თამთა ჩაჩანიძე
24.07.2025

პირველად ომის დაწყებიდან კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ორი მთავარი ანტიკორუფციული სტრუქტურის ფაქტობრივი განეიტრალების გამო. კრიტიკოსების შეფასებით, ეს უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას სპობს და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს საფრთხეში აგდებს. ამასთან, ამტკიცებენ, რომ ეს ადასტურებს ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას ზელენსკის გარემოცვაში მსხვილმასშტაბიანი კორუფციის გავრცელებაზე, რადგან ამერიკელების მიერ შექმნილი ამ ორგანოების გაუქმების სხვა ახსნას ვერ პოულობენ.

მარიამ ვეკუა
23.07.2025

რუსეთ-უკრაინის მორიგი მოლაპარაკებების რაუნდი გაიხსნა -კიევის მთავარი მოთხოვნები უცვლელია: დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა და ომის დასრულება. კრემლი კვლავ უარზეა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე რაუნდში პროგრესის მიღწევის შანსი მინიმალურია. რჩება კითხვა: არის თუ არა ეს მოლაპარაკება მორიგი იმიტაცია თუ რეალური ნაბიჯი მშვიდობისკენ?

რეზონანსი
23.07.2025

„კოსმოსური ტექნოლოგიები გლობალურად განიხილება, როგორც ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც აერთიანებს ინჟინერიას, მასალათმცოდნეობას, ინოვაციას, ავტომატიკას, კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა დამუშავებას. იმ ფაქტმა, რომ საქართველო  1999 წლიდან, უკვე 26 წელია, რაც კოსმოსურ ქვეყნებს შორისაა, საფუძველი შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსპექტივისთვის, როგორიცაა: ინოვაციური კვლევითი ცენტრების განვითარება, საინჟინრო განათლების ახალი სტანდარტის დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ტექნოლოგიური ინტეგრაცია და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის შემადგენელი ნაწილია.

თამთა ჩაჩანიძე
23.07.2025

ახლა პოლიტიკური ველი ფაქტიურად სამადაა გაყოფილი - ერთის მხრივ ხელისუფლება, მეორეს მხრივ კი ორ ფლანგად გაშლილი ოპოზიცია. ბოიკოტის მომხრეები აგვისტოში პროტესტის უწყვეტად გაგრძელებას და წინააღმდეგობის კერების შექმნას აანონსებენ, სექტემბერში კი პროტესტის დიდ ტალღას ელოდებიან. ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი არჩევნებისთვის ემზადებიან.

ნატალია ჯვარიძე
23.07.2025

სომხეთი, აზერბაიჯანი და აშშ შეთანხმდნენ მემორანდუმზე, რომელიც ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კომპანიის მხრიდან მართვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა „პერიოდისტა დიხითალი" ავრცელებს ინფორმაციას.

გვანცა წულაია
23.07.2025

საქართველოს ეკონომიკა ზრდას და განვითარებას განაგრძობს, რასაც მთავრობასთან ერთად, საერთაშორისო ინსტიტუტებიც ადასტურებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მუდმივი შანტაჟის ქვეშაა, ეკონომიკურ წინსვლას საფრთხე არ შექმნია.

ქეთო გოგოხია
23.07.2025

სარემონტო მომსახურების საფასური გაძვირდა, თუმცა მოთხოვნა კვლავ მაღალ დონეზეა. ეს ეხება ძირითადად ბინების სარემონტო სამუშაოებს, მასშტაბურ პროექტებში ხელოსნები ნაკლებად არიან ჩართული, სადაც ტენდენცია საპირისპიროა. როგორც აღმოჩნდა, ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა შემცირებულია, ამიტომ ბევრ მათგან დროებით სეგმენტის შეცვლა უწევს და ძირითადად მოქალაქეების შეკვეთებზე მუშაობს.

ნატალია ჯვარიძე
23.07.2025

არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებულ იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში, არის ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
23.07.2025

ბარიერგადალახული ოპოზიციის ორივე ფლანგს 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის საკუთარი გეგმები აქვთ - ბოიკოტის მომხრე 8 პარტია და მათი აქტივისტები რეგიონებში „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას" იწყებენ. არჩევნებში ჩართვის მომხრეები კი, თავის მხრივ მონაწილეობისთის ემზადებიან, მიუხედავად მათი ლიდერების ციხეში ყოფნისა.

მარიამ ვეკუა
22.07.2025

სტიქია დასავლეთ საქართველოში - დაზიანებული გზები, მოწყვეტილი სოფლები და პრობლემური კურორტები - ძლიერმა ნალექმა ბახმაროს, ლენტეხის, ცაგერისა და ადიგენის რეგიონებში სერიოზული პრობლემები გამოიწვია. ადიდებულმა მდინარეებმა გზები ჩახერგა და სოფლები გარე სამყაროს მოწყვიტა. მიმდინარეობს გაწმენდითი და სალიკვიდაციო სამუშაოები. ოპოზიცია ბახმაროში მყოფი დამსვენებლებისთვის დახმარებას ითხოვს.

გვანცა წულაია
22.07.2025

საქართველოში შემოსული ავტომობილების ნაწილი გასაყიდი რჩება. ამის მიზეზი უცხოელი დილერები არიან, რომლებიც თავიანთი ქვეყნებიდან ავტომობილებს ყიდულობენ და საქართველოდან რეექსპორტზე გაჰყავთ. შედეგად, უცხოელები ქართველებს დიდ კონკურენციას უქმნიან, რის მოგვარებასაც ადგილობრივი ავტოიმპორტიორები ითხოვენ.

თამთა ჩაჩანიძე
22.07.2025

20 ოქტომბერია ის სავარაუდო თარიღი, როდესაც ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მანამდე 29-30 აგვისტოს ბლოკის წევრი ქვეყნის მინისტრები დანიაში არაფორმალურ ფორმატში სამიტს გამართავენ, სადაც შეჯამდება, როგორ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის მიერ გაგზავნილი რვა მოთხოვნა. მანამდე ცნობილი ხდება, რომ სანქციებს მინიმუმ რვა წევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება. მათი „ვინაობა" არ მჟღავნდება, თუმცა ცნობილია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით იტალია აქტიურობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×