თამთა ჩაჩანიძე
07.05.2026

პროკურატურამ 2024 წლის აქციების დროს მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერ ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 ძალოვანი დააკავა - 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი. პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

რეზონანსი
07.05.2026

მილანი ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქია, დებარეობს ლომბარდიის დაბლობზე. ქალაქის ფარგლებში 1 308 500 მცხოვრებია (2004), თუმცა მის აგლომერაციაში 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც თითქმის მესამედია ლომბარდიის რეგიონის, სადაც 10 მილიონზე მეტი მცხოვრებია.

ნატალია ჯვარიძე
07.05.2026

ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს „ქართული ქარტია" გააცოცხლოს. ამ დოკუმენტს ოპოზიციურმა პარტიებმა 2 წლის წინ მოაწერეს ხელი, თუმცა ამას რაიმე პრაქტიკული შედეგები არ მოჰყოლია. ახლა ექსპრეზიდენტი დოკუმენტში ორი ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოდის.

თამთა ჩაჩანიძე
07.05.2026

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ „ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელს და ფინანსური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობაში დატოვების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა.

ნატალია ჯვარიძე
07.05.2026

უკრაინასთან მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება. ორიოდე დღის წინ ერევანში გამართული საუბრის შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა, რის შემდეგაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის წინ წაწევაზე ისაუბრეს. მაკა ბოჭორიშვილმა უახლოეს მომავალში შეხვედრაც დაანონსა. ქართული მხარის ცნობით, ინიციატივა კიევიდან წამოვიდა.

მარიამ ვეკუა
06.05.2026

ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით გამოეხმაურა - მისი თქმით, ქართულ მხარეს ევროპარლამენტთან „სულ უფრო ნაკლები სასაუბრო რჩება", რადგან მხარეები „ღირებულებით ორ განსხვავებულ პოლუსზე" დგანან.

მარიამ ვეკუა
06.05.2026

განაჩენი გამოტანილია, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საბოლოო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. ბრალდებულის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე საუბრობს და სასამართლოს გადაწყვეტილებას" უკანონო, დაუსაბუთებელაა და სამარცხვინოს" უწოდებს

ქეთო გოგოხია
06.05.2026

მაღალი ინფლაციის ფონზე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება, რამაც ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია და საფინანსო ბაზარს სტაბილურობის საფრთხე შეუქმნა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, გადაწყვეტილება დროულია და არ არის გამორიცხული ტენდენცია გაგრძელდეს.

თამარ ვეფხვაძე
06.05.2026

საერთაშორისო ბირჟებზე, ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. 1 ბარელი „ბრენტი“ 100 დოლარი ჩამოსცდა, ხოლო ამერიკული ნავთობი - 90 დოლარამდე გაიაფდა. სპეციალისტების შეფასებით, ფასების ვარდნა „აქსიოსის“ ინფორმაციას მოჰყვა, რომლითაც ვაშინგტონი და თეირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებაზე მუშაობას ასრულებენ. მართალია, აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებები კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით, დამაიმედებელია, მაგრამ ქართველი ანალიტიკოსების აზრი მაინც ორად გაიყო: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები ომის დაწყებიდან დღემდე ბევრი გვინახავს, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, ირანის კონფლიქტი უკვე ფინალურ ფაზას მიუახლოვდა. 

ნატალია ჯვარიძე
06.05.2026

გერმანია დაჩქარებულ მილიტარიზაციას ახორციელებს და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბერლინში რუსეთის ელჩმა სერგეი ნეჩაევმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანია უარყოფს, რომ უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ ქვეყნად იქცა.

ნატალია ჯვარიძე
06.05.2026

ირანული მედია აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა „პროექტ თავისუფლების" მიზნებს ვერ მიაღწია და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება მის შეჩერებასთან დაკავშირებით ოპერაციის წარუმატებლობის შედეგია, - ინფორმაციას „სი ენ ენი" ავრცელებს.

ირმა ჩიტაია
05.05.2026

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები სარძნობლად გახშირდა. პრობლემა  განსაკუთრებინ ონლაინ გაყიდვებს ეხება - უმეტესი ნაწილი შეძენილი პროდუქტის ხარისხს, ზოგ შემთხვევაში გარანტიებსა და არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობას. შესაბამისად, უკმაყოფილო მოქალაქეების საჩივრების რაოდენობაც გაიზარდა. სპეციალისტების შეფასებით, ეს, ერთი მხრივ, მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებასაც უკავშირდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×