ნატალია ჯვარიძე
11.11.2025

პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძე არშემდგარ „რევოლუციასთან" დაკავშირებულ კითხვებს 8 დეკემბრის მერე უპასუხებს, როცა ციხიდან წერილის გამოგზავნის უფლება ექნება. ამის პარალელურად კი ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება ექსპერზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და 4 ოქტომბრის შეფასებისას თავის შეკავებას სთხოვს.

მარიამ ვეკუა
11.11.2025

შესაძლოა სასამართლოებში მობილურების შეტანაც აიკრძალოს - „ქართული ოცნების" მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონითა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილებით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს უფლება მისცეს, სასამართლო სხდომაზე დამსწრეებს ჩამოართვან ნებისმიერი მოწყობილობა, რომლებითაც შესაძლებელია ფოტო-ვიდეო გადაღება ან ხმის ჩაწერა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ეს გამაოგნებელია" და საქართველოს 2012 წლამდე პერიოდში აბრუნებს.

თამთა ჩაჩანიძე
10.11.2025

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში შეხვდა, როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მედიაექპსერტებს. დაგეგმილია შეხვედრა მმართველ პარტიასთან, სამშაბათს დელეგაცია შეხვდება, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

თამთა ჩაჩანიძე
10.11.2025

"ოცნების" მხრიდან ბრიუსელის მისამართით კრიტიკა განსაკუთრებით ევროკომისიის მიერ გაფართოების წლიური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამწვავდა. თუმცა, იმასაც დასძენენ, რომ თავად ევროკავშირის ბიუროკრატია ელაპარაკება "ქედმაღლურად", საქართველოს ხელისუფლება კი "ცალმხრივი მეგობრობის" რეჟიმში რჩება.

მარიამ ვეკუა
10.11.2025

პოლიტიკური ბრძოლა ქუჩიდან სასამართლოში ინაცვლებს -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" „ქართული ოცნების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს, ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა, 10 ნოემბრის ბრიფინგზე განაცხადა. ხელისუფლება ოპოზიციის ნაბიჯს უცხოელი პარტნიორების „კარნახით" ხსნის და აანონსებს, რომ ეს საქმე სტრასბურგში გაგზავნილ „უპერსპექტივო საქმეებს" შორის აღმოჩნდება.

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2025

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას აგრძელებს. თბილისში მის დაბრუნებას გერმანიის საგარეო უწყებიდან განცხადება მოჰყვა - სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებისგან მოელის, რომ „ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული" და შემდგომ დასკვნებს აქედან გამოიტანს. მათივე ცნობით, ელჩის დაბრუნებასთან ერთად „გაიმართა საუბრები საქართველოს მთავრობასთან".

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2025

ოპოზიცია პრემიერ ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადების წლისთავთან დაკავშირებოთ, 28 ნოემბერს, ახალ დიდ აქციას გეგმავს. ხელისუფლება კი ოპონენტების აქტიურობას ახალ საინფორმაციო კამპანიით ხვდება - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ერთწლიანი ანტისახელისუფლებო გამოსვლების რეალური საფუძველი არ არსებობდა, რადგან კობახიძის განცხადებამდე 5 თვით ადრე თავად ევროკავშირმა გადაწყვიტა საქართველოს ინტეგრაციის შეჩერება.

ნატალია ჯვარიძე
09.11.2025

აშშ ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან სავაჭრო შეთანხმებას აფორმებს, რომელიც მათ აზერბაიჯანთან და სომხეთთან დააკავშირებს. საუბარია ტრანსკასპიურ სატრანსპორტო მარშრუტზე, რომლითაც შუა აზიის ქვეყანები ე.წ. ზანგეზურის დერეფანს დაუკავშირდება. ვაშნგტონში შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერის დროს საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფებოდა.

ნატალია ჯვარიძე
08.11.2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, პროკურატურის შუამდგომლობით, თითო მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. დანარჩენი ოპოზოციონერები ჯერჯერობით ისევ ციხეში არიან. რა სავარაუდო პრინციპით იქნა გადაწყვეტილება მიღებული?

თამთა ჩაჩანიძე
07.11.2025

პრემიერის შეფასებით, პეკინთან ურთიერთობის გაღრმავება ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, სტრატეგიული პარტნიორობა, რაც „გვეხმარება დაკავშირებადობის განვითარებაში, ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში".

თამთა ჩაჩანიძე
07.11.2025

8 პოლიტიკური ლიდერის სამართლებრივი დევნის ფონზე, „ოცნება" ვაშინგტონს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასა და ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას სთავაზობს. პრემიერ ირაკლი კობახიძეს არ ჰგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოს მთავრობოს დამხობა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ „აშკარა გავლენა არსებობს". ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნაზე დასავლეთიდან ტრადიციულად უარყოფითი რეაქცია წამოვა.

თამთა ჩაჩანიძე
06.11.2025

პროკურატურამ რვა ოპიზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლებროვი დევნა დაიწყო და მათ, არც მეტ არც ნაკლები, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში სდებს ბრალს. სიიდან ექვსი უკვე ციხეშია, დანარჩენი ორის - „ლელოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, უწყება სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×