ნატალია ჯვარიძე 14.11.2025

ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობის ფონზე, გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნებისთანავე ოპოზიციის მიტინგზე დემონსტრაციულად მივიდა და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა. მმართველ პარტიაში ამაზე მწვავე რეაქცია ჰქონდათ და განაცხადეს, რომ „კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო".
|
ნატალია ჯვარიძე 14.11.2025

შესალოა საქართველომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას ექსტრადიცია მოითხოვოს. მას დაუსწრებლად 13 წელი შეეფარდა. გუნდის წევრებს არ გაკვირვებიათ სასამართლოს გადაწყვეტილება და აცხადებენ, რომ „პროკურატურა და სასამართლო არ არსებობს, [და] თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მდგენელით გაჟღენთილი საქმეა". თავად გახარია რამდენიმე თვეა, საქართველოში არ იმყოფება და ჯერჯერობით ჩამოსვლას არ აპირებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.11.2025

„ოცნება" ამტკიცებს, რომ რეალურად დღეს ქვეყანაში ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი არ არსებობს და მხოლოდ გარე ძალებისგან დაფინანსებული ჯგუფი დადის რუსთაველზე ყოველდღიურად. თუმცა როგორც ოპოზიცია საპირისპიროდ ამბობს, ხალხის უმრავლესობა მათ მხარესაა და ახალი გამოსვლებისთვის ემზადება.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.11.2025

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ღამით „ვივა მედიდან" ციხეში დააბრუნეს, საკნიდან წერილს აგზავნის. პენიტენციური სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემები აღარ აქვს და სასჯელი აქვს მოსახდელი. თავად სააკაშვილი და მისი ოჯახი ირწმუნებიან, რომ რუსთავის ციხეში გაფრთხილების გარეშე დააბრუნეს და მოწამვლის სიმპტომები კვლავ არის.
|
ნატალია ჯვარიძე 13.11.2025

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ვერაფერს ხედავს იმაში უცნაურს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში გადაიყვანეს. ამბობს, რომ ეს არის ერთის მხრივ საზოგადოების მოთხოვნა და მეორეს მხრივ, თვითონ ხელისუფლების დაინტერესება. „რეზონანსთან" ის ევროპასთან ვიზების შემოღების ალბათობაზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ შეზღუდვები, დიდი ალბათობით, "ოცნების" ხალხს უფრო შეეხება, ვიდრე რიგით მოქალაქეებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში საქართველოს საკითხი გადაწყვეტილია, თუმცა მნიშვნელოვანია რომელი ვარიანტი გავა.
|
ნატალია ჯვარიძე 12.11.2025

დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამ ანგარიშს გაუზიარებენ წევრ სახელმწიფოებს და წევრი სახელმწიფოები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.11.2025

პროკურატურამ რიგით მეცხრე ოპოზიციონერ ლიდერზე დაიწყო სისხლის სამართლებრვი დევნა - უწყებამ ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას 20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე ბრალი წაუყენა სამი მუხლით და მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უწყება სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.
|
მარიამ ვეკუა 12.11.2025

8 გარდაცვლილი ნაპოვნია. 2 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ განაცხადა, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე იმყოფება. ჯერჯერობით, უცნობია თუ რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, თუმცა ვრცელდება ვარაუდები.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.11.2025

ევროკავშირის გაფართოების პირველ ფორუმზე, რომელიც 18 ნოემბერს გაიმართება საქართველო მიწვეული არაა, "ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ბრიუსელს აქვს და დიალოგის ნაცვლად კონფრონტაციას ირჩევს.
|
რეზონანსი 11.11.2025

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ირაკლი ხმალაძე იუსტიუციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ის ამ თანამდებობაზე მაისიდან მუშაობდა, მანამდე კი წლების განმავლობაში თბილისის ვიცე-მერი იყო. გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა, ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ეს მიანიშნებს კორუფციის შესაძლო ბრალდებით მისი სამართლკებრივი დევნის შესაძლო დაწყებაზე და არ გამორიცხავს, რომ საქმე თბილისის მერამდე და მმართველი პარტიის გენმდივნამდე, კახა კალაძემდეც მივიდეს.
|
ნატალია ჯვარიძე 11.11.2025

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა შეხვედრები გამართეს როგორც „ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციასთან. მმართველი გუნგის წარმომადგენელთა ცნობით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რომ საქართველო ევროსაბჭოში უნდა დაბრუნდეს და ქართულმა დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში განაახლოს მუშაობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეაჩერა.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.11.2025

პროკურატურამ 8 ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ, რომელთაგან 6 ციხეშია, ახალი საქმე აღძრა საბოტაჟზე, მტრულ საქმიანობაში დახმარებასა და ხელისუფლების დამხობის მოწოდებაზე. წინასასამართლო სხდომა 25 დეკემბერსაა ჩანიშნული. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას სურს ისინი პატიმრობაში დატოვოს და შემდეგ ამ თემაზე დასავლეთს „ევაჭროს". მათ ამის მაგალითად ბელარუსი მოჰყავთ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|