მარიამ ვეკუა 29.08.2025

8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს საპროტესტო მსვლელობას გეგმავს, თუმცა უკვე წინასწარ ისმის საუბარი 4 ოქტომბრის აქციაზეც, სადაც ენმ ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას" აანონსებს. გაურკვეველია, შეუერთდებიან თუ არა პროცესს „ლელო" და გახარიას პარტია, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არ არიან.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.08.2025

ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია 13 სექტემბრის მსვლელობისთვის აქტიურად ემზადება, აცხადებს, რომ „ოცნებას" „აქციის ეშინია" და „თავდასხმის რეჟიმზეა გადასული". ამასთან, მმართველი პარტიის ოპონენტები ერთ-ერთ სცენარად არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების მხარდამჭერებმა კონტრაქცია მოაწყონ.
|
მარიამ ვეკუა 29.08.2025

„დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიასა და ენმ-ის წევრებს შორის უთანხმოების მიზეზად 8-პარტიული ფორმატის ბედი იქცა. ენმ მოითხოვს ფედერალისტების ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის, გარიცხვას, ხოშტარია კი პასუხობს, რომ ფორმატი „არავის ხასიათზე არ აწყობილა" და მხოლოდ მაშინ დაიშლება, თუ ვინმე ბოიკოტზე უარს იტყვის. დარჩება თუ არა ოპოზიციური ფორმატი ძალაში, თუ ფინალურ ფიასკომდე მივა, ჯერჯერობით უცნობია.
|
გვანცა წულაია 29.08.2025

სუპერმარკეტებში პროდუქციის მოსახვედრად ბევრი სახის გადასახადი მოქმედებს, რაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი წარმოებისთვის, ამიტომ ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ სამამულო პროდუქციისთვის საშეღავათო პირობები უნდა მოქმედებდეს.
|
ქეთო გოგოხია 29.08.2025

გამყვან ტურებზე მოთხოვნა მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების ტარიფი თითქმის ყველა ქვეყანაში გაზრდილია და იაფი დასვენების შესაძლებლობა ხალხს ფაქტობრივად არ აქვს, ტურისტული აქტივობისთვის ამ ფაქტორს გავლენა არ მოუხდებნია. ქართველი დამსვენებლები დღეისათვის ქართველი ტურისტებისთვის ზაფხულის სეზონზე ნომერ პირველ მიმართულებად თურქეთი რჩება. როგორც ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა გაზრდილია და ეს დინამიკა სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.08.2025

„მეგობარი აქტის" მიღების პროცესი ამ დრომდე არ დაძრულა და როგორც ცნობილია, მინიმუმ ორი სენატორი ბლოკავს. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს. ამის პარალელურად კი საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს სთავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას „კონკრეტული გზამკვლევისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე".
|
თამთა ჩაჩანიძე 28.08.2025

ოპოზიციის ნაწილი რევოლუციისთვის ემზადება და ამისთვის რეგიონებში ხალხთან შეხვედრებს მართავს, მთავრობაში კი აცხადებენ, რომ „მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს" და ეს მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია, „რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა".
|
მარიამ ვეკუა 28.08.2025

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებაზე აჟიოტაჟი არ ცხრება. ხუთშაბათს მათმა კოლეგებმა მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც 53 ორგანიზაცია აწერს ხელს. მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ხელთ აქვთ დოკუმენტები, როგორ იძენდნენ ეს ორგანიზაციები აქციებისთვის წიწაკის სპრეისწ, რესპირატორებს, ნიღბებსა და აირწინაღებს.
|
მარიამ ვეკუა 28.08.2025

რუსეთმა კიევზე მასშტაბური დრონ-რაკეტული იერიში მიიტანა - ათი დაღუპული, და ათობით დაშავებული ;უკრიანის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს არის კრემლის პასუხი მშვიდობაზე და სიგნალი, რომ მოლაპარაკებების მაგიდის ნაცვლად რუსეთი ძალას ირჩევს. რატომ გაააქტიურა რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მასშტაბური საჰაერო იერიშები და როგორ აისახება ეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, კვლავ პასუხგაუცემელი კითხვაა.
|
რეზონანსი 27.08.2025

საქართველოში შემოსული ავტომობილების ნაწილი გასაყიდი რჩება. ამის მიზეზი უცხოელი დილერები არიან, რომლებიც თავიანთი ქვეყნებიდან ავტომობილებს ყიდულობენ და საქართველოდან რეექსპორტზე გაჰყავთ. შედეგად, უცხოელები ქართველებს დიდ კონკურენციას უქმნიან, რის მოგვარებასაც ადგილობრივი ავტოიმპორტიორები ითხოვენ.
|
გვანცა წულაია 27.08.2025

საქართველოს ყოველწლიურად ათობით ათასი ახალი სტუდენტი ჰყავს. მიმდინარე წელს უმაღლეს სასწავლებლებში დაახლოებით 32 ათასმა აბიტურიენტმა ჩააბარა. განათლების სფეროს ექსპერტები კი ამბობენ, რომ ქვეყანას ამდენი სტუდენტი არ სჭირდება და თანაც, მაშინ, როდესაც ახალგაზრდების უმტესობა ერთსა და იმავე პროფესიაზეა ორიენტურებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.08.2025

თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ცნობილია, 4 ოქტომბერს, კახა კალაძეს და ირაკლი კუპრაძეს კონკურენციას გაუწევს იაგო ხვიჩია "გირჩიდან", გადაწყვეტილება პრაიმერიზის შედეგად მიიღეს, ვიცე-მერობის კანდიდატი სანდრო რაქვიაშვილი იქნება, პარტიაში დასახელდა თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიც - დათო ფანჯაკიძე, გიორგი გვენეტაძე, ეკა ონიანი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|