ნაზი ბერიძე
23.11.2023

ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტენდენციიდან გამომდინარე, ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი არც „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს და არც ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას. შესაბამისად, ყოველი არჩევნების წინ ოპოზიციის მთავარი მიზანი სწორედ ე.წ. „შუაშისტების" გადაბირებაა. ასე იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, თუმცა, მთავარი სწორედ ისაა - ვინ და როგორ მოახერხებს „შუას შეკრებას".

ნაზი ბერიძე
22.11.2023

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა შედარებით დაარბილა უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის რეგულაციები და ამიერიდან იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ, იქ მუშაობა არ აეკრძალებათ, როგორც ეს საწყის დოკუმენტში იყო განსაზღვრული.

თამთა ჩაჩანიძე
22.11.2023

ენმ-ს დიდ შეკრებამდე საათებით ადრე საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია თუ რა შინაარსის მანიფესტსზე ეპატიჟება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტიის წევრებს, რომელბამც ხელი უნდა მოაწერონ. როგორც მანამდე ცნობილი გახდა, „ნაცმოძრაობა" 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის 20 წლისთავს აღნიშნავს, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ პარტიაში შექმნილი ვითარების გამო არ ეზეიმებათ. ხელისუფლება კი საერთოდაც ამას თავხედობაში უთვლის.

ნაზი ბერიძე
22.11.2023

კარგი იქნება, თუ საარჩევნო ბარიერზე სპეკულაციების ნაცვლად, ერთ და ორპროცენტიანი პარტიები გაერთიანებაზე და ამ გზით ბარიერის გადალახვაზე იფიქრებენ, აცხადებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი შეფასებით, ზოგადად ოპოზიცია იმდენად დისკრედიტირებულია, რომ არჩევნებზე შესაბამის შედეგს მიიღებენ და არავითარი გაერთიანება მათ არ უშველით.

თამთა ჩაჩანიძე
22.11.2023

მას მერე, რაც „ოცნებამ" ბარიერის დაწევაზე კატეგორიული უარი განაცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა გამოსავლის ძებნა დაიწყეს. ბოლო ინიციატივა „გირჩმა" წამოაყენა, რომ შედარებით მცირე ჯგუფებს შორის დებატები და საჯარო პოლიტიკური დისკუსიის პროცესი დაიწყოს და ამის შედეგად, რა გაერთიანებაც „გამოდნება, ის იქნება ლეგიტიმური". მანამდე ოპოზიციონრემა დეპუტატმა რომან გოცირიძემ თქვა, რომ ენმ-სა და გახარიას პარტიის გამოკლებით, უნდა შეიქმნას დიდი გაერთიანება, „კონსულტაციები კი იანვრიდან დაიწყება".

თამთა ჩაჩანიძე
22.11.2023

ნებისმიერ გაერთიანებას შემკვრელი ფაქტორი სჭირდება, ასეთი ფაქტორში მე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვხედავ. ის შესაძლოა შემკვრელად გამოდგეს, სადაც იქნება „ლელოც", გახარიაც, ელისაშვილიც, გოცირიძე-დეკანოიძე და ბევრი სხვა - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, წვრილი ოპოზიოციური პარტიების გამოსავალზე საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
21.11.2023

წვრილი ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ თუ „ოცნება" არჩევნებისთვის ბარიერს არ დასწევს, გეგმა „ბ"-თი იმოქმედებენ. არჩევნებამდე 11 თვით ადრე გამოქვეყნებული კვლევებით და პოლიტიკური მოცემულობით 5%-ს უპრობლემოდ ორი პარტია ლახავს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ ბარიერთან ახლოს მყოფმა ჯგუფებმა წინასაარჩევნო კამპანია შინაარსიანად წარმართეს, არაა გამორიცხული, რომ პარლამენტში მინიმუმ ოთხი პარტია შევიდეს - „ოცნება", ენმ, გახარიას „საქართველოსთვის" და „ლელო".

თამთა ჩაჩანიძე
21.11.2023

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიერ 20 ნოემბერს გაჟღერებული ინიციატივა ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის ფლანგებს შორის შერიგებაში ჯერჯერობით ვერანაირ როლს ვერ თამაშობს. პირიქით, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სააკაშვილის განცხადებას ყველა სათავისოდ კითხულობს და შესაძლოა 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ მანიფესტმაც დიდი გავლენა არ იქონიოს პარტიის ერთობაზე.

ნაზი ბერიძე
21.11.2023

რაც უფრო შორდება პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას", მით უფრო აქტიურია ხმები მის რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან დაახლოებაზე. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ის სულ უფრო მეტად იძენს პროდასავლური პოლიტიკური ფლაგმანის ფუნქციას. რამდენად შეიძლება სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში ვიხილოთ, ამ კითხვით „რეზონანსმა" პოლიტიკის ექსპერტებს მიმართა.

თამთა ჩაჩანიძე
21.11.2023

„ნაციონალური მოძრაობა" გაყოფილ-დაქუცმაცებულია და ჩამოყალიბებულია როგორც სექტა. ერთ სექტას სათავეში ხაბეიშვილი უდგას, მეორეს - სააკაშვილი, მესამეს - მელია. ვერავითარი შეკრება და შერიგებ-შემორიგება ამას ვერ უშველის", - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ენმ-ში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

ნაზი ბერიძე
20.11.2023

სამშაბათს სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისა პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პრაქტიკულად პირდაპირ მოუწოდა მისი შეწყალებისაკენ, რაც მისი 2-წლიანი პატიმრობის განმავლობაში პირველად მოხდა. რამ უბიძგა ექსპრეზიდენტს ამ ნაბიჯისაკენ და რამდენად რეალურია, რომ ამის გავლენით სალომე ზურაბიშვილმა ადრე ნათქვამი „არა და არასდროს" გადათქვას?

თამთა ჩაჩანიძე
20.11.2023

წვრილი ოპოზიციური პარტიების მოწოდებების მიუხედავად, „ოცნება“  5%-იანი ბარიერის დაწევას არ განიხილავს. ამ პოლიტიკური მოცემულობით და წინასაარჩევნო კვლევებით ჩანს, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგებით პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია შედის -„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. ანალიტიკოსთა შეფასებით, წვრილ ოპოზიციურ პარტიებს სხვა გზა არ რჩებათ გარდა იმისა, რომ გამსხვილდნენ და რამდენიმე პერსპექტიულ ცენტრად ჩამოყალიბდნენ. ამ შემთხვევაში ძალთა ბალასიც შიცვლება და მომავალ პარლამენტში მანდატების გადანაწილების პერსპექტივაც, რამაც შესაძლოა „ოცნებას“ ბარიერის დაწევისკენ უბიძგოს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×