ირმა ჩიტაია
28.04.2026

გახანგრძლივებული უამინდობა სირთულეებს უქმნის სოფლის მეურნეობას. უხვი ნალექი კი - მოსავალს. ფერმერები დ სფეროს სპეცილისტები ვარაუდობენ, რომ თუ ასეთი ვითარება გაგრძელდება, მოსავლის ხარისხი და რაოდენობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ეს არ არის მხოლოდ წლევანდელი პრობლემა, ზედიზედ რამდენიმე წელია, დარგის სპეცილისტები ცდილობენ კლიმატის შესაბამისად იმოქმედონ და ნაკლებად დაზარალდნენ, თუმცა, შედეგის მიღწევა დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც რთულდება. 

ქეთო გოგოხია
27.04.2026

ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა კონფლიქტმა უარყოფითი გავლენა თითქმის ყველა ქვეყანაზე მოახდინა. განსაკუთრებით სავალალოა სანავთობო ბაზარზე არსებული ვითარება, რამაც ნავთობპროდუქტების მკვეთრი გაძვირება გამოიწვია და მისი პირდაპირი თუ ირიბი გავლენა მთელ დედამიწაზე შესამჩნევია. გამწვევის წინაშეა საქართველოსც, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ კონფლიქტს მაინც არ მოჰყოლია ის უარყოფითი შედეგი, რასაც ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ. 

ქეთო გოგოხია
27.04.2026

მთავრობა  ელექტრომობილების წარმოების საკითხით კიდევ ერთხელ ინტერესდება.  ჯერ კიდევ 7 წლის წინ დიდი ზარზეიმით დაანონსებული პროექტი ქუთაისში, რომელიც ჩინურ კომპანია პარტნიორობით უნდა განხორციელებულიყო, მალევე შეჩერდა.  დიდ პერსპექტივას საავტომობილო სფეროს წარმომადგენლები ვერც ამჯერად ხედავენ და არგუმენტად ასახელებენ ნედლეულის არქონას და რიგ ტექნიკური ხასიათის პრობლემას, რაც ელექტრომობილების მასშტაბური წარმოებისთვის სერიოზული დაბრკოლებაა. საუკეთესო შემთხვევაში,  ეს შეიძლება იყოს საამწყობო საამქრო, რომელიც ჩინური მოდელებისგან ააწყობს ავტომობილ და ძირითადად შიდა ბაზარზე გაიყიდება.

ქეთო გოგოხია
27.04.2026

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრომ  აგროსექტორის მხარდაჭერის თანამედროვე და გაუმჯობესებული მოდელი შეიმუშავა. მისი  მიზანი ინტეგრირებული, გამჭვირვალე  და შედეგზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებაა.  ინიციატივა გათვლილია არა მხოლოდ მცირე მასშტაბის მეურნეობებზე, არამედ განვითარებაზე ორიენტირებულ საშუალო და მსხვილ პროექტებზეც. ახალმა პროგრამამ უნდა უზრუნველყოს აგრობიზნესისა და წარმოების გაძლიერება და სასურსათო უსაფრთხოების გარანტად იქცეს. 

რეზონანსი
24.04.2026

"ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30%-იანი აქციონერის და სკანდალურად გადაყენებული დირექტორის, ნათია ჯანაშიას მეუღლის, დავით ცეცხლაძის ქმედებებთან დაკავშირებით,  სისხლის სამართლის ხაზით, უკვე ორ საქმეზეა გამოძიებაა დაწყებული. რაც ყველაზე საინტერესოა, ერთი ბრიტანეთის იურისდიქციაშია, ხოლო მეორეს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ. თავად ფაქტი, რომ დავით ცეცხლაძის მიერ მასთან ბიზნეს დავაში მყოფი მხარის წარმომადგენლთა მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ზიანის მიყენებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე, სისხლის სამართლის ორი გამოძიება წარმოებს, უაღრესად საშიში, სახიფათო და დამაფიქრებელია", - აცხადებს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე. 

თამარ ვეფხვაძე
23.04.2026

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შპს „ენგურჰესის“ ქოლგის ქვეშ არსებული შპს „კოდორიჰესების დეპარტამენტის უფროსი დააკავა. დაკავებულმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. ცნობილია, რომ შპს „კოდორიჰესები“ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული. მართალია, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სუს-ი დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ „რეზონანსი“ შეეცადა, გაერკვია, სახელმწიფო თანხების გაფლანგვის რა თაღლითური სქემა შეიძლება არსებობდეს „ენგურჰესში“. 

თამარ ვეფხვაძე
22.04.2026

აშშ-ის ხაზინის ყოფილი მდივანი ქვეყნის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ სავალო კრიზისისთვის მოემზადოს. ჰენრი პოლსონის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო ვალი 39 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც ფინანსურ სისტემას უკიდურესად არამდგრადს ხდის. ეკონომიკური შედეგები კი იმაზე ბევრად უფრო მძიმე იქნება, ვიდრე 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს იყო. სიტუაცია მართლაც შემაშფოთებელია, რადგან აშშ-ის მოსალოდნელი ფინანსური კრიზისი, დომინოს პრინციპით გავრცელდება სხვა ქვეყნებზეც. 

ქეთო გოგოხია
22.04.2026

საკვების სიძვირით საქართველო რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. გარკვეულწილად ამ ფაქტორმაც განაპირობა, რომ მთავრობა ფასების საკითხით დაინტერესდა და მისი კორექტირების მექანიზმზე მუშაობს. განსაკუთრებით მაღალია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თვითღირებულება. 

ირმა ჩიტაია
21.04.2026

ავტონაწილების ბიზნესს ახალი ვალდებულებები უჩნდება. საუბარია მანქანების დაშლაზე, რაც მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზე, რეკრეაციული და დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით იქნება დასაშვები. ამ ეტაპისთვის გაურკვეველია ვინ, სად და როგორ შეძლებდ ავტომობილების დაშლას. დარგის სპეციალისტები საკითხს კრიტიკულად უყურებენ. მათი აზრით, მიდოგმა სახელმწიფოს მხრიდან არასწორია და ეს თანაბრად დააზარალებს, როგორც დასაქმებულებს, ასევე მომხმარებლებს. 

თამარ ვეფხვაძე
21.04.2026

საქართველოს წლიური ინფლაციის პროგნოზი 5.6%-მდე გაიზარდა., რაც უკვე საგანგაშო მაჩვენებლია. ელექტროენერგიის ტარიფისა და იმპორტზე ფასების ზრდის გათვალისწინებით,  ინფლაცია წლის ბოლოს მინიმუმ 2 პროცენტული პუნქტით მეტი იქნება. ეკონომიკისტების ადასტურებენ, რომ ინფლაცია უკვე მართლაც მაღალია, და აღმასრულებელ ხელისუფლებას წნეხის შერბილება არათუ შეუძლია, უკვე მისი ვალდებულებაცაა.

ქეთო გოგოხია
20.04.2026

"ემაარ ჯგუფის" დიდი სამშნებლო პროექტის შემდეგ "ტრამპ თაურ თბილისის" პროექტს განხორციელება საბოლოოდ დაადასტურებს, რომ საქართველო ინვესტიციების კუთხით მიმზიდველი ქვეყანაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, თითქოს ქვეყანა იზოლაციაშია და სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. ამერიკულმა პროექტმა ინვესტორებს მკაფიო და დადებითი სიგნალი გაიგზავნა. თანაც "ტრამპ თაურის" პარტნიორებს თბილისში ქართული კომპანიები წარმოადგენენ, რაც ქვეყნის იმიჯს გლობალურ ასპარეზზე კიდევ უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს.

ქეთო გოგოხია
20.04.2026

მსოფლიოში საავიაციო საწვავის დეფიციტის ფონზე, ქართული ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს, როგორც მარაგის კუთხით, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით,  ქართველ იმპორტიორებს პრობლემა არ შექმნიათ. დამაიმედებელია პროგნოზიც, როგორც სექტორში აცხადებენ, საავიაციო ნავთის იმპორტი განხორციელდება თურქეთიდან და თურქმენეთიდან, რაზეც პარტნიორებთან შეთანხმება მიღწეულია, თუმცა გლობალური პროცესების გავლენით, ფასი მნიშვნელოვნად გაზრდილია. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×