05.2026

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით (14 წინააღმდეგი) ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის შეცვლასა და დემოკრატიულ უკუსვლაზეა საუბარი. დოკუმენტი, რომელიც პერსონალურ სანქციებსა და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს, მმართველმა გუნდმა „საბჭოთა ტიპის დეზინფორმაციად" შეაფასა.
|
ნატალია ჯვარიძე 05.05.2026

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში გარკვეული ცვლილებები სწორედ კიევის მხრიდან აღდგება და საქართველოში აკრედიტებულ ყველა ელჩს მოუწოდა, სხვის ცხოვრებაში ხელის ფათურისგან თავი შეიკავონ. ოპოზიციაზე საუბრისას კი თქვა, რომ მათ რაიმე წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
|
ნატალია ჯვარიძე 05.05.2026

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ამბობს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს ევროკავშირთან ურთიერთობებში საქართველო ძალიან ჩამორჩება. იმასაც გამორიცხავს, რომ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს. ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ დღევანდელი მოცემულობა არ იძლევა შედეგის მოტანის შანსს. მისი აზრით, მთავრობაში დიპლომატიური ცოდნის მქონეთა მწვავე დეფიციტია. დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე დიდი საკადრო ცვლილებებს უნდა ველოდოთ.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.05.2026

დრონების საწინააღმდეგო ბადეებით დაფარულ წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმისთვის მზადება თითქმის დასრულებულია - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით ორდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხოდ საკუთარი წინადადება წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს მხარეების მიერ საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას უფრო ადრე - 5-6 მაისს.
|
ქეთო გოგოხია 04.05.2026

ინფლაცია ორწლიან მაქსიმუმზეა და მიზნობრივ მაჩვენებელს უკვე 2-ჯერ აჭარბებს. ყველაზე სავალალო ისაა, რომ ძვირდება ძირითადი პროდუქტების ჯგუფი, რაც მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებას უძნელებს. ბოლო ერთ თვეში ფასები გაზრდილია საწვავზე, კომუნალურ გადასახადებსა და პირველადი მოხმარების სურსათზე, რომელიც მთავარი მიმართულებებია. ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება და უკვე წლის ბოლოს ინფლაციამ მიზნობრივს 2,5-ჯერ და მეტადაც შეიძლება გადააჭარბოს.
|
ირმა ჩიტაია 04.05.2026

უცხოელ გიდებს ჯგუფური ტურები აეკრძალათ. ახალი კანონმდებლობა ძალაში პირველი მაისიდან შევიდა, რომლის მიხედვითაც, შრომითი საქმიანობის დაწყებამდე აუცილებელია შესაბამისი უფლების მიღება, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გასცემს, თუმცა განსაზღვრულია ლიმიტები. კანონის დარღვევის შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან. სფეროს სპეციალისტები მიესალმებიან ახალი რეგულაციების შემოღებას, მაგრამ მიიჩნევენ, რომ აუცლებელია კანონპროექტში ჩადებული იყოს აღსრულების მექანიზმები, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
|
ქეთო გოგოხია 04.05.2026

სავაჭრო ქსელები ფასების საგრძნობ შემცირებას იწყებენ. განისაზღვრა ,,საოჯახო კალათა", რომლის ფარგლებშიც ,,რითეილ ასოციაციის“ წევრებმა იმ პროდუქტების იდენტიფიცირება დაიწყეს, რომლებზეც მუდმივ რეჟიმში განსაკუთრებული შეთავაზებები გავრცელდება. გადაწყვეტილება სპეციალისტების მხრიდან უმეტესად დადებითად ფასდება, თუმცა საუბარია იმაზეც, რომ ცვლილება ადრეც შესაძლებელი იყო, სანამ სექტორის წარმომადგენლებს კუთხეში მიიმწყვდევდნენ. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ფასის მდგენელი ყველა პარამეტრი მეტნაკლებად მწყობრში იყო: საწვავიც უფრო იაფი ღირდა და გადაზიდვების ტარიფიც, ლარის კურსის სტაბილურობის კუთხითაც პრობლემა არ შეინიშნებოდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.05.2026

უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრა, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება, მოთხოვნა კანონების გაწვევაზე, "ოპოზიციური ალიანსი" და პროცესები ფასების კლებასთან დაკავშირებით - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რაზედაც ერევანში პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაამახვილა ყურადღება.
|
ნატალია ჯვარიძე 04.05.2026

ირანის ბლოკადის მიუხედავად, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა კომერციულმა გემმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსნები არაბეთის ყურეში მოქმედებენ, მას შემდეგ, რაც მათ „პროექტი თავისუფლების" მხარდასაჭერად ჰორმუზის სრუტეში გაიარეს", - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|