ნაზი ბერიძე
28.11.2023

ახლა, როცა დეკემბერში მთელი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფებში იძულებულნი არიან ხელისუფლებას „უბრალოდ დაეთანხმონ", ამიტომ ამას ფარსს უწოდებენ და პრინციპში ბოიკოტს უცხადებენ. მმართველი პარტია კი ირწმუნება რომ ოპოზიციის გარეშეც გაართმევს თავს ევროდათქმებზე მუშაობას და მოლაპარაკების გახსნასაც ბრიუსელთან მარტო გეგმავს.

თამთა ჩაჩანიძე
28.11.2023

„ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს განცხადება, რომ ნიკა მელია გარიცხულია, საწინააღმდეგოდ შეუბრუნდა და ახლა ენმ-ის ძველი თუ ახალი წევრები მის გადადგომას ითხოვენ. თავად მელია კი ისევ დუმს და, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, არაა გამორიცხული, რომ საქმე პარტიის თავმჯდომარეობის ახალ არჩევნებამდე მივიდეს.

თამთა ჩაჩანიძე
27.11.2023

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის მიერ პირდაპირ ეთერში ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვამ პარტიაში ბომბის აფეთქების მსგავსი ეფექტი გამოიწვია. ამ გადაწყვეტილებას უკვე ღიად დაუპირისპირდნენ ენმ-ის ის წევრებიც, რომელიც პარტიის ორ ფლანგს შორის მიმდინარე მწვავე დაპირისპირებაში აქამდე მეტნაკლებად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდნენ. ყველა მოუთმენლად და ინტერესით ელოდება ამ საკითხზე ექპსრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, თუმცა სააკაშვილმა ორშაბათს სულ სხვა თემაზე გაავრცელა განცხადება - მან ოპოზიციას მოუწოდა, აიძულონ მთავრობა, რომ სტუდენტების მიერ ბინის ქირაობა დაასუბსიდიროს.

ნაზი ბერიძე
27.11.2023

რამდენად შესაძლებელია, რომ ე.წ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ - ერთდროულად დაიწყონ მოლაპარაკება ევროკავშრთან გაწევრიანებაზე? პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ეს სავსებით რეალურია და ამ მხრივ გადამწყვეტი იქნება მომავალი წელი. ანალიტიკოსთა მოსაზრებები კი ამ საკითხზე არაერთგვაროვანია.

ნაზი ბერიძე
26.11.2023

დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება, მაგრამ 9 პირობით. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას ორშაბათს წარმოადგენს. თუმცა, „ოცნებას" ეჭვი ეპარება, რომ ამ პროცესში ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას. რა გეგმა აქვს ოპოზიციას და რამდენად მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა ახალი რეკომენდაციების შესრულებაში?

თამთა ჩაჩანიძე
26.11.2023

გასულ კვირას ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ოცნება" კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მომავალი პრეზიდენტობისთვის ამზადებს, თბილისის მერ კახა კალაძეს კი - პრემიერ-მინისტრობისთვის. ამ სცენარს მმართველმა გუნდმა არარეალური უწოდა. როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, ეს სცენარი ნაკლებად დამაჯერებელია, განსაკუთრებით პრეზმიერ-მინისტრის ნაწილში, რადგანაც მოქმედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს წამგებიანი ნაბიჯები პრაქტიკულად არ ჰქონია და ასეთი ცვლილებისათვის არანაირი წინაპირობა ამჟამად არ არსებობს.

ნაზი ბერიძე
25.11.2023

ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში არსებული ღრმა კრიზისი გავლენას ახდენს როგორც ელექტორატის განწყობებზე, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ველზე. რა სახის ცვლილებებია ამ მხრივ მოსალოდნელი და გამოიკვეთა თუ არა რაიმე ტენდენციები პარტიაში აგორებული სკანდალის შემდეგ? ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ენმ-დან ნიკა მელიას გამოყოფის შემთხვევაში ბევრი რამშეიძლება შეიცვალოს, რადგან, ერთის მხრივ, იგი პარტიის ელექტორატის ნაწილსაც თან წაიყპლებს და მეორეს მხრივ, ოპოზიციურ ფლანგზე გაჩნდება ახალი პარტია, რომელსაც, სავარაუდოდ, 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არ ექნება.

ნაზი ბერიძე
24.11.2023

იმის მოლოდინით, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ერთიანი ძალებით იბრძოლებდა 2024 წლის საპარლამენტო საარჩევნო მარათონზე, აუხდენელ ოცნებად დარჩა. ერთგვარი პოლიტიკური განაჩენი პარტიას მისმა ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ გამოუტანა, როცა მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ ერთიანობის მანიფესტს ხელი არ მოაწერა, კონტრშეთავაზება გაუკეთა და თვითონ პარტიის მიღმა აღმოჩნდა. მელიას ფლანგი ამტკიცებს, რომ მანიფესტის ტექსტი, რომელიც ცალსახად ხაბეიშვილის მხარეს აძლევს ხელს, სააკაშვილს „შეატენეს".

თამთა ჩაჩანიძე
24.11.2023

ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა - ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის") ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სამიტზე.

თამთა ჩაჩანიძე
24.11.2023

23 ნოემბრის „ნაცმოძრაობის" შეკრებას ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, შესაბამისად მანიფესტზე მათი ხელმოწერა არაა. მანამდე ენმ-ს წევრები ამბობდენენ, რომ დოკუმენტზე ვისი ხელმოწერაც არ იქნებოდა, ისინი პარტიიდან გაირიცხებოდნენ, თუმცა მერე შეარბილეს პოზიცია და თქვეს, რომ სიტყვიერი მხარდაჭერაც საკმარისი იყო. ენმ-ს ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თუ მელიას ფრთა გარიცხეს, ამან შესაძლოა მძიმე ვითარებაში ჩააყენოს პარტია.

თამთა ჩაჩანიძე
23.11.2023

ენმ-ში ერთიანობის შენარჩუნების მცდელობა, პრაქტიკულად, ჩავარდა. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი მომხრეები არც ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო შეკრებაზე მისულან და არც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შემუშავებული ერთობის მანიფესტზე აპირებენ ხელის მოწერას. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი პარტიაში სააკაშვილის გავლენებს კიდევ უფრო აკნინებს, რადგანაც, ფაქტიურად, პარტიის ნაწილმა მისი მოწოდების იგნორირება მოახდინა.

ნაზი ბერიძე
23.11.2023

ევროპარლამენტმა თამაზ გინტურისა და ლევან დოთიაშვილის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა. ამის საფუძველზე შესაძლოა შეიქმნას ე.წ. „ქართული სია", სადაც სანქცირების მიზნით შეიყვანენ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება, თუმცა, უშუალოდ ოკუპაციის ხაზზე არსებულ ვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×