გვანცა წულაია 03.09.2025

სოფლებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მოსახლეობის აღწერიდან აღწერამდე, 10 წელიწადში, სოფლებიდან 100 ათასზე მეტი ადამიანი წამოვიდა და მათმა ნაწილმა ან ქალაქებში გადაინაცვლა ანდა საერთოდ ქვეყანა დატოვა. ასეთი რეალობა სოფლებში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
|
გვანცა წულაია 03.09.2025

ევროკომისიის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დათქმული ვადა ამოიწურა და ახლო მომავალში, სავარაუდოდ, დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დადგება. საინტერესოა, ევროკომისია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც, წესით, ოქტომბერში უნდა გამოქვეყნდეს. სპეციალისტების განცხადებით, საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება არაგონივრული ნაბიჯი იქნება, თუმცა ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს.
|
რეზონანსი 03.09.2025

დასავლეთ საქართველოში თხილის ბაღები ხმება. პროცესი წლებია დაწყებულია, თუმცა მიმდინარე წელს, მეტად აქტიური სახე მიიღო, რაზეც ფერმერები დამხარებას ითხოვენ. ვითარების შესახებ ინფორმირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ლაბორატორიული კვლევებით გამოვლენილია სხვადასხვა დაავადება.
|
ირმა ჩიტაია 01.09.2025

წლიდან წლამდე საქართველოში შიდა ტურიზმი ძვირდება. აქტიური ზაფხულის სეზონის მიუხედავად ადგილობრივები მომატებულ ფასებზე ჩივიან. ამაზე მეტყველებს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ დადებული კვლევაც, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 7.4 პროცენტით და 166.9 ლარს გაუტოლდა.
|
ქეთო გოგოხია 01.09.2025

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა, თუმცა სტაბილურობა გარანტირებულია. მართალია, ორნიშნა ზრდა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ დინამიკა მაინც დადებითი იქნება. ყველაზე ოპტიმისტური სცენარით, მშპ წლის ბოლომდე დაახლოებით 7%-იან მაჩვენებლამდე დაკორექტირდება, რაც არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოსთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
|
ქეთო გოგოხია 01.09.2025

საერთაშორისო ბირჟაზე ოქრო მკვეთრ გაძვირებას განაგრობს და ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა. ამჯერად 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებამ 3500 დოლარს მიაღწია. ცოტა ადრე ფასი 3350 დოლარი იყო. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ტენდენცია გლობალურ პროცესს უკავშირდება და მომავალში ოქრო კიდევ გაძვირდება. მთავარი გაურკვევლობაა აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გაჩნდა, რამაც ბაზრებზე რეაქცია გამოიწვია. რუსეთ-უკრაინის ომი კი ძვირფასი ლითონის ბაზარზე მოთხოვნის ზრდას იწვევს და ფასებზეც ადეკვატურად აისახება.
|
გვანცა წულაია 29.08.2025

სუპერმარკეტებში პროდუქციის მოსახვედრად ბევრი სახის გადასახადი მოქმედებს, რაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი წარმოებისთვის, ამიტომ ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ სამამულო პროდუქციისთვის საშეღავათო პირობები უნდა მოქმედებდეს.
|
ქეთო გოგოხია 29.08.2025

გამყვან ტურებზე მოთხოვნა მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების ტარიფი თითქმის ყველა ქვეყანაში გაზრდილია და იაფი დასვენების შესაძლებლობა ხალხს ფაქტობრივად არ აქვს, ტურისტული აქტივობისთვის ამ ფაქტორს გავლენა არ მოუხდებნია. ქართველი დამსვენებლები დღეისათვის ქართველი ტურისტებისთვის ზაფხულის სეზონზე ნომერ პირველ მიმართულებად თურქეთი რჩება. როგორც ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა გაზრდილია და ეს დინამიკა სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება.
|
რეზონანსი 27.08.2025

საქართველოში შემოსული ავტომობილების ნაწილი გასაყიდი რჩება. ამის მიზეზი უცხოელი დილერები არიან, რომლებიც თავიანთი ქვეყნებიდან ავტომობილებს ყიდულობენ და საქართველოდან რეექსპორტზე გაჰყავთ. შედეგად, უცხოელები ქართველებს დიდ კონკურენციას უქმნიან, რის მოგვარებასაც ადგილობრივი ავტოიმპორტიორები ითხოვენ.
|
გვანცა წულაია 27.08.2025

საქართველოს ყოველწლიურად ათობით ათასი ახალი სტუდენტი ჰყავს. მიმდინარე წელს უმაღლეს სასწავლებლებში დაახლოებით 32 ათასმა აბიტურიენტმა ჩააბარა. განათლების სფეროს ექსპერტები კი ამბობენ, რომ ქვეყანას ამდენი სტუდენტი არ სჭირდება და თანაც, მაშინ, როდესაც ახალგაზრდების უმტესობა ერთსა და იმავე პროფესიაზეა ორიენტურებული.
|
გვანცა წულაია 26.08.2025

საქართველოში 257 ათასი მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რაც მთლიანი მოსახლეობის თითქმის 7%-ია. ერთი შეხედვით, 7% შესაძლოა, ბევრი არ იყოს, მაგრამ მცირერიცხოვან ერში, სადაც მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა, ეს ოდენობა საშიშია.
|
გვანცა წულაია 26.08.2025

საქართველოში სავალუტო რეზერვების შევსება გრძელდება და მისმა მოცულობამ 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რის შედეგადაც დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რეზერვების შევსებას სებ-ი კვლავ განაგრძობს, მით უმეტეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეს ნაბიჯი უფრო მეტად პრიორიტეტულია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|