თამთა ჩაჩანიძე
20.11.2023

პატიმრობაში მყოფი ექს-რეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად საკუთარ თავს სთავაზობს, ხოლო პოლიტსაბჭოდან წასულ ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და მის მომხრეებს უკან დაბრუნებას სთხოვს. ამის შესახებ მან ორშაბათს თავის სასამართლო სხდომაზე განაცხადა. გარდა ამისა, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავზე, იგი ერთობის მემორანდუმს გამოაქვეყნებს და ყველა თანაპარტიელს მასზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

ნაზი ბერიძე
20.11.2023

მოქალაქეები, რომელთაც ძველი პირადობის მოწმობა აქვთ, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას, სავარაუდოდ, შეძლებენ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო. ოპოზიცია ამაში არჩევნების გაყალბების საშიშროებას ხედავს, მმართველი პარტია კი მას საკუთარი ალტერნატივის შემუშავებას სთავაზობს.

თამთა ჩაჩანიძე
19.11.2023

„ნაცმოძრაობა" 23 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავთან დაკავშირებით, დიდ შეკრებას აანონსებს. პატიმრობაში მყოფ ექპსრეიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, შედგება მანიფესტსზე ხელმოწერაც, რომლის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ ტექსტი ზოგადი იქნება, მაშინ მას ენმ-ის ყოფილი თავმჯომარის ნიკა მელიას ფლანგიც ხელს მოაწერს, რომელიც პარტიის ამჟამინდელ მენეჯმენტთან ღია კონფლიქტშია. თუმცაღა, თუ მემორანდუმის ტექსტში პარტიის ერთიანობაზე იქნება აქცენტი, დიდი ალბათობით მელია თავისი მომხრეებით პარტიას გამოეყოფა და ცალკე პოლიტიკურ ძალად შეეცდება ჩამოყალიბდეს.

ნაზი ბერიძე
18.11.2023

პარლამენტში 18 ნოემბერს ისევ დაფისქსირდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება გენდერულ ნიადაგზე. „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შორის მომხდარი კონფლიქტი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობად შეაფასა. თუმცა, „ტაბულას" დამფუძნებელი და „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი დანარჩენ ოპოზიციას დაუპირისპრდა და მათი ქცევა დაგმო.

ნაზი ბერიძე
18.11.2023

ისრაელი-„ჰამასის" ომის, განსაკუთრებთ კი ისრაელის თავდაცვის არმიის მიერ ღაზის სექტორზე განხორციელებული მასშტაბური დარტყმების ფონზე, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მნიშნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია, მსოფლიოშ მკვეთრად გაიზარდა ანტი-ებრაული განწყობები, მათ შორის კავკასიაშიც. ამაზე მეტყველებს თუმდაც დაღესტანში, მახაჩყალის აეროპორტში მომხდარი არეულობა და ბოლო დღეების ინციცდენტები ერევანსა და ბაქოში. რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში და ხომ არ არის მოსალოდნელი მსგავსი მოვლენები თბილიში?

თამთა ჩაჩანიძე
17.11.2023

მმართველი პარტია ბოლო პერიოდში ხშირად აკეთებს განცხადებებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან" ციხეში გადაყვანის თაობაზე. პარასკევს კი პარლამენტში „ხალხის ძალამ", „მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის მოსმენისას სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნება ღიად მოითხოვა. ამასთან პრეზიდენტ ზურაბიშვილის სკანდალური ინტერვიუს მერე, მმართველი გუნდი სააკაშვილის შეწყალებას უკვე არ გამორიცხავს.

ნაზი ბერიძე
17.11.2023

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაწყვეტას გეგმავს, რომლებმაც სეპარატისტული რესპუბლიკა ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარეს - პრინციპში ყველა მეტ-ნაკლებად ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან. როგორც „რეზონანსთან" ექსპერტები ამბობენ, თავად აფხაზეთშიც კი „ამ ავანტიურას" დიდი მხარდაჭერა არ ექნება. ამასთან, ფიქრობენ, რომ ეს საკითხი ერთგვარად დაკიდებულ მდგომარეობაშია და მანამ იქნება ასე, სანამ „უკრაინის საკითხს ფორმა არ მიეცემა",

თამთა ჩაჩანიძე
17.11.2023

მათ შორის დაპირისპირება გაგრძელდება, ეს კი უნიკალური იქნება იმ მხრივაც, რომ პარტიები, რომ ბლოკებს ვერ შექმნიან, ყველას ამბიცია ექნება თავის პარტიის ტოპხუთეულში თუ ათეულში უახლესი თანამოაზრეები ჩაწეროს და არა ის, რომ ე.წ. გამსვლელ სიაში სხვა პარტიიდან ჩასვას ვინმე - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ლელოსა" და გახარიას პარტიას შორის დაპირისპირებას, რომელიც რაც უფრო ახლოვდება არჩევნები უფრო თვალსაჩინო ხდება.

ნაზი ბერიძე
17.11.2023

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შეიძლება ითქვას, ხელისუფლებასთან „ტარანზე" მიდის და უკვე არა ზოგადად „ქართულ ოცნებას" უტევს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს, რისგანაც მანამდე მეტ-ნაკლებად თავს იკავებდა. მეტიც, გავლენიან ფრანგულ გამოცემა „ლე მონდთან" საუბრისას, უტევს ივანიშვილისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე, უწოდებს რა მას ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში.

თამთა ჩაჩანიძე
17.11.2023

უკრაინაში, დონეცკის მიმართულებაზე ოკუპანტებთან ბრძოლას ორი ქართველი შეეწირა, რუსულ საარტილერიო დაბომბვაში მოჰყვნენ სხვა ქართველი მებრძოლებიც, დაჭრილთა რაოდენობა ამ დროისთის 11-მდე გაიზარდა, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ადასტურებს როგორც „ქართული ლეგიონი", ისე რუსული მხარე. როგორც გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები აცხადებენ, ინტენსიური შეტევების გამო, ბრძილის ველიდან დაღუპული სამხედროების გამოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

თამთა ჩაჩანიძე
16.11.2023

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი კვლავ აცხადებს, რომ ოფიციალური ერევანი ინარჩუნებს პოზიციას, უახლოეს თვეებში სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს ბაქოსთან. ამას ფაშინიანი ჯერ კიდევ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ, მთიანი ყარაბაღის დაკავების დღიდან ამბობდა, თუმცა გარკვეული საკითხების გამო, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება დღემდე იწელება.

ია აბულაშვილი
16.11.2023

ოპოზიციას წლებია არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მისი რეიტინგი გაზრდილიყო, პირიქით ნელ-ნელა უფრო მცირდება. ფაქტია, რომ არჩევნებს ყველა პარტია ხვდება მოუმზადებელი - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე წინასაარჩევნო პროცესების შეფასებისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×