გვანცა წულაია
16.09.2025

უკვე მრავალი წელია ფოთის პორტის გაფართოებაზე მიდის საუბარი, თუმცა პროექტმა ჯერჯერობით წინ ვერ წაიწია. ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს ამჟამად სხვა პრიორიტეტი გააჩნია, რაც ანაკლიის პორტს უკავშირდება. „რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, რამდენად რეალური მიზეზია ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა ფოთის პორტის გაფართოების გაჭიანურებაში. 

ნატალია ჯვარიძე
16.09.2025

დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პერიოდულად ხდებოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ამჯერად სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. 15 სექტემბრის აქციაზე 16 წლის მოზარდი იარაღით გამოჩნდა და პროტესტის მონაწილეებს ემუქრებოდა, თუმცა ის, თავად აქციის მონაწილეთა ძალისხმევით, მალევე დააკავეს.

გვანცა წულაია
16.09.2025

ბოლო პერიოდის ინფლაცია მზარდია და მომდევნო თვეებში კვლავ მატებაა მოსალოდნელი. ასეთი პროგნოზი აქვს ეკონომისტებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებს. რთული სათქმელია რა მაჩვენებელზე იქნება მომდევნო თვეებში ფასების საერთო ინდექსი, თუმცა მოსახლეობას, რომ გაძვირებული პროდუქტები უკვე პრობლემად ექცა, აშკარაა. 

თამთა ჩაჩანიძე
16.09.2025

4 ოქტომბრის დაანონსებული „მშვიდობიანი რევოლუციის" გეგმის რამდენიმე დეტალი უკვე ცნობილია. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება, რომლებიც ჯერჯერობით არ საჯაროვდება, საჯაროდ დასახელდება ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა და საღამოს 8 საათისთვის „ხელისუფლების გადაბარება უკვე დასრულებული იქნება".

თამთა ჩაჩანიძე
16.09.2025

4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლები იქნებიან, თუმცა ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო თუ სარეფერენდუმო კომისიების წარმომადგენლები. უნდა აღინიშნოს, რომ დელეგაციებში დასავლელი დამკვირვებლების უჩვეულო სიმცირე შეინიშნება, რასაც ანალიტიკოსები „ოცნების" დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობებით ხსნიან.

მარიამ ვეკუა
16.09.2025

ოპოზიცია კვლავ 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციასა და მასშტაბურ დემონსტრაციებზე საუბრობს. ამის პარალელურად კი, ბოლო რამდენიმე კვირაა, სოციალურ ქსელებში მმართველი პარტიის მხარდამჭერ ჯგუფებში კეთდება მინიშნებები, რომ შესაძლოა აქცია ხელისუფლების მხარდამჭერებმაც მოაწყონ. თუმცა, მმართველ გუნდში ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ საუბრობენ.

მარიამ ვეკუა
16.09.2025

სამშაბათს გამთენიისას ისრაელმა მასშტაბური სახმელეთო იერიში დაიწყო, რომლის მიზანიც ღაზის სექტორის სრული ოკუპაციაა. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება. პრემიერი ბენიანიმ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი უკან დახევას არ აპირებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი აქცენტს სამშვიდობო მოლაპარეკებებსა და მძევლების გათავისუფლებაზე აკეთებს.

ნატალია ჯვარიძე
16.09.2025

მმართველი პარტია აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეების მიმართ აქამდე „ძალიან რბილი მიდგომა" იყო და ახლა ეს იცვლება. ამ ცვლილების მაგალითად პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავება დაასახელა. ანალიტიკოსებიასეთი შემთხვევების გახშირებას არ გამორიცხავენ.

მარიამ ვეკუა
15.09.2025

მოლდოვაში არჩვენების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურაც იმატებს - პრეზიდენტი მაია სანდუ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას აკრიტიკებს, საუბრობს ტროლებისა და ბოტ ქსელების გამოყენებაზე, რა მნიშვნელობა აქვს 28 სექტმბრის არჩვნებს რეგიონისთვის და რისი გაკეთება შეუძლია რუსეთს.

ირმა ჩიტაია
15.09.2025

საქართველოში ახალშექმნილი სამი ოჯახიდან ორი ინგრევა. მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება და მატულობს  განქორწინებათა რიცხვი. ბევრიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ურთიერთობაშია. ცალკე თავსატეხია დაქორწინების ასაკის გადაწევა. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ ქვეყნის ეკონომიკაზეც მკვეთრად ნეგატიური გავლენა აქვს, რადგან განქორწინება მოქალაქეების მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს, ხარჯები იზრდება და დანაზოგი ვერ კეთდება.

ქეთო გოგოხია
15.09.2025

ონლაინ გაყიდვების მიმართ მოთხოვნა მკვეთრად მატულობს. მომხმარებლობის დიდი ნაწილი უპირატესობას სწორედ ვაჭრობის ამ მეთოდს ანიჭებს, რის გამოც საქართველოში ონლაინ შოპინგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, მიუხედავად იმისა, რომ რისკებიც მაღალია და მომხმარებლების მიერ კონკურენციის სააგენტოში დაფიქსირებული განცხადებების დიდი წილი სწორედ ონლაინ ვაჭრობაზეა.

ქეთო გოგოხია
15.09.2025

უახლოეს მომავალში ზეთი შეიძლება გაძვირდეს. ამის მიზეზი საგადასახადო ცვლილებაა, რომელიც პროდუქტის  მთავარმა იმპორტიორმა დააწესა. როგორც ცნობილია,  სექტემბრიდან რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი 1 ტონაზე 5.746.2 რუბლამდე (69 დოლარამდე), ხოლო შროტზე ტონაზე 1.119.4 რუბლამდე (13.4 დოლარამდე) დააწესა. მანამდე ნულოვანი საბაჟო ტარიფი მოქმედებდა. იმპორტიორები ფიქრობენ, რომ ცვლილება ზეთის გაძვირებას გამოიწვევს, რამაც შესაძლოა, გარკვეული გავლენა პროდუქტის მოხმარებაზეც იქონიოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×