ქეთო გოგოხია
05.10.2026

ქალაქებში სკუტერებისა და სქროლების მომრავლებამ ყოველდღიურობა სერიოზულ გამოწვევად აქცია. ერთი მხრივ, ეს ტრანსპორტი გადაადგილებას ამარტივებს, მეორე მხრივ კი, საგზაო უსაფრთხოების მთავარ თავსატეხად იქცა. მცირე სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების დიდი ნაწილი წესებს საერთოდ არ იცავს, რის გამოც ავარიებისა და მძიმე შედეგების რიცხვი მატულობს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ აუცილებელია ან მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს, ან სქროლები სრულად აიკრძალოს ისეთ ადგილებში, სადაც საავტომობილო მოძრაობაა.

თამარ ვეფხვაძე
01.10.2026

იმის გამო, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავი გაძვირდა, ფერმერები ხილ-ბოსტნეულის გაძვირებასაც ვარაუდობენ. ახლა მთავარია, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს სახელმწიფო, როგორც ადგილობრივი ბაზრის, ასევე ფერმერების დასაცავად. სპეციალისტების შეფასებით, გამოსავალი არსებობს - სიტუაციის დასარეგულირებლად აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, როგორც დიზელის საწვავის აქციზის დროებით შემცირება, ასევე თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების შემოტანა, პარალელურად ალტერნატიული საწვავის გამოყენებაც. 

თამარ ვეფხვაძე
30.09.2026

როგორც მოსალოდნელი იყო, პენსია 2027 წელსაც გაიზრდება. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის - 20 ლარით, ხოლო 70 წელზე ზევით პენსიონერებისთვის - 60 ლარით. მართალია, 2021 წლიდან პენსია ინდექსაციის წესით ყოველწლიურად მატულობს, მაგრამ 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20-ლარიანი ბიჯი დიდი შეღავათი არ არის. ეკონომისტებსაც მიაჩნიათ, რომ ეს არარეალურია, რადგან 5%-იანი ინფლაციის პირობებში, 20-ლარიანი მატება მინიმალურ საჭიროებას ვერ დააკმაყოფილებს. 

რეზონანსი
30.09.2026

დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის სესხის მაქსიმალური ლიმიტი და ყოველთვიური გადასახადი მცირდება. ახალი ინიციატივა ბანკების აგრესიული პოლიტიკის შესაზღუდად იგეგმება. ეს ნაბიჯი ერთგვარი ბარიერია, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, თავიდან აირიდონ ჭარბვალიანობა და საკუთარი ქონების დაკარგვის რისკი.

თამარ ვეფხვაძე
29.09.2026

საქართველოში ბენზინი - 31 თეთრამდე, ხოლო დიზელი - 50 თეთრით გაძვირდა. სიტუაცია არასახარბიელოა და როგორც ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ფასის მატება მომავალშიც გაგრძელდება. ეს კი, დომინოს პრინციპით, სხვა სახის ყველა პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს, თუმცა გამოსავალი არსებობს. ექსპერტების შეფასებით, მთავარია აქციზის გადასახადის დროებით შემცირება, ქართული ნავთობის გადამუშავება და კონკურენციის სააგენტოს მკაცრი კონტროლი. 

ირმა ჩიტაია
29.09.2026

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, შუა დერეფნის განვითარებამ შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკა 2040 წლამდე დამატებით 3,61%-ით გაზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გრძელვადიან შეფასებებს სპეციალისტთა ერთი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს, ცხადია, ჩრდილოეთის მარშრუტზე შექმნილი პრობლემების ფონზე, მსოფლიომ ამ დერეფანს სრულიად ახალი თვალით დაუწყო ყურება. რეალური და ქმედითი ნაბიჯების შემთხვევაში, ქვეყანა ამ მარშრუტიდან უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს.

ქეთო გოგოხია
28.09.2026

ბიზნესში კადრების დეფიციტის საკითხი კვლავ ვერ მოგვარდა. არც  სამშენებლო, არც სამეწარმეო სფეროებში ამ კუთხით მდგომარეობა  რეალურად ვერ გაუმჯობესდა. შესაბამისად, მუშახელი ბაზარზე კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. პრობლემაა არაერთ დარგში, მათ შორის, სამშენებლო ბიზნესში, მომსახურების სფეროში. ბაზარზე არსებული დაგეგმილი პროექტების მასშტაბები და ინფრასტრუქტურული ზრდის ტემპი ბევრად უსწრებს შესაბამისი კვალიფიციური სამუშაო ძალის მიწოდებას, რაც არცთუ ისე მარტივ რეალობას ქმნის.

ირმა ჩიტაია
28.09.2026

საავიაციო ნავთის ფასები მსოფლიო ბაზარზე კვლავ მზარდია. საწვავის გაძვირება, პირდაპირ ისახება ავიაკომპანიების ხარჯებზე და შესაბამისად, აძვირებს ავიაბილეთებსაც. ავიაექსპერტები ვარაუდობენ, რომ გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური სირთულეები გვერდს ვერც საქართველოს აუვლის. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მტკივნეული იმ მოქალაქეებისთვის იქნება, რომლებიც ევროპის მიმართულებით მოგზაურობას გეგმავენ. სამწუხაროდ, არსებული გლობალური რეალობა უახლოესი თვეების განმავლობაში დამაიმედებელ პროგნოზს ვერ იძლევა.

რეზონანსი
28.09.2026

იმპორტირებულ ქათმის ხორცზე შესაძლოა, ახალი საბაჟო რეგულაციები დაწესდეს, რაც ადგილობრივი წარმოების დაცვისა და შიდა ბაზრის სტიმულირებისკენ იქნება მიმართული. აღნიშნულმა ინიციატივამ ბიზნესწრეებსა და დარგის ექსპერტებშს შორის აქტიური მსჯელობა გამოიწვია, რადგან ერთი მხრივ, იგი აგრარული სექტორის მხარდაჭერის მექანიზმად მოიაზრება, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებლებზე და ფასების დინამიკაზე უარყოფითი გავლენის რისკს აჩენს.

ირმა ჩიტაია
24.09.2026

საქართველოში ჩინური წარმოების ავტომობილების წილი სტაბილურად მზარდია, ქვეყანაში იმპორტირებული მანქანების მოცულობა მატულობს. ჩინური მანქანები უახლოეს პერიოდში ბაზარზე ლიდერობას ვერ მოიპოვებენ, თუმცა კონკრეტული ნიშის დაკავება უკვე შეძლეს.

თამარ ვეფხვაძე
24.09.2026

სოციალური უთანასწორობა ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებში აშკარა და თვალშისაცემია. გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, 417 მაღალანაზღაურებად პირს იმდენივე შემოსავალი აქვს, რამდენიც 235 000 მოქალაქეს, ჯამში. შემოსავლების ასეთი მკვეთრი დისბალანსი რეალური პრობლემაა. ეკონომისტები და სტატისტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით, ასევე დასაქმებული მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებით. 

თამარ ვეფხვაძე
23.09.2026

არ არის გამორიცხული, რომ ნამოხვანჰესის შეჩერებული პროექტის გამო, საქართველოს სახელმწიფოს საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუხდეს. საუბარია 443.26 მილიონ აშშ დოლარზე, ასევე, 356 ათას ევროსა და 40 ათას ფუნტ სტერლინგზე, რომელიც საქართველომ თურქულ კომპანია „ენკას“ უნდა გადაუხადოს. ექსპერტების შეფასებით, აუცილებელია სახელმწიფომ კანონმდებლობა გაამკაცროს და პრინციპული პასუხისმგებლობა დააკისროს იმ ადამიანებს, თუ ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საბოტაჟს აწყობენ. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×