თამთა ჩაჩანიძე
11.10.2023

მსოფლიო ორი მასშტაბური ომის წინაშეა, რომელთა დასრულების თარიღებზე პროგნოზის გაკეთება სპეციალისტებს განსაკუთრებით უჭირთ, სულ ცოტა ხნის წინ კი კავკასიის რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კიდევ ერთი მძლავრი „აფეთქება" ვიხილეთ, რამაც სიტუაცია რეგიონში კარდინალურად შეცვალა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბებამდე საქართველომ „თავი სიფრთხილით უნდა გაიტანოს", თუმცა ეს უნდა მოხდეს დასავლურ ინსტიტუტებთან თანდათან დაახლოებით.

ია აბულაშვილი
11.10.2023

ქვეყანა საარჩევნო ფაზაში შედის, პოლიტიკური ძალები ემზადებიან საარჩევნო კამპანიისთვის - ანალიტიკოსთა მოლოდინია, რომ უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ სპექტრში რადიკალური ცვლილებები მოხდება, თუმცა, როგორ დალაგდებიან პოლიტიკური პარტიები, ან როგორ აპირებს ესa თუ ის პოლიტიკური ჯგუფი 2024 წლის არჩევნებისთვის ბრძოლას, პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

თამთა ჩაჩანიძე
11.10.2023

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თბილისში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ოთხშაბათს დილით დაიწყო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ვიქტორ ორბანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დახვდა, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში მათი პირისპირ შეხვედრაც შედგა.

თამთა ჩაჩანიძე
11.10.2023

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, რომ ისრაელის სამხედრო დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაუდებელი დამატებითი ზომები მიიღონ - ვაშინგტონიდან ისრაელში ამერიკული საბრძოლო მასალით დატვირთული პირველი თვითმფრინავი უკვე დაეშვა. ამის პარალელურად კი, უკრაინის ფრონტზე სიტუაცია კვლავ მწვავეა, რაც სამხედრო სპეციალისტების აზრით, დამატებით სამხედრო დახმარებას საჭიროებს.

თამთა ჩაჩანიძე
10.10.2023

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, მთავრობის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, საქართველოშია. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ოთხშაბათსაა დაგეგმილი. გაკეთდება ორმხრივი განცხადებები და გაიმართება მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია, თუმცა მათი შინაარსი წინასწარ ცნობილი არაა. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, უნგრეთი დღეს არის საქართველოს მთავარი და საიმედო პარტნიორი და მისი ლობისტი ევროკავშირში და ამ კუთხით ორბანის ვიზიტი მნიშვნელოვანია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნის წინ.

თამთა ჩაჩანიძე
10.10.2023

ვენეციის კომისია საქართველოს სასამართლო რეფორმებზე დასკვნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ რეკომენდაციების ნაწილი შესრულებული არაა. აქცენტი განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმებზეა გადატანილი, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხედოს მისი ფუნქციები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და წევრთა არჩევის წესი. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ თუ ვენეციის კომისია გულისხმობს რომ იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილებები ორმაგი 2/3- ით უნდა მიიღებოდეს, მაშინ „ეს ჩიხში შემყვანი ფორმულაა". მოახდენს თუ არა ეს დასკვნა გავლენას საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე?

თამთა ჩაჩანიძე
09.10.2023

აშშ-ს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს, გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ესკადრილია მატულობს. ისრაელისთვის იგზავნება საბრძოლო მასალები და სხვა რესურსები. თავად ისაელის თავდაცვის ძალებსა და ღასას სექტორს შორის დაპირისპირება მწვავე ფაზაშია. ეს გარემოება კი ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ თუ ომი ხანგრძლივი გამოდგა, შესაძლოა მასში ირანი ჩაერთოს, რაც სამხრეთ კავკასიისთვის და საქართველოსთვის ცალსახად საფრთხის მომტანია.

თამთა ჩაჩანიძე
09.10.2023

პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს. ოპოზციას ეჭვი აქვს, რომ ეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს უკავშირდება, და დასძენს, რომ მმართველ გუნდში ერთმანეთის ნდობა არაა, თუმცაб მმართველი გუნდის მტკიცებით, ცვლილებები „ნოემბრის ბოლოს იგეგმება, იმპიჩმენტის პორცედურა კი ოქტომბერშივე დასრულდება".

ელზა პაპოშვილი
08.10.2023

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი - გადაწყვეტილება ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოს 9-კაციანმა კოლეგიამ უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს. დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, 14 ოქტომბრამდე წერილობით გადაეგზავნება. 3-დღიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, მმართველ პარტიას მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს. 

თამთა ჩაჩანიძე
08.10.2023

ენმ-ს ყოფილი თვამჯდომარე ნიკა მელია თანამოაზრეებთან შეხვედრებს იწყებს. 7 ოქტომბერს სასტუმრო „ბილტმორში" მან თანაპარტიელების ნაწილთან დახურული შეხვედრა გამართა, სადაც იმსჯელეს, თუ როგორ გაგრძელდება მათი სამომავლო პოლიტიკური გზა. ახლო მომავალში ასეთივე შეხვედრები გაიმართება ქუთაისსა და ბათუმში, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ენმ ახლო მომავალში მორიგ გაყოფამდე მივიდეს და მელიას გააქტიურება, როგორც საჯარო გამოსვლებში, ისე სოციალურ ქსელებში ნიშნავს იმას, რომ მხარდამჭერებს ეძებს ე.წ. მესამე ძალისთვის.

თამთა ჩაჩანიძე
07.10.2023

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე სამდღიანი განხილვა დაასრულა და საბოლოო დასკვნას მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს. თუ სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიუტუცია დაარღვია, პროცედურა პარლამენტში გაგრძელდება და უკვე იქ უნდა ეყაროს კენჭი საბოლოოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას, რასაც მინიმუმ 100 ხმა სჭირდება. რა მოხდება მოქმედი პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში - რამდენ ხანში და როგორი წესით აირჩევა ახალი პრეზიდენტი და ვინ იქნება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი?

ელზა პაპოშვილი
06.10.2023

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში იმყოფება, ამბობს, რომ ევროპელი კოლეგებისგან კანდიდატობაზე მხარდაჭერა მიიღო და  იმედი აქვს, რომ დეკემბერში სტატუსს მივიღებთ. ის პირადად ესაუბრა ევროკავშირის პირველ პირებს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ჯოზეფ ბორელს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და სხვა ლიდერებს. 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ინფორმაცია მან ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან განიხილა. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×