მარიამ ვეკუა
24.03.2026

ამერიკა-ისრაელსა და ირანის შორის რამდენიმე კვირაა მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება, რომელსაც დონალდ ტრამპმა თავდაპირველად „მოკლე ექსკურსია" უწოდა, ახლა უკვე რთულ და გაურკვეველ კრიზისად იქცა. თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს კატეგორიულად უარყოფს, მიუხედავად თეთრი სახლის განცხადებებისა, და ომის გაგრძელებას მანამდე აანონსებს, სანამ სრულ კომპენსაციას არ მიიღებს.

თამთა ჩაჩანიძე
24.03.2026

გაზაფხულზე საქართველოში პოლიტიკური პროცესი ტრადიციულად აქტიურდება - ქუჩაში პროტესტი, ოპოზიციის გააქტიურებული კამპანიები და ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯები ქმნის უფრო აქტიურ, თუმცა დაძაბულ პოლიტიკურ ფონს. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ საქართველოში მართლაც არის პოლიტიკის სეზონურობა, ამ მხრივ გაზაფხული განსაკუთრებით აქტიურია და არც ეს წელი იქნება გამონაკლისი.

ნატალია ჯვარიძე
24.03.2026

საქალაქო სასამართლომ „დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. პოლიტიკური განცხადებები უკვე კეთდება - ოპოზიცია უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებს და აღნიშნავენ, რომ ოთხი შვილის დედა ამ მიზეზით ციხეში არ უნდა იჯდეს. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ხოშტარიას შანსი ჰქონდა, მაგრამ არ გამოიყენა.

თამთა ჩაჩანიძე
24.03.2026

პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, პროტესტში ჩართულებმა გლოვის დღეებშიც არ შეწყვიტეს „ეკლესიის დაკნინება, პატრიარქის ლანძღვა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა". ამბობს, რომ „ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი".

ნატალია ჯვარიძე
23.03.2026

სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ აქტიურად განიხილება, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის მოწვევაზე საუბარი ჯერ არ არის, თუმცა დასძინა, რომ პატრიარქმა 9 წლის წინ ანდერძში მოსაყდრედ, მეუფე შიო ჩაწერა.

თამთა ჩაჩანიძე
23.03.2026

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე თამარ ბაგრატიონი ვაშინტონში გაემზავრა, აშშ-ს პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით. ის მონაწილოებას მიიღებს 24-25 მარტს დაგეგმილ გლობალურ სამიტში სახელად "ერთად უკეთესი მომავლისათვის, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების უზრუნველყოფა.

ნატალია ჯვარიძე
23.03.2026

22 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა, თუმცა გაირკვა, რომ ცრუ ინფორმაცია იყო. ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. არასრულწოვან დამნაშავეს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თამთა ჩაჩანიძე
23.03.2026

ვაშინგტონში ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით დისკუსია სულ უფრო მწვავდება, სხვადასხვა წყაროები ადასტურებენ, რომ ამისთვის "სწრაფი ტემპით" მზადებაც კი მიდის, თუმცა, სამხედრო ანალიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ სახმელეთო ოპერაცია აშშ-სთვის უკიდურესი და ყველაზე სარისკო სცენარია.

რეზონანსი
22.03.2026

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 22 მარტს პრაქტიკულად მთელმა საქართველომ გააცილა ბოლო გზაზე. ცერემონია სამგლოვიარო გალობისა და უწყვეტი ზარების რეკვის ფონზე ჩატარდა, რასაც ათიათასობით ადამიანი დაესწრო. სამებაში იმყოფებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიების ოფიციალური დელეგაციები. მათ შორის მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველიც, რომელმაც წესის აგებაში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ვეკუა
22.03.2026

კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის შემდეგ ყველაზე აქტუალური საკითხია, თუ ვინ გახდება ახალი პატრიარქი. შესაბამისი პროცედურები რამდენიმე საფეხურს მოიცავს და ეკლესიის მეთაურის არჩევა, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში მოხდება. მთავარ კანდიდატად ამ ეტაპზე მეუფე შიო განიხილება, რომელიც ილია მეორე თავის სიცოცხლეშივე გამოაცხადა თანამოსაყდრედ. თუმცა, ეს არ იძლევა სრულ გარანტიას, რომ მომდევნო პატრიარქი სწორედ ის იქნება, რაზეც ისტორიული პრცედენტებიც მეტყველებს.

თამთა ჩაჩანიძე
22.03.2026

საქართველოს დელეგაცია პრემიერის მეთაურობით ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას დაესწრო, სადაც ირაკლი კობახიძე სიტყვითაც გამოვიდა. ამავე კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელმაც უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს 12 აპრილის არჩევნებში მხადრაჭრა გამოუცხადა.

ნატალია ჯვარიძე
21.03.2026

კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის ოცნება იყო ერის გამთლიანება, ურთიერთმიტევება და შერიგება - ამის შესახებ პატრიარქთა დაანხოებული სასულიერო თუ საერო პირები ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობენ. ამის საფუძველზე გაჩნდა მოსაზრება, რომ პატრიარქის ამ სურვილის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა შეიძლება ანტისახელისუფლებო აქციების დროს დაკავებულები შეიწყალოს. რამდენად რეალურია ასეთი რამ და რა შედეგს მოიტანს?


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×