თამთა ჩაჩანიძე
26.07.2024

„ამ ოქტომბერში 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების სცენარები განმეორდება, ზუსტად იგივე სიტუაცია იქნება იგივე პერსონაჟებით. ისინი აქცენტს საარჩევნო პროცესის არალეგიტიმურობაზე და ვითომ რუსულ ჩარევაზე გააკეთებენ", - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ საუბრისას.

ნატალია ჯვარიძე
25.07.2024

„შესაძლოა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობა განახორციელონ იმ ძალიდან, რომელშიც თვითონ არის. გამორიცხული არც ისაა, ოპოზიციის გარკვეული ჯგუფები ამით დაინტერესებულები იყვნენ", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა „ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობაზე დაწყებულ გამოძიებას.

თამთა ჩაჩანიძე
25.07.2024

საკითხი, რომელზეც ოპოზიცია და ხელისუფლება თანხმდება, არის ის, რომ ოქტომბრის არჩევნები ფაქტიურად რეფერენდუმია, თუმცა განსხვავებული სლოგანებით, „ოცნება" ფიქრობს, რომ ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს „მშვიდობასა და ომს" შორის, ოპოზიციურ ფლანგზე კი ფიქრობენ, რომ დღეს ქვეყანას საფრთხე უდგას საგარეო კურსთან დაკავშირებით და ელექტორატმა უნდა გადაწყვიტოს „რუსეთი თუ დასავლეთი". სლოგანებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსები აფასებენ.

თამთა ჩაჩანიძე
25.07.2024

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის საქმეზე სუს-ში გამოძიება აქტიურ ფაზაშია, ორი დღეა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვები მიდის, შესაბამისად, თემა პოლიტიკურ აქტუალობასაც არ კარგავს, ოპოზიცია დაწყებულ გამოძიებას კვლავ შეთქმულების თეორიას უწოდებს, ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ როცა „ადამიანის მოკვლას აპირებენ, საღლიცინო ამბავი არ არის".

ნატალია ჯვარიძე
25.07.2024

ოკუპირვებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „აპარტამენტების კანონი" უკან გაიწვია. გასულ კვირას კანონი პირველი მოსმენით მიიღეს, რასაც ფართომასშტაბიანი გამოსვლები და დაპირისპირება მოჰყვა. გადწყვეტილება მიღებულია დაძაბულობის მოხსნისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მოგვიანებით ისევ დააბრუნებენ.

თამთა ჩაჩანიძე
25.07.2024

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის პირველი ვადა დეკემბერში ეწურება, 2024 წლიდან კი, საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს ღია კენჭისყრით ირჩევს 300- კაციანი საარჩევნო კოლეგია და არა საქართველოს მოსახლეობს პირდაპირი წესით. ეს ცვლილებები 2017 წელს შევიდა. კენჭისყრამდე ექვსი თვით ადრე, პოლიტიკურ დღის წესრიგში ახალი კითხვა ჩნდება თუ ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი როგორც „ქართული ოცნების", ისე ოპოზიცის მხრიდან. თუმცა მანამდე, ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია, მის შედეგებს კი მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

თამთა ჩაჩანიძე
24.07.2024

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, მთავარი გზავნილები კი „გავლენების კანონის" გაწვევა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იყო. კონგრესმენების მხრიდან ისმოდა „ქართული ოცნების" მისამართით მწვავე კრიტიკა, რასაც მმართველმა პარტიამ უპასუხა - პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები „ძველ რელსებს დაუბრუნდება".

თამთა ჩაჩანიძე
24.07.2024

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხმაურიან განცხადებას ავცრელებს, უწყების ინფორმაციით, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკლველობა მზადდებოდა, რომლის ფარგლებშიც იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, „ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს".

ნატალია ჯვარიძე
24.07.2024

ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა აღნიშნულ გადაწყვეტილებებს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა. რითია განპირობებული სომხეთის ასეთი სწრაფი დაახლოება ევროპასთან და როგორ ეს აისახება ჩვენს რეგიონზე.

თამთა ჩაჩანიძე
23.07.2024

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი შიდა გამოხმაურება მოჰყვა. სასამართლომ შეაჩერა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ.

ნატალია ჯვარიძე
23.07.2024

სამხრეთ სამეზობლოში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა გახდება. იგი პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა და ამ დრომდე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თანამდებობას იკავებდა.

თამთა ჩაჩანიძე
23.07.2024

ვაშინგტონი ეჭვობს, რომ რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩაერევა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის თქმით, მოსკოვის მხრიდან არჩევნებში პირდაპირი ჩარევის არაერთი მცდელობა ყოფილა, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიო მასშტაბით, ამიტომ მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლება საქართველოში მიმდინარე პროცესებს „ყურადღებით აკვირდება".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×