თამთა ჩაჩანიძე
22.10.2025

ქვეყანაში დიპლომატიური კრიზისი თანდათან მწვავდება, საქართველოში უკვე სამი საელჩოა ელის გარეშე დარჩენილი - გერმანიის, აშშ-სა და უკრაინის. ამასთან, "ოცნება" ევროკავშირის ელჩს "ტერორისტების მხარდაჭერაში" ადანაშაულებს და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პროცესი განგრძობითი აღმოჩნდეს.

თამარ ვეფხვაძე
21.10.2025

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2013-2030 წლების რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. ქართველი ეკონომისტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ასეთი შეფასების მთავარი კრიტერიუმია მშვიდობა საქართველოში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონის ქვეყნებს შორის, ომია გაჩაღებული. 

ირმა ჩიტაია
21.10.2025

პლასტმასის ბოთლებზე შეზღუდვა წესდება. ახალი რეგულაციებით სწრაფი კვების ობიექტებში, სასტუმროებსა და რესტორნებში პლასტიკური ბოთლებით სასმლის გაყიდვა აიკრძალება. იგივე პირობები გავრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციებზე. 

თამთა ჩაჩანიძე
21.10.2025

„ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი საბოლოოდ ჩავარდა, რისთვისაც მადლობასაც კი უხდიან შესაბამის ქვეყნებს, რომლებიც მხარს არ უჭერენ ამ სანქციას. ახალი რეგულაციები, რომელიც ვიზლაიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს, ნოემბრიდან შევა ძალაში და როგორც თავად ბლოკში განაცხადეს, ეს საქართველოს კონტექტში სავიზო შეზღუდვები „გარკვეულ ჯგუფებს" შეიძლება შეეხოს - ევროკომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს წლის ბოლომდე წარადგენს.

ნატალია ჯვარიძე
21.10.2025

უცხოურ მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ რუსეთმა თავისი ნავთობი გადასამუშავებლად საქართველოში, კერძოდ ყულევში ჩაიტანა. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვან შეუსაბამობას შეიცავს, თუმცა, თუკი დასავლური სამქციების ქვეშ მყოფი რუსული მავთობი მართლაც აღმოჩნდა ყულევში, ამას, შესაძლოა, საქართველოსთვის გარკვეული სანქციების დაწესება მოყვეს.

მარიამ ვეკუა
21.10.2025

ეპქსპრემიერ ღარიბაშვილისა და „ოცნების" სხვა მაღალჩინოსნების სახლებში ჩხრეკის შემდეგ 5 დღე გავიდა, თუმცა კითხვებზე, რომელიც ამის შედეგად გაჩნდა, კვლავ არაა პასუხი გაცემული. გაურკვეველია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და რა სტატუსი აქვთ მასში ყოფილ მაღალჩინოსნებს.

ნატალია ჯვარიძე
21.10.2025

აქციებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის გამკაცრების შემდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული ყოველდღიური აქციების ინტენსივობა და მასშტაბები თვალსაჩინოდ მცირდება. თავად ხელისუფლების ოპონენტებშიც უკვე ისმის მოსაზრება, რომ ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არ იწვევს სასურველ ეფექტს და საჭიროა ახალი სტრატეგიის შემუშავება.

მარიამ ვეკუა
21.10.2025

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვედრა, რომელიც პუტინ-ტრამპის სამიტამდე უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ეს კი, თავის მხრივ, მომავალ კვირას ბუდაპეშტში დაგეგმილ დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას  კითხვის ქვეშ აყენებს. 

ქეთო გოგოხია
20.10.2025

წარმოების სფერო მუშახელის დიდ დეფიციტს განიცდის. ამ მხრივ განსაკუთრებით სამკეერვალო სფეროს გაუჭირდა, სადაც კრიზისის ნიშნებია. იმის გამო, რომ კომპანიებს თვითღირებულების ხარჯი გაეზარდათ, ეს თითქმის ყველაფერზე აისახა. გარდა ამისა, უცხოელების მხრიდანაც შეკვეთებმა იკლო, რაზეც გავლენა არასტაბილურმა ვითარებამ იმოქმედა. აღნიშნულთან დაკავშირებით სექტორში უკვე ღიად საუბრობენ. 

თამთა ჩაჩანიძე
20.10.2025

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 20 ოქტომბრის შეხვედრაზე, სადაც საქართველოს საკითხზეც იყო მჯელობა, გაირკვა, რომ ნოემბერში ვიზებზე ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდგომ, შესაძლოა, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებით მიიღოს და არა მთლიანად საქართველოს მოსახლეობის.

ქეთო გოგოხია
20.10.2025

შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა შეიძლება მოგვარდეს. ამის შესაძლებლობას იძლევა რეგიონებში უმაღლესი სასწავლებლების როლის გაძლიერება, რაც განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიმართულებაა. დიდი ალბათობით, გადაწყვეტილება რეგიონებს ეკონომიკურად უფრო აქტიურს გახდის და წარმოების განვითარებასაც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს.

ნატალია ჯვარიძე
20.10.2025

ევროკავშირი შეთანხმდა, 2028 წლის პირველი იანვრისთვის ეტაპობრივად შეამციროს რუსული გაზის იმპორტი. ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა ამ წინადადებას დღევანდელი მინისტერიალზე დაუჭირეს მხარი. მინისტერიალზე დაამტკიცეს გეგმა, რომლის თანახმადაც, რუსულ ნედლეულზე ეტაპობრივად უარის თქმა ახალი კონტრაქტებისთვის - 2026 წლის იანვრიდან, უკვე არსებული მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის - 2026 წლის ივნისიდან, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის 2028 წლის იანვრიდან დაიწყება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×