გვანცა წულაია 19.12.2024

საქართველოში ჩინური ავტომობილების პოპულარობა იზრდება, ამას მოწმობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჩინური წარმოების მანქანების შემოყვანა ძალიან გახშირდა. უმთავრესი მიზეზი, რა თქმა უნდა, მისი სიიაფეა და არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში კონკრეტული ქვეყნის ავტომობილებმა ევროპულ და ამერიკულ მანქანებს კონკურენცია გაუწიონ.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.12.2024

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს არ დატოვებს და 31 დეკემბერს „ახალი წლის საპროტეტსო ღამეს" აანონსებს, თუმცა მანამდე ანალიტიკოსები დაძაბულ 29 დეკემბერს პროგნოზირებენ, მაშინ, როცა 300-კაციანი კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია უნდა გაიმართოს.
|
რეზონანსი 19.12.2024

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოშია. მასთან შეხვედრაზე ოპოზიცისს ნაწილმა უარი განაცხადა, მმართველი პარტია კი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას აანონსებს. „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას, რადგან ევროსაბჭოს გენერალური მდივანი პრემიერ-მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება.
|
ნატალია ჯვარიძე 19.12.2024

„ყველაფერს დრო უნდა, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ სისტემა ჩამოშლილია, ან, ყოველ შემთხვევაში, მისი რყევაა დაწყებული. „ქართული ოცნების" წევრების მიმართ სანქციები ამ მომენტში გადამწყვეტი არაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
|
რეზონანსი 19.12.2024

მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე ააფეთქეს, ორივე მკვდარია. ეფ-ეს-ბეს ცნობით, ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი, 29 წლის უზბეკი მამაკაცი უკვე დაკავებულია.
|
ნატალია ჯვარიძე 19.12.2024

ოთხი ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებას სთხოვს, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას გულისხმობს, რათა დეტალურად შეისწავლოს ჩატარებული არჩევნების პროცესი. „ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს მიანიშნებს, თუ ვინ წარმოადგენს რეალურად რუსეთის ინტერესების გამტარებელს. ანალიტიკოსების მოსაზრებები კი სხვადასხვაგვარია.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.12.2024

„ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის თარიღი გახდება ის გარდამტეხი, რაც სიტუაციას შეცვლის როგორც გლობალური თვალსაზისით, ისე საქართველოში. ოპოზიცია პრაქტიკულად გამორიცხავს, რომ 20 იანვრის მერე ძირეული ცვლილება მოხდეს, მათი თქმით, „ტრამპთან დაკავშირებით „ოცნების" ყველა ნარატივი ტყუილია".
|
გვანცა წულაია 18.12.2024

აფხაზეთი თბილისს დენის მიწოდების გაზრდას სთხოვს, თანაც პრაქტიკულად უფასოდ, რადგან ოკუპირებულ რეგიონს ფული გამოელია. ამის მიზეზი რუსეთიდან დაფინანსების შემცირება გახდა, რის გამოც სეპარატისტებს ხელფასების დარიგება სწორედ იმ რეზერვიდან მოუწია, რომელიც ელექტროენერგიის შეძენისთვის ჰქონდათ განსაზღვრული. როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი ქართული მხარე აფხაზეთისთვის დენის უფასოდ მიწოდებას არ აპირებს.
|
ქეთო გოგოხია 18.12.2024

არჩევნებიდან მოყოლებული, ლარის კურსმა არაერთ შემოტევას გაუძლო და სტაბილურობას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს. მართალია, ფსიქოლოგიური ფაქტორი არ მოხსნილა და ისევ ძალაშია, თუმცა მინიმუმ წლის ბოლომდე მკვეთრი რყევები მოსალოდნელი აღარ არის, რაზეც სპეციალისტებიც საუბრობენ და მთავრობაც ოპტიმისტურ მოლოდინს ინარჩუნებს. ამ მხრივ აღსანიშნავია ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რაც ლარის სტაბილურობას უზრუნველყოფს ეროვნული ვალუტისთვის ერთ-ერთ კრიზისულ პერიოდში.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.12.2024

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში ვრცელ გამოსვლას პოლიტიკური მყისიერი შეფასებები მოყვა ბრიუსელსა და თილისში. "ქართულ ოცნებას" მიაჩნია, რომ პრეზიდენტის განცხადებების "გულწრფელობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა". ოპოზიცია კი გამოსვლას დადებითად აფასებს და მიაჩნია, რომ პრეზიდენტის გზავნილები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებამდე მიაღწევს.
|
ნატალია ჯვარიძე 18.12.2024

ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ ის უკრაინაში მალე ომს დაასრულებს. მისგან განსხვავებული პოზიცია აქვს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ამბობს, რომ ისინი უბრალოდ დანებებას და ომის არასასურველი ფორმით დასრულებას არ აპირებენ.
|
ნატალია ჯვარიძე 18.12.2024

„ნახეთ რამხელა აბსურდში არიან შესულები, მოგვიწოდებენ და ნაბიჯის გადმოდგმა არ უნდათ - მათ მხარეს არის რეალურად ბურთი, გახსნან მოლაპარაკებები, ვაწერთ ხელს", - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა საჯარო დისკუსებისთვის.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|