გვანცა წულაია
02.10.2025

ხვალ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. დაახლოებით ორი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მყოფმა სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 4 ოქტომბრის მოახლოების გამო კერძო სექტორი რაიმე საფრხეს ვერ გრძნობს. `რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა მდგომარეობაა არჩევნებამდე 1 დღით ადრე და რა მოლოდინი აქვთ ბიზნესმენებს. 

თამთა ჩაჩანიძე
02.10.2025

4 ოქტომბერს დაანონსებული „მშვიდობიანი რევოლუციის" წინ, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი, რაც გარკვეულ წარმოდგენას ქმნის იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს აქციის ორგანიზატორების ძირითადი სამოქმედო გეგმა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - ოპოზიციის მტკიცებით, გეკა გელაძის უწყების სამოქმედო გეგმა გაშიფრა, თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს და ვარდების რევოლუციაზე უყვება, ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ორგანიზატორებს ოთხი სცენის გამართვა სურდათ, თუმცა თბილისის მერიამ ამის ნება არ დართო.

მარიამ ვეკუა
02.10.2025

აშშ უკრაინას მიაწვდის სადაზვერვო მონაცემებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის - ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი" ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. რა უპირატესობას მიიღებს უკრაინა და რას კარგავს რუსეთი?

მარიამ ვეკუა
02.10.2025

ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებულ „მშვიდობიან რევოლუციამდე" ორი დღე რჩება. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ აქცია მხოლოდ მშვიდობიანი იქნება და კანონს არ დაარღვევენ. 4 ოქტომბრის აქციაზე თავად ოპოზიციის შიგნითაც აზრთა სხვაობაა - ექსპრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ „ახლა დადგმულ სცენარს ვუყურებთ", ხოლო მმართველ გუნდში იფიცებიან, რომ ვინც დესტაბილიზაციას ეცდება, მკაცრად დაისჯება.

გვანცა წულაია
01.10.2025

2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. ფინანსისტებმა ეროვნული ვალუტის განვილი 30 წელი შეაფასეს და ასევე მის განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრეს. 

თამთა ჩაჩანიძე
01.10.2025

თბილისის მერიამ „რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძეს 4 ოქტომბერს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე 4 სცენის გამართვაზე უარი უთხრა და მხოლოდ ერთი სცენის გამართვის უფლება მისცა. 4 სცენის გამართვის აუცილებლობას ბურჭულაძე შეკრებაში მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობით ხსნის. მეორეს მხრივ კი, ეს შეიძლება საპოლიციო ძალების დაქსაქსვის მიზნით კეთდებოდეს.

გვანცა წულაია
01.10.2025

დიდი ცვლილება სამედიცინო ბაზარზე - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. მთავრობას იმედი აქვს, რომ ამ გზით ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის რისკი შემცირდება, რასაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ეთანხებიან.

მარიამ ვეკუა
01.10.2025

1-ლი ოქტომბრიდან, 2018 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ის სამთავრობო დაწესებულებებმა დროებით შეაჩერეს მუშაობა. კონგრესში ვერ შედგა კონსესუსი მომავალი ფინანსური წლის ბიუჯეტზე, რამაც ეს ე.წ. „შათდაუნი" გამოიწვია. რესპუბლიკელები ამაზე პასუხიმგებლობას დემოკრატებს აკისრებენ, ხოლო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აანონსებს, რომ უფრო მეტ დემოკრატს დაითხოვს თანამდებობიდან. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, ძნელი სათქმელია.

თამთა ჩაჩანიძე
01.10.2025

„ოცნების" საპატიო თავმჯდომარე 2012 წლის არჩევნებში პარტიის გამარჯვების 13 წლისთავთან დაკავშირებით ვრცელ წერილს აქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი მთავარ აქცენტებს აკეთებს მმართველობის შედეგებზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, შიდა და გარე მტრებზე და მათ მიერ ქვეყნის არევის მცდელობაზე, საგარეო კურსსა და გუნდის შიგნით „მუხანათურ ღალატზე", რაც ანალიტიკოსთა ნაწილისთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო.

მარიამ ვეკუა
01.10.2025

საქართველო-დასავლეთის ურთიერთობებში მზარდი დაძაბულობის ფონზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის პარალელურად, 2 ოქტომბერს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე დებატების გამართვასა და მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მირებას გეგმავს. კონფრონტაციული ტონის პარალელურად კობახიძის ვიზიტი კოპენჰაგენში ექსპერტებისთვის სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს და შეფასებებიც განსხვავებულია.

გვანცა წულაია
30.09.2025

საქართველოში პენსია მომავალი წლიდანაც გაიზრდება და სხვადასხვა ასაკობრივად კატეგორიაში თანხის მატება განსხვავებული იქნება. უკვე რამდენიმე წელია ქვეყნის ბიუჯეტს პენსიის ყოველწლიურად გაზრდის შესაძლებლობა აქვს, რაც ეკონომისტების შეფასებით, ძალიან კარგი ტენდენციაა. 

გვანცა წულაია
30.09.2025

საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 26.5 მილიარდ ამერიკული დოლარს შეადგენს, რაც ერთ მოქალაქეზე 3 431 დოლარს უტოლდება. ქვეყანას, პანდემიის პერიოდში, საგარეო ვალდებულებები გაეზარდა, თუმცა მას შემდეგ მისი მოცულობა ეტაპობრივად მცირდება. ამიტომ საქართველოსთვის საგარეო ვალი პრობლემას არ წამროაგდენს, თუმცა, როგორც ეკონომისტები ფიქრობენ, ყველაზე მნიშვნელოვანი არა მისი მოცულობა, არამედ ისაა, თუ რისთვის იღებენ საგარეო კრედიტებს და აქვს თუ არა მას ეფექტი ეკონომიკაში. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×