თამთა ჩაჩანიძე
01.12.2023

საბოლოო გადაწყვეტილებამდე ორი კვირით ადრე, ცნობილი ხდება თუ რა წერია ევროკავშირის „გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტში - „რადიო თავისუფლება" აქვეყნებს დოკუმენტის შინაარსს, რომელიც ათ ქვეყანას შეეხება, მათ შორის საქართველოს. უნდა აღინიშნოს, რომ მოგვანიჭებენ თუ არა 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსს, ამაზე გამოქვეყნებულ ტექსტში არაფერია ნახსენები. ანალიტიკოსები გამორიცხავენ, რომ ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია არ იყოს, განსაკუთრებით უნგრეთის შესაძლო ვეტოს გამო უკრაინასთან მიმართებაში.

„რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, დოკუმენტში, ევროპული საბჭო საქართველოს მოუწოდებს,

თამთა ჩაჩანიძე
01.12.2023

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპის სამხედრო ალიანსის თემა გააქტიურა - იგი მიიჩნევს, რომ ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ევროპული თავდაცვა პოზიტიურ წვლილს შეიტანს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იდეა ახალი არაა და ეს დიდი ალბათობით ნატოს მსგავსი ალიანსი იქნება, რაც განსაკუთრებით დიდი შანსია კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის, მათ შორის სტატუსის მომლოდინე საქართველოსთვის.

ნაზი ბერიძე
01.12.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში" მწვავე დაპირისპირების შემდეგ რაც ნიკა მელია პარტიის მიღმა აღმოჩნდა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ახალი ინიციატივით გამოდიან და ითხოვენ, პარტიის მენეჯმენტმა 2024 წლის არჩევნებამდე გაუქმოს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე „დროებითი მმართველი ორგანო" შეიქმნას. პოლიტიკის ექსპერტები „რეზონანსთან" მსგავსი იდეის განხორციელების შემთხვევაში პარტიის დესტაბილიზაციასა და კოლაფსს პროგნოზირებენ.

ელზა პაპოშვილი
30.11.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება - პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილების მიუხედავად, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის მოწინააღმდეგეთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მისი გადადგომის მოთხოვნას მარნეულისა და კახეთის რაიონული ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. ხაბეიშვილის მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია უშედეგოდ დასრულდება. არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ენმ-ში ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და ვინ შეიძლება ხაბეიშვილის შემცვლელად მოიაზრებოდეს?

თამთა ჩაჩანიძე
30.11.2023

ევროკომისიის 9 პუნქტთან დაკავშირებული ხელისუფლების სამოქმედო გეგმის გამოქვეყნება ჭიანურდება. გასულ კვირას მმართველი პარტიის თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გეგმა საბოლოო სახეს 27 ნოემბრისთვის მიიღებდა, თუმცა, როგორც 30 ნოემბერს პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, გასაჯაროების პრეროგატივა მხოლოდ უწყებათაშორისი კომისიას აქვს, დოკუმენტი კი ევროკომისიასთანაა შეთანხმებული. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ გეგმაში საქართველოს ხელისუფლებამ, შესაძლოა, საკუთარი დათქმებიც შეიტანოს.

ნაზი ბერიძე
30.11.2023

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს პრაქტიკულად ღიად აცხადებს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას სურს. ენმ-ში მწვავე კრიზისის მოგვარების მცდელობისას მან პარტია საკუთარი თავი პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელადაც შესთავაზა. გარდა ამისა, „ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამორიცხავენ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სააკაშვილი იყოს. თუმცა, ამ ყველაფერში ექსპრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის არქონა უშლის ხელს.

თამთა ჩაჩანიძე
29.11.2023

ენმ-ს 29 ნოემბრის შეკრებიდან ცნობილი გახდა, რომ პარტია დეკემბერში ყრილობას გეგმავს, პოლიტსაბჭოს კი ოცი წევრი დაემატა, გაფართოებულ შემადგელობაში განიხილებიან ის პირები, „რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მანიფესტის სულისკვეთებას იზიარებენ". ახალ წევრებს შორის არიან ისინიც, რომლებიც ირიცხებოდნენ ნიკა მელიას ხელმძღვანელობის დროს ამავე რგოლში.

ელზა პაპოშვილი
29.11.2023

 ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე, ენმ პოლიტსაბჭოს გაფართოებას აანონსებს. სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი უნდა გახდეს საბჭოს შემადგენლობა. მოქმედი მენეჯმენტი მასთან დაპირისპირებულ ჯგუფებს სთავაზობს, ხელი მოაწერონ სააკაშვილის მანიფესტს.    

ნაზი ბერიძე
29.11.2023

მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატობაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, საბოლოო სიტყვა ევროპულ საბჭოზეა, რომელიც წევრი ქვეყნების ლიდერების ფორუმს წარმოადგენს. მან კონსენსუსით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თუ ერთი წევრი მაინც წინააღმდეგია, საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს. როგორც „ოცნებაში" აცხადებენ, ყველა ქვეყნის თანხმობა მიღებული აქვთ.

თამთა ჩაჩანიძე
29.11.2023

გახარიას პოლიტიკური ჯგუფისგან და „ლელოსგან" ბევრჯერ ითქვა, რომ გარკვეულ პარტიებთან ალიანსში ყოფნა მათთვის პრინციპულად მიუღებელია, თუმცა მიუხედავად ამისა, ოპოზიციაში კვლავ ისმის განცხადებები, რომ ყველა ძალა, „ვისაც რეალურად უნდა ხელისუფლების შეცვლა, მრგვალი მაგიდის ირგვლივ უნდა დასხდეს". ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევების შედეგმა აჩვენა, რომ ერთობის იდეამ ოპოზიციის გამარჯვების პრეცედენტი არ შექმნა, ამიტომაც ახლაც მათი მხრიდან წყლის ნაყვა გამოდის.

თამთა ჩაჩანიძე
28.11.2023

ბოლო დღეებში „ნაცმოძრაობაში" სიტუაცია ისე გამწვავდა, არაა გამორიცხული, რომ კრიზისის განსამუხტავად მალე თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩანიშნონ - ლევან ხაბეიშვილის გადადგომას უკვე რეგიონების საკრებულოებიდანაც ითხოვენ. ანალიტიკოსებს ეეჭვებათ, რომ პარტიაში სიტუაცია არჩევნებამდე დალაგდეს, რაც ელექტორატის ნაწილს დიდი ალბათობით დააკარგინებს.

ელზა პაპოშვილი
28.11.2023

ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება იმდენად გამწვავდა, რომ  მოქმედ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს წინამორბედის გარიცხვის გამო გადადგომისკენ მოუწოდებენ. პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა და პარტიის საორგანიზაციო მდივანმა, გიორგი მუმლაძემ ხაბეიშვილის გადადგომა მოითხოვა. გადაწყვეტილების მისაღებად მოქმედ თავმჯდომარეს მათ გარკვეული ვადაც მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ თანამდებობის დატოვებას აიძულებენ. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×