მარიამ ვეკუა
20.03.2026

მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ კვირაში მეორე პატრიარქს ემშვიდოებებიან. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი, რომელმაც დიდი ბრძოლა გასწია რუსეთის ეკლესიისგან გამოსაყოფად, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ გაავრცელა. პატრიარქი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში იმყოფებოდა.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2026

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „დიდი შერიგებისკენ" ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას, გარკვეულ კომპრომისებზე წავიდეს, რათა ქვეყანაში სიტუაცია განიმუხტოს და რეალური დიალოგის დაწყებისთვის შესაბამისი გარემო შექმნას. ეს იქნებოდა პატრიარქის ანდერძის „სწორად გააზრება", სადაც ურთერთმიტევებასა და შერიგებაზეა აქცენტი.

მარიამ ვეკუა
20.03.2026

სამების საკათედრო ტაძართან ხალხის უწყვეტ ნაკადს ბოლო არ უჩანს - მოქალაქეები საათობით ელოდებიან, რათა უკანასკნელი პატივი მიაგონ კათოლიკოს-პატრიარქს, რომლის დაკრძალვა კვირას, 22 მარტს გაიმართება.

ნატალია ჯვარიძე
20.03.2026

კათალიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას საქართველოს მსოფლიო ლიდერები უსამძიმრებენ. მის წვლილზე საუბრობენ და საქართველოს საელჩოებში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერებს აკეთებენ. დაკრძალვის მსახურებაზე კი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე და ვატიკანიდან დელეგაცია თბილისში ჩამოვლენ.

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასა და სხვა პროცედურებთან დაკავშირებული წმინდა სინოდის განჩინება ურთიერთმიტევებასა და შერიგებაზე აკეთებს აქცენტს, რაც პრაქტიულად პირდაპირ ეხმიანება პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და მხარეებს შორის დიალოგის საჭიროებას. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ბოლო დროს ამ საკითხზე მხარეებმა უკვე ღიად დაიწყეს საუბარი, თუმცაღა შეხების წერტილები ჯერჯერობით ვერ მოძებნეს.

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2026

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო „ვიზის დეპოზიტის" პროგრამაში დაამატა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებმა აშშ-ს „ბი1"/„ბი2" ტურისტული, ბიზნეს, ან მკურნალობისთვის ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთებისას, ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე დეპოზიტი უნდა შეიტანონ, რომელიც, კატეგორიების მიხედვით, 5-დან 15 ათას დოლარამდეა. სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, თანხა უკან არ ბრუნდება.

მარიამ ვეკუა
19.03.2026

მოსკოვში საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაზე მორიგი განცხადება გაკეთდა, ოღონდ ამჯერად განსხვავებული, ორიგინალური ფორმულირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების აღდგენა საქართველოს ნაბიჯებზეა დამოკიდებული. ხოლო მოსკოვში ამას ისე ელოდებიან, როგორც საინტერესო და სახალისო სპორტულ თამაშს.

ნატალია ჯვარიძე
19.03.2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს სოხუმსა და ცხინვალშიც გლოვობენ, თუმცა მისი ფიგურის მიმართ გარკვეული კრიტიკა შეინიშნება. ზოგიერთი ამბობობს, რომ პატრიარქ ილიას შეეძლო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში უკეთესი როლი ეთამაშა, სხვები კი მართმადიდებელ მრევლს გულწრფელად უსამძიმრებენ.

მარიამ ვეკუა
18.03.2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო. სამძიმრის წერილები, ადგილობრივი და საერთაშორისო სოლიდარობა კი ხაზს უსვამს მისი გავლენის მასშტაბს საქართველოში და მსოფლიო მართლმადიდებლურ თანამეგობრობაში.

თამთა ჩაჩანიძე
18.03.2026

ხელისუფლება დიალოგში შესვლის წინაპირობად ოპოზიციის მხრდან მისი ლეგიტიმაციის აღიარებას ითხოვს - "ოცნების" ოპონენტები კი ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. არის თუ არა რომელიმე მხარე კომპრომისებზე წამსვლელი - ჯერჯერობით კონტურები არ იკვეთება.

თამთა ჩაჩანიძე
18.03.2026

აშშ-ს პრეზიდენტი უკმაყოფილოა - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის უმრავლესობამ უარი უთხრა ირანთან ომში დახმარებაზე. დონალდ ტრამპი მიანიშნებს, რომ ნატოს თავდაცვის ხარჯების უდიდეს ნაწილს სწორედ ამერიკა ფარავს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ნატოს მიმართ ტრამპის სკეპტიციზმი გაიზარდოს.

მარიამ ვეკუა
17.03.2026

გვიან ღამით მეუფე შიო მუჯირმა დაადასტურა კათალიკოს-პატრიარქ ილია II -ის გარდაცვალება. მანამდე ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა, თუმცა კლინიკიდან გამოსული სასულიერო პირები კომენტარს არ აკეთებდნენ. მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა თქვა, უწმინდესმა ვალი მოიხადაო. მიუხედავად ამისა, პატრიარქის გარდაცვალებაზე ხმები ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×