ნატალია ჯვარიძე
11.09.2025

პრემიერი ირაკლი კობახიძე მედიასთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და ისევ გარე ჩარევებსა და ოპოზიციის „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე" საუბრობს. იმედი აქვს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება. ასევე, რამდენიმე დღის წინ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ყველანაირ ძალადობას გმობს.

ნატალია ჯვარიძე
10.09.2025

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი და მასში მონაწილე პარტიები აქტიურად ემზადებიან. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" მათ წინასაარჩევნო კამპანიებს აფასებენ და ამბობენ, რომ ზოგიერთი მათგანის დაპირებები საერთოდ აცდენილია რეალობას.

მარიამ ვეკუა
10.09.2025

არჩევნებამდე 1 თვით ადრე ვითარება მუდმივად იძაბება, რასაც თან ძალადობრივი ქმედებებიც ახლავს. მელიქიშვილის გამზირი ბოლო ორი დღეა დაპირისპირების მთავარ ეპიცენტრად იქცა. რატომ იძაბება ვითარება, რა რისკები ახლავს თან ძალადობრივ ქმედებებს და სადამდე შეიძლება მივიდეს დაპირისპირება.

მარიამ ვეკუა
10.09.2025

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დაესწრება. ამის შესახებ განცხადება თვითონ ორგანიზაციამ გაავრცელა. მმართველი პარტიის წევრებისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ აღმოჩნდა -ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პრემიერის მიერ ორგანიზაციისთვის გვიან გაგზავნილი მოწვევა „პროპგანდისტული ხრიკი" იყო. ორგანიზაციამ მიზეზად სწორედ დაგვიანებული მოწვევა დაასახელა. როგორ აისახება ეუთო/ოდირის არყოფნა არჩევნების მონიტორინგის ხარისხსა და მთლიან პროცესზე - საკითხზე განსხავებეული შეფასებებია.

 

მარიამ ვეკუა
09.09.2025

„ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირი ოპოზიციასთან კვლავ განხილვის ეპიცენტრშია. ენმ-ს წევრის, სოფო ჯაფარიძის შემდეგ, „რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემაც დაადასტურა, რომ კავშირები არსებობს და წასულები „ცოდვებს ინანიებენ". მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ მალე გაირკვევა, ვისზეა საუბარი.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყველაფერი მალე გამოაშკარავდება, აღნიშავენ იმასაც, რომ პრემიერის განცხადება ხაბეიშვილზე მართალი აღმოჩნდა.

ნატალია ჯვარიძე
09.09.2025

ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიცია აქტიურდება. მათთვის მნიშვნელოვანი 4 ოქტომბრის თარიღია - როგორც ამბობენ, „ოცნების" ხელისუფლების ჩამოშლის დღე. იქამდე, 13 სექტემბერს საპროტესტო აქცია აქვთ დაანონსებული. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარი რეპეტიცია 4 ოქტომბრისთვის. არც იმას გამორიცხავენ, რომ არჩევნებამდე მუხტმა აიწიოს.

ნატალია ჯვარიძე
09.09.2025

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირება უკვე ლამის ქრონიკულ მოვლენად იქცა. ასე მოხდა ორშაბათს ღამითაც, როცა ერთმანეთს „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და საპროტესტო მარშის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. მმართველ პარტიაში გარე ძალების ჩარევასა და წინასწარ დადგმულ სცენარზე საუბრობენ. ოპოზიცია კი ხალხს ქუჩაში გამოვისვლისკენ მოუწოდებს.

ნატალია ჯვარიძე
08.09.2025

ევროკომისია ჯერ კიდევ აფასებს საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მის საპასუხო წერილს ევროკავშირის მოთხოვნებზე დემოკრატიულ პრაქტიკას დაუბრუნდნენ და თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ასრულებს, შესაძლოა, ვიზების შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს, - ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა „ევროპეისკაია პრავდას" კორესპონდენტს განუცხადა.

მარიამ ვეკუა
08.09.2025

10 სექტემბერს ჩანიშნულ ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს მხრიდან მოწმის როლში სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს, ხელისუფლება არაფერს ელოდება, თუმცა, აშშ-სთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დასაწყებად ისევ მზად არიან., როგორ დასრულდება ჰელსინკის სხდომა და რა გავლენას მოახდენს მეგობარი აქტის მიღება ან არ მიღება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებზე, რომელის ჩატარებამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება.

მარიამ ვეკუა
08.09.2025

„ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ პარტიიდან წასული ყოფილი წევრები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან და მათ მხილებას უნდა ელოდონ. ენმ-ს ზოგიერთი წევრი კი მოსალოდნელ სიურპრიზებს ახსენებს, რაც „ოცნებამ" წასული თანაგუნდელებისგან შეიძლება მიიღოს. უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება ახალი პარტიის შექმნას ყოფილი წევრებისგან, ვისზეა საუბარი და რატომ დაუპირპირდნენ აქტიური წევრები უკვე წასულებს - ამაზე ექსპერტებს სხვადასხვა შეფასებები აქვთ.

მარიამ ვეკუა
07.09.2025

„ლელოს" ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის - არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გათავისუფლების საკითხი კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრშია: როგორ იმოქმედებს ეს ნაბიჯი შედეგებზე და შეცვლის თუ არა ძალთა ბალანსს, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

ნატალია ჯვარიძე
06.09.2025

ხელისუფლებამ თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს მზაობას, ეუთო/ოდირის მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის ყველა პირობა შეუქმნას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×