თამარ ვეფხვაძე 19.02.2026

საქართველოში უმუშევრობა შემცირდა და სამუშაო ძალამაც დაიკლო. ასეთია სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის - „საქსტატის“ 2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები. მეოთხე კვარტალში, უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3% შეადგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს კი სურს, რომ უმუშევრობა 5%-იან ნიშნულს ჩამოსცდეს. სპევიალისტთა ნაწილი ამ მონაცემებს პოზიტიურად აფასებს, რადგან უმუშევრობის დონის შემცირება კორელაციაშია ეკონომიკურ ზრდასთან. მეორე ნაწილს კი „საქსტატის“ მეთოდოლოგია არ მოსწონს, რის გამოც, უწყების ინფორმაციას ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნევს.
|
თამარ ვეფხვაძე 19.02.2026

ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე არ მიუწვევიათ. არადა, დიდი გამოცდილების მქონე მეწარმეს კომისიისთვის მართლაც ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი. ინტერვიუს კი იმ პრობლემის განხილვით ვიწყებთ, რაზეც პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსანდრე რატიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემაა საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა, რადგან იმდენად უსამართლო პირობები აქვთ დაწესებული, რომ განვითარებაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი.
|
ირმა ჩიტაია 18.02.2026

ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე ბინების შესყიდვის თვალსაზრისით კვლავ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ლიდერობენ. აქტიურობა უკვე ერთნაირია, როგორც მეორად, ასევე ახალაშენებულ ბინებზე. ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს რომ უკვე მეორად ბაზარზეც კი უძრავი ქონების თითქმის ნახევარს უცხოელები ყიდულობენ. ეს კი ადგილობრივი მოსახლეობის სტრუქტურის ცვლილებას იწვევს.
|
თამარ ვეფხვაძე 18.02.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირველადი ანალიზით გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის, 8% შეძლებულია. ეს მაშინ, როდესაც ექსპერტების განცხადებით, სოციალური დახმარება მოუხსნეს მართლაც გაჭირვებულ ადამიანებს მხოლოდ იმის გამო, რომ კეთილისმსურველმა ძველი მაცივარი და ტელევიზორი აჩუქა. პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა პირდაპირ განაცხადა, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზას გადახედვა და განახლება სჭირდება. ზუსტად იგივეს ფიქრობენ დარგის სპეციალისტებიც, ოღონდ ხელისუფლებას ურჩევენ, რომ დახმარების გარეშე არ დარჩნენ ისინი, რომლებსაც სახელმწიფოს დახმარება ნამდვილად ესაჭიროებათ.
| |
ქეთო გოგოხია 17.02.2026

პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება საქართველოში თითქმის სრულად აიკრძალება. ეს ნიშნავს, რომ პლასტკის მასალაში ან ნაკეთობაში შეფუთული ან განთავსებული სურსათი ადგილობრივ ბაზარზე აღარ გაიყიდება - არც ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და არც იმპორტირებული. აკრძალვა გავრცელდება პლასტმასის ბოთლებზეც, რომელსაც სასმელების მწარმოებლები იყენებენ. საკანონმდებლო ცვლილების მიზანი ეკოლოგიური უსაფრთხოება და საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა, რა მხრივაც ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხეს სწორედ პლასტმასის გამოყენება წარმოადგენს.
|
ქეთო გოგოხია 16.02.2026

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ჩინურ ობლიგაციებში განთავსების გადაწყვეტილებას არაერთგავროვანი შეფასება მოჰყვა. სპეციალისტების ნაწილი სებ-ის ამ ნაბიჯს იწონებს და სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. ნაწილი კი ღიად აცხადებს, რომ მოულოდნელი, საზიანო გადაწყვეტილებაა მიღებული იმ თვალსაზრისით, რომ ჩინური იუანი სარეზერვო ვალუტა არ არის.
|
ქეთო გოგოხია 16.02.2026

ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ მოსახლეობის პროტესტი შეიძლება საბოლოოდ ჩაცხრეს. ამის პირობად ენერგეტიკოსები მიიჩნევენ ახალ შემუშავებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ქონების და მიწის გადასახადის ნაწილი იმ თემში უნდა დარჩეს, სადაც სხვადასხვა სახის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
|
ქეთო გოგოხია 16.02.2026

საწვავის ბიზნესი პრემიერის ინიციატივას ფასის შემცირების შესახებ ადეკვატურად პასუხობს და საფასო პოლიტიკის გადახედვას გეგმავს. იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობპროდუქტების ღირებულებას დიდწილად გლობალური ტენდენცია განსაზღვრავს, ბიზნესს საკმაოდ ფრთხილი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ შემთხვევაში ასევე ლარის კურსია, რომელიც ჯერჯერობით სტაბილურია.
|
რეზონანსი 16.02.2026

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გამოსცა დასკვნა, რომელშიც განსაზღვრულია 2019 წლის 30 მაისის მდგომარეობით შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება.
|
თამარ ვეფხვაძე 12.02.2026

1-ლი აპრილიდან, ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება. კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, უკვე პარლამენტშია ინიცირებული. ახალი აკრძალვის მიზეზი არსებული ეკოლოგიური მდგომარეობისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ასევე მათი კომფორტული გადაადგილებაა. ავტოიმპორტიორები და ექსპერტები ამ აკრძალვაში დიდ საფრთხეს ხედავენ, რადგან ახალი რეგულაცია იმპორტს შეამცირებს და უმუშევრობას გაზრდის. გამოსავალი არსებობს - ავტოიმპორტიორები აკრძალვის გადავადებას, უფრო ზუსტად, გარდამავალ პერიოდს ითხოვენ, რომ ბაზარი ახალ რეგულაციას შეეგუოს.
|
ირმა ჩიტაია 10.02.2026

ახლოვდება ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის თარიღი. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, ტარიფებზე მსჯელობა მარტიდან განახლდება, რაც შესაძლოა, იმის დამადასტურებელი იყოს, რომ ელექტროენერგიის გადასახადი ამჯერად შესაძლოა, მართლაც გაძვირდეს. დეკემბრის ბოლოს, გაურკვევლობის გამო, მარეგულირებელმა კომისიამ დროებითი ტარიფები დაადგინა, რომელიც მარტის ბოლომდე მოქმედებს. დათქმული თარიღიც ახლოვდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|