თამთა ჩაჩანიძე
05.09.2024

ბოლო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე განცხადება გააკეთა, რაც მიუთითებს, რომ მმართველი პარტია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გარკვეული სცენარებისთვის ემზადება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს გარანტირებულად არალეგიტიმურად სცნობს. მანამდე „ოცნებამ" ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის ემზადებიან, ოპოზიციის დაფინანსებასა და საარჩევნო პროცესებში ჩარევაში პირდაპირ დაადანაშაულა.

ნატალია ჯვარიძე
05.09.2024

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ამ ეტაპზე ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის, 141 მილიონი რუბლის (1.6 მილიონი აშშ დოლარის) გადარიცხვა შეუჩერა. მიზეზი აფხაზეთის მიერ მოსკოვის პირობების არშესრულებაა. ამჟამად დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერი ასლან ბჟანია მოსკოვში მართავს დახურულ შეხვედრებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი მომხდარის მიზეზად „ვალდებულებათა ბალანსის დაცვის" აუცილებლობას ასახელებს.

ელზა პაპოშვილი
05.09.2024

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად სიტუაცია უკიდურესად იძაბება. ბოლო ორ დღეში რამდენიმე ინციდენტი უკვე მოხდა და ერთ-ერთი მათგანი ფატალურადაც დასრულდა. არადა საარჩევნო კამპანია სულ ახალი დაწყებულია. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ წინასაარჩევნოდ ვითარების თანდათან დაძაბვა. 

ნატალია ჯვარიძე
05.09.2024

მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნაწილს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. ვინ მიიღებს მონაწილეობას „ოცნების" სიის შედგენაში და რა შიდა ჯგუფებს შორის იქნება ამ მხრივ კონკურენცია? ამაზე ანალიტიკოსთა მოსაზრებები განსხვავებულია.

თამთა ჩაჩანიძე
04.09.2024

3 სექტემბერს „ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, სადაც „ძლიერი საქართველოს" ლიდერებთან ერთად, ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დგას. უერთდება თუ არა ამ პლატფორმას მარგველაშვილი, ამაზე თავად კომენტარისგან თავს იკავებს, თავად ალიანსშიც არ ადასტურებელ აღნიშნულ ინფორმაციას, თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში ეს ნაბიჯი გადადგას მარგველაშვილმა.

ელზა პაპოშვილი
04.09.2024

აფხაზებსა და რუსებს შორის სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ  კრემლმა  1 სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა. ამის შესახებ რუსები აფხაზებს უკვე დიდი ხანია ემუქრებიან და ამ მუქარის აღსრულება დაიწყეს. ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა. მისი თქმით, მოსკოვმა არაერთგზის განაცხადა, რომ აფხაზეთის მიერ ნაკისრმა შეუსრულებელმა ვალდებულებებმა შეიძლება გარკვეული სანქციები გამოიწვიოს.

თამთა ჩაჩანიძე
04.09.2024

სკანდალურ განცხადებას ავრცელებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე - ამბობს, რომ „ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან ოპოზიციის ლიდერებიც. აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციისგან, მათი შეფასებით, პრემიერის ნათქვამი „პირდაპირი მუქარაა" მათი მისამართით. „გლობალურ ომის პარტიაზე საუბარი კი „ანტიდასავლური რიტორიკაა".

ნატალია ჯვარიძე
04.09.2024

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს - „მინდა საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას.

ნატალია ჯვარიძე
03.09.2024

საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლებია დარჩენილი და მმართველმა პარტიამ უკვე დაასახელა თავისი 4 მთავარი დაპირება, თუ რას გააკეთებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში. ყველა ეს დაპირება პოლიტიკური ხასიათისაა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართულმა ოცნება" სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, რაც მოსახლეობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, მეორე პლანზე გადაიტანა. რით არის ეს გამოწვეული და როგორ მოქმედებს ამომრჩევლებზე?

ელზა პაპოშვილი
03.09.2024

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რიტორიკა მმართველი გუნდის და მისი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით უფრო მწვავე სახეს იღებს. პრეზიდენტი უკვე ღიად აცხადებს, რომ ოლიგარქისა და მისი თანაგუნდელების მიერ ოპოზიციური სპექტრის გაქრობის მუქარით, „ოცნებამ“ ომი, პრაქტიკულად, არა მხოლოდ დასავლელ პარტნიორებს, არამედ საკუთარ ხალხსაც გამოუცხადა, ხოლო „ქართული ოცნება“ „კოშმარად“ იქცა.

თამთა ჩაჩანიძე
03.09.2024

საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის დასრულებიდან ორი დღეა გასული, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციის ვადაც ამოიწურა და ჯერ კიდევ არაა ცნობილი რა გადაწყვიტა პლენუმმა „გავლენების კანონთან" დაკავშირებულ ოთხ სარჩელზე - მიიღებს მას წარმოებაში და შეაჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას. იუსტიციის სამინისტროს კი უკვე აქვს უფლება კანონით გათვალისწინებული ზომები გაატაროს. რატომ აჭიანურებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას და არასამთავრობოების რა ნაწილი დარეგისტრირდა ამ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში?

ნატალია ჯვარიძე
03.09.2024

თუკი აქამდე ჩატარებულ არჩევნებში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „საფრთხობლად" წარმოჩენა ამართლებდა და მმართველი პარტია თავის საარჩევნო კამპანიაში წარმატებით იყენებდა ამ ფაქტორს, ამ არჩევნებში ეს აღარ იმოქმედებს. თუმცა, „ოცნებას" რჩება ერთი გზა, რასაც, სავარაუდოდ, გააკეთებს, თუ გაუჭირდებათ. ამის შესახებ „რეზონანსთან" ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×