ნატალია ჯვარიძე
22.07.2024

პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა.

ნატალია ჯვარიძე
22.07.2024

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა მოულოდნელად მოხსნა და ადგილი ვიცე-პტეზიდენტ კამალა ჰარისს დაუთმო, რომელსაც დემოკრატიული პარტიის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი უკვე დაუჭირა. პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება.

ნატალია ჯვარიძე
21.07.2024

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლიტიკოსებთან და პარტიებთან, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვისთან შეიძლება გაერთიანდეს „ლელო" და რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის? ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, შესაძლოა ისინი „ახალთან" ან „ევროპულ საქართველოსთან" გაერთიანდნენ. სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს მომგებიანი ვერ იქნება, რადგან მათ განსხავავებული ამომრჩეველი ჰყავთ.

ელზა პაპოშვილი
20.07.2024

„ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებაში დარწმუნებულია და თვლის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი კი მხარს დაუჭერს „მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას.“

ელზა პაპოშვილი
20.07.2024

„ზოგადად, საერთო შთაბეჭდილება, რაც მაქვს, არის ის, რომ როგორც კი რეგიონში გლობალურად შეიცვლება და დამშვიდდება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა საბოლოო ჯამში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე“, - განაცხადა კობახიძემ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიზიტის კომენტირებისას. 

ჟურნალისტებს უთხრა, რომსაქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე კომუნიკაცია ჰქონდა ევროპელ კოლეგებთან.

ნატალია ჯვარიძე
19.07.2024

პოლიტიკურ ველზე სამი ოპოზიციური ცენტრი უკვე გამოიკვეთა, თუმცა მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და საბოლოო შედეგი 30 აგვისტომდე გახდება ცნობილი. რაც შეეხება „ოცნებას", მათთან ერთად საერთო სიით „ხალხის ძალა" წარდგება. აღნიშნული კონფიგურაციების ფონზე რა მოლოდინი უნდა გვქონდეს არჩევნებზე და რამდენად მომგებიანი იქნება პოლიტიკური ცენტრების შექმნა?

ნატალია ჯვარიძე
19.07.2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ოცნების" მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომას ოპოზიცის უმრავლესობა არ ესწრებოდა. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პროექტი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და პარლამენტში სიარულს აზრი არ აქვს. სხვების აზრით კი, ეს ასე რომც იყოს, ამაში ცუდი არაფერია და ოპოზიცია მიზეზს ეძებს.

ნატალია ჯვარიძე
18.07.2024

„ოცნების" საარჩევნო შტაბს პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. შესაძლოა პირველი ნომერიც ის იყოს. თუმცა ჯერჯერობით პარტიის წევრებს არ დაუსახელებიათ. ოპოზოციაში კი ამბობენ, რომ ივანიშვილმა „ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს უნდობლობა გამოუცხადა და კობახიძეზე დადო ფსონი. ვინ წარსგება პირველ ნომრად? ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ისევ ღარიბაშვილი დარჩება, რადგან ივანიშვილს სჭირდება.

ელზა პაპოშვილი
18.07.2024

ახალი ერთობა ოპოზიციაში - გადამწყვეტი არჩევნების წინ ქვეყანაში კიდევ ერთი  პოლიტიკური ცენტრი ყალიბდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას პარტია „ლელო“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდებიან. იყო მოლოდინი, რომ ექს-პრემიერი გიორგი გახარიაც მათ შეუერთდებოდა, თუმცა ამჯერად მოლოდინი არ გამართლდა. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის პოზიციით, გახარიამ მამუკა ხაზარაძისგან შეთავაზება გუშინ მიიღო.  

ნატალია ჯვარიძე
18.07.2024

ოკუპირებული აფხაზეთის "პარლამენტის"ე.წ. ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის აღმოსავლეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს, რომლის განხილვაც დოკუმენტის მოწინააღმდეგეთა მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

ნატალია ჯვარიძე
17.07.2024

როგორ აისახება საქართველოზე ის გეოპოლიტიკური გლობალური ცვლილებები, რომლებიც აშშ-სა და ევროპაში არჩევნების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას და რა სირთულეები ახლავს თან ახალ რეალიებს - საკითხზე ანალიტიკოსთა მოსაზრებები არაერთგვაროვანია. ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში გარკვეული ცვლილებები იქნება და ჩვენ მოგვიწევს ხმის ამოღება. ნაწილს კი, ამის მოლოდინი არ აქვს.

ელზა პაპოშვილი
17.07.2024

„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის საწინდარია“,-ეს არის იმ გზავნილების ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს 16 ივლისს საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებისას მიმართა. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×