ქეთო გოგოხია
28.08.2023

ბოლო პერიოდის განმავლობაში სტიქიური მოვლენები საკმაოდ გახშირდა. შოვის ტრაგედიიდან ერთი თვეც არ არის გასული და რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა, კლდე ჩამოიშალა და სხვა, რასაც, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა საფრთხე მასშტაბურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს. სპეციალისტები შექმნილ სიტუაციაში გამოსავალს კონტროლის გაძლიერებაში ხედავენ, რაც რისკს გარკვეულწილად შეამცირებს.

ნაზი ბერიძე
28.08.2023

რა ტენდენციაზე მიუთითებს კრემლის მაღალჩინოსნების გახშირებული განცხადებები საქართველოზე და ცვლის თუ არა თავის პოლიტიკურ სტრატეგიას რუსეთი საართველოსთან მიმართებაში - რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ბოლო ერთი კვირაა, ჯერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან მიერთებით იმუქრებოდა, 26 აგვისტოს „ტას-თან" კი ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს კულტურა რუსული კულტურის ნაწილია.

ნაზი ბერიძე
27.08.2023

ბრიტანული მედიის ცნობით, 11 დღის წინ დასავლელ პარტნიორებთა გამართული თათბირის შემდეგ, უკრაინის სარდლობა კონტრშეტევის სტრატეგია შეცვალა. ბოლო თვეებში უკრაინული ძალები ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე ახორციელებდნენ არც ისე მასშტაბურ შეტევებს და ზოგ შემთხვევაში, მაგალითად ბახმუტისა და უროჟაინოე-რაბოტინოს მიმართულებაზე, წარმატებასაც მიაღწიეს, ახლა ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე არიან კონცენტრირებულია - მათი მიზანია სამხრეთში, ზაპოროჟიეს ოლქში გარღვევა, აზოვის ზღვასთან გასვლა და ოკუპირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზის გადაჭრა. იძლევა თუ არა საბრძოლო მოქმედებების ანალიზი იმის თქმის საშუალებას, რომ ეს უკვე დაიწყო?

ელზა პაპოშვილი
27.08.2023

1-ლ ოქტომბერს პარლამენტში გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს მშვენიერი შანსი ეძლევათ, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ძალები მოსინჯოს. ბოლო დროს ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის სანდოობაზე დაწყებული დისკუსიის ფონზე კი, ამ არჩევნებს დამატებითი დატვირთვაც ექნება.

ელზა პაპოშვილი
26.08.2023

გარდაბნის რაიონში, სოფელ ფოლადიანთკარში ავტოვარიის შემდეგ მასობრივი ჩხუბი მოხდა. ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს დაეჯახნენ. ავარიის შედეგად, არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, მაგრამ სოფელი უშუქოდ დარჩა. ავარიის ადგილზე მისულ ადგილობრივებსა და მანქანის მგზავრებს შორის კი მასობრივი ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც რამენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ნაზი ბერიძე
26.08.2023

პლიტიკური თავლსაზრისით :მკვდარი სეზონის" დასრულების შემდეგ, შემოდგომაზე ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა იქნება ენმ-ში მიმდინარე პროცესების და პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მოსალოდნელი გამოყოფა „ნაციონალური მოძრაობისაგან". ამის შესახებ „რეზონანსთან" ანლიტიკოსები საუბრობენ. მათი შეფასებით, შემოდგომაზე ასევე საბოლოოდ გაირკვევა, დაიწევს საარჩევნო ბარიერი, თუ 5%-ზე შენარჩუნდება, რაზეც დიდწილად იქნება დამოკიდებული როგორ დაჯგუფდებიან წვრილი ოპოზიციური პარტიები და რა პოლიტიკურ კონფიგურაციას მივიღებთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ელზა პაპოშვილი
25.08.2023

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსი დამპყრობლების შეტევას ფრონტის ხაზის რამდენიმე მიმართულებით აკავებენ. გასული დღის განმავლობაში 23 საბრძოლო შეტაკება მოხდა. კუპიანსკის მიმართულებით, რუსებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ლუგანსკის ოლქის ნოვოგოროვკას რაიონში, ხოლო ბახმუტის მიმართულებით - დონეცკის ოლქის ვესელეს რაიონში.

ნაზი ბერიძე
25.08.2023

რა ტიპის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები შეიძლება მიიღოს უკრაინამ და შესაძლოა თუ არა მსგავსი შემაკავებელი მოდელი მომავალში სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან, მათ შორის საქართველოზეც. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" თვლიან, რომ დასავლეთი უნდა გახდეს პასუხისმგებელი საერთაშორისო წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, რათა უკრაინის პრეცენდენტი არ განმეორდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს საქართველოსთვისაა, რადგან ის არის, რუსული აგრესიის ერთერთი მსხვერპლი.

ნაზი ბერიძე
25.08.2023

შესაძლოა თუ არა საქართველოსა აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს და რა დადებითი ზეგავლენა ექნება ამას ორი ქვეყნის ურთიერთობაზე - ექსპერტები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ეს პირველ რიგში იქნება მომგებიანი საქართველოსთვის ეკონომიკური კუთხით, ასევე გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ კავშირებს და სტრატეგიულ პარტნიორობას.

ელზა პაპოშვილი
24.08.2023

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმში დესანტი გადასხეს. მანამდე კი ასევე ყირიმში, დრონებისა და რაკეტების კომბინირებული შეტევით, რუსების უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „ს-400“-ის დივიზიონი გაანადგურეს. ამალიტიკოსთა შეფასებით, ეს პირველ რიგში მძიმე მორალური დარტყმაა ოფიციალური მოსკოვისათვის.

ნაზი ბერიძე
24.08.2023

საქართველოსა და ზოგადად, დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, საქართველოში ბელგიის საგარეო საქმეთა მინიტრ აჯა ლაბიბის ვიზიტს ანალიტიკოსები უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. მათი შეფასებით, საუბრის მთავარი თემები იქნებოდა როგორც საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, ისე მისი საქართველოს საგარეო პოლიტიკა - დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე ომთან, სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან და სხვა. ამასთან, მათი ვარაუდით, შესაძლოა, ამ შემთხვევაში მინისტრი ლაბიბი არა მხოლოდ ბელგიას წარმოადგენდა, არამედ ჩამოიტანა ახალი მნიშვნელოვანი გზავნილები საქართველოს დასავლელი პარტნიორებისაგან.

გვანცა წულაია
24.08.2023

საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, თუმცა მშპ-ს ზრდა მოსახლეობის ჯიბესა და კეთილდრეობაზე არ ისახება. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მთავრობა ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლით თავს იწონებს, მაგრამ ამის პარალელურად, უამრავი სოციალურად დაუცველი და უმუშევარი ადამიანი ჰყავს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×