ნატალია ჯვარიძე
28.11.2024

„საქართველოში სიბნელეა, მზე ვეღარ ანათებს და ამ სიბნელის გარღვევას დრო სჭირდება, ასევე ადამიანი, რომელიც ხელში ჩირაღდანს დაიჭერს და შემოვა საქართველოში. იანვარში და თებერვალში ხალხი ეკონომიკური პრობლემის წინაშე რომ აღმოჩნდება, მერე გამოიღვიძებს," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
28.11.2024

პრეზიდენტის არჩევნები ორ კვირაში გაიმართება, ოპოზიცია კი პროცესს უნდობლობას უცხადებს და შესაბამისად არ აღიარებს 14 დეკემბრის არჩევნების შედეგებს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მორიგი გართულების ეტაპი დადგეს დეკემბრის შუა რიცხვებში და "ჭიდაობა დაიწყოს იმის თაობაზე, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლიდან გამოვა თუ არა".

თამთა ჩაჩანიძე
27.11.2024

აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება, შესაბამისად მისი ადმინისტრაცია მომავალი წლის იანვრის ბოლოდან შეუდგება მუშაობას. განახლების პროცესში მყოფი ევროკავშირის სტრუქტურების შემადგენლობა კი ოფიცლაურად მუშაობას 1-ლი დეკემბრიდან დაიწყებს.

თამთა ჩაჩანიძე
27.11.2024

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. წარდგენას უძღვოდა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რის შემდეგაც, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილების შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთა. ივანიშვილის თქმით, ყაველაშვილი "თავისი ბუნებით და ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება".

ნატალია ჯვარიძე
27.11.2024

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ოპოზიცია ხალხს მოუწოდებდა, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ, თუმცა, პროტესტმა არაერთი მცდელობის მიუხედავად მასობრივი ხასიათი არ მიიღო და თანდათან მინელდა. ანალიტიკოსები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.

ნატალია ჯვარიძე
27.11.2024

ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მიმართულებით, მთავრობა მიზნად ისახავს სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მდგრადი, ეფექტური სატრანსპორტო კავშირების შექმნას ისახავს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ნატალია ჯვარიძე
26.11.2024

სამმა ოპოზიციურმა პარტიამ სიების ჩახსნაზე ცესკოს უკვე მიმართა. ჯერჯერობით გაურკვეველია რას აპირებს პარტია „გახარია საქართველოსთვის". ცესკომაც, თავის მხრივ, უკვე სამშაბათს დააკმაყოფილა მათი ეს განცხადებები. ახლა მოსალოდნელია, რომ ამ პარტიების მხრიდან პარლამენტში გასული დეპუტატები უკვე ინდივიდუალურ განცხადებებს დაწერენ მანდატების გაუქმების მოთხოვნით. თუმცა, მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია საბოლოოდ პარლამენტში შევა. ანალიტიკოსების მოსაზრებები კი ამასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარია.

თამთა ჩაჩანიძე
26.11.2024

საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი უკვე ცნობილია. ახალი წესით - 300-კაციანი კოლეგიით - არჩევნები პარლამენტში 14 დეკემბერს ჩატარდება და თუ რომელიმე კანდიდატმა კოლეგიის წევრთა ხმების 2/3 მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, იმავე დღეს არჩევნების მეორე ტურიც ჩატარდება. ინაუგურაციის დღედ კი 29 დეკემბერი განისაზღვრა, პარლამენტმა აღნიშნული დადგენილების პროექტს 26 ნოემბერს უყარა კენჭი. თუმცა, ამ არჩევნებზე მმართველი პარტია, შესაძლოა, გარკვეული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს - ოპოზიციის ბოიკოტის შემთხვევაში, ხმოსანთა კოლეგიაში, შესაძლოა, ვერ მოგროვდეს იმდენი წევრი, რაც ახალი პრეზიდენტის პირველივე ტურში არჩევისთვისაა საჭირო.

ნატალია ჯვარიძე
26.11.2024

იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია დემორალიზებული და დეზორიენტირებულია და 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო ტალღის აგორების მცდელობაც პრაქტიკულად ჩავარდა, კრემლშ კვლავ საუბრობენ საქართველოში მოსალოდნელ „ფერად რევოლუციაზე". რა დგას ამ განცხადებების უკან და რეალურად რამდენად მოსალოდნელია საქართველოში საპროტესტო მუხტის გაძლიერება?

თამთა ჩაჩანიძე
25.11.2024

უკვე ცნობილია მეტერთმეტე მოწვევის პარლამენტში ვის რა ფუნქცია ექნება "ქართული ოცნების" 89 დეპუტატიდან. პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ შალვა პაპუაშვილი იქნება, სიახლეა სპიკერატში, დამტკიცეს კომიტეტების თავმჯდომარეებიც, ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მანდატებს ტოვებენ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მოქმედი და ყოფილი პრემიერები ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი.

ნატალია ჯვარიძე
25.11.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი 26 ნოემბერს ჩანიშნავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს.

თამთა ჩაჩანიძე
25.11.2024

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილი, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დავით სონღულაშვილი. კობახიძის თქმით, ყოფილი მინისტრები - ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია "საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე განაგრძობენ".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×