ნაზი ბერიძე 15.09.2023

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს, რომლის წინააღმდეგაც სანქციები დააწესა, ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე") მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. რა გავლენას იქონიებს ეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ამაზე „რეზონანსი" პოლიტიკის ექსპერტებს ესაუბრა. ამ უკანასკნელთა მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით დიამეტრულად განსხვავებულია. სახდეპი კი აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის დამოკიდებულება არ შეიცვლება.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.09.2023

ჩვენ გუშინ დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის შესახებ გეგმა, რომელიც 12 რეკომენდაციითა გათვალისწინებული. პარტიასთან და პარლამენტთან ერთად შევთანხმდით მომავალ კვირაში ყველა ის პუნქტი, რომელზეც საუბარი გვქონდა ბატონ ბორელთან და მის გუნდთან, ევროკომისიასთან, ყველა პუნქტზე იქნება ჩვენს გუნდს, მმართველ პარტიას რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 15 სექტემბრის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.09.2023

ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის სერიოზულად ემზადება და „თითოეულ ხმას ითვლის", რის გამოც ენმ ინიციატივით გამოდის, რომ კენჭისყრისას დარბაზში არცერთი ოპოზიციონერი არ შევიდეს, რომელიც საჯაროდ უარს ამბობს ხმის მიცემაზე. ეს კი თავად „ნაცმოძრაობაში" საკამათო თემა გახდა, რომ ეს ერთმანეთის უნდობლობას ნიშნავს. „ოცნების" წევრები კი საჯარო განცხადებებში ამბობენ, რომ ოპოზიციონერებს ხვეწნას არ დაუწყებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.09.2023

ევროკომისიის ანგარიშამდე 4 კვირაა დარჩენილი, 3 თვე საბოლოო პასუხამდე მოგვანიჭებს თუ არა ვეროკავშირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. მანამდე კი საქართველოში ევროკავშირის საელჩოსგან ცნობილი ხდება, რომ განსაკუთრებით პროგრესს მოელიან დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
|
ნაზი ბერიძე 14.09.2023

რუსეთი გემებისთვის შავი ზღვის ნაწილს ხურავს. ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის, ტოდორ ტოგარევის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ნატოს მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა შავ ზღვაში რუსულ პროვოკაციებზე რეაგირების მექანიზმი შეიმუშაოს, კერძოდ, რუსეთის მიერ ბულგარეთის შავი ზღვის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ნაწილობრივ ბლოკადაზე.- ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.09.2023

ნიკა მელია ენმ-დან წასვლას არ აპირებს, თუმცა ლევან ხაბეიშვილის ფლანგს კვლავ უპირისპირდება და აცხადებს, რომ მათ პარტიის გახლეჩვის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. დღევანდელ მენეჯმენტს მწვავე ბრალდებას უყენებს, ამბობს, რომ თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, პოლიტსაბჭოდან 80 წევრი ფაქტრობრივად გაყარეს. მელიას ვრცელ განმარტებებს თანაპარტიელებმა „ლანძღვა" უწოდეს, რომელიც „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. მმართველ გუნდს კი მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" „არსებობის ბოლო პერიოდს გადის".
|
ნაზი ბერიძე 13.09.2023

ყოფილი სახალხო დამცველი მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებამ მმართველი ძალის კრიტიკა გამოიწვია. კობახიძემ პირდაპირ დასცინა ოპოზიციას და თქვა, რომ ასეთი დაგეგმარების გამოისობით აგებს ის ყოველთვის არჩევნებს და ასე მოხდება მომავალ წელსაც. როგორც „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება" „მშვიდად თუხთუხებს თავის ქონში და არაფერს არ აკეთებს", დიდი ალბათობით ის ისევ მოიგებს არჩევნებს, რადგან მას ჰყავს ორი მოკავშირე - ოპოზიციის სისუსტე და ხალხის სიღარიბე.
|
ელზა პაპოშვილი 13.09.2023

„ოცნებას“ ახლა 100 დეპუტატის ხმა სჭირდება იმისთვის, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი შეძლოს. ვინ შეიძლება დაეხმაროს მმართველ ძალას და მოხდება თუ არა შესაძლო პოლიტიკური გარიგება? ეს კითხვა ოპოზიციაში აქტიურად ისმის და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ მათსავე რიგებიდან შეძლოს დეპუტატების გადაბირება, რათა სასურველი 100 ხმის მოგროვება შეძლოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.09.2023

ჯერჯერობით ჰორიზონტზე მესამე ძალის პოტენციალის პლიტიკური ჯგუფი არ ჩანს - აცხადებენ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ ასეთ ჯგუფს მინიმუმ 10%-იანი რეიტინგი უნდა ჰქონდეს, დღეს კი ამის შესაძლებლობა არავის არა აქვს, მათ შორის მათაც, ვინც შესაძლოა არჩევნებამდე პოლიტიკაში შემოვიდეს, საუბარია ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიაზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა" დააფუძნა.
|
ელზა პაპოშვილი 12.09.2023

საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადების გამო, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი ისევ სკანდალში და მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს ევროპული თანამეგობრობის წევრი გახდეს.
|
ინტერვიუ 12.09.2023

პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება - რა სიახლეები დახვდება საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, რა იცვლება ამომრჩევლისთვის და რა ეტაპზეა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პასუხობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.09.2023

ევროკომისიის მიერ საქართველოს კანდიდატობაზე ანგარიში სავარაუდოდ ოქტომბერში გამოქვეყნება და ამ დოკუმენტის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში ევროპულ საბჭო მიიღებს. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, ოქტომბრის შუალედური რეკომენდაციები შესაძლოა პოზიტიური იყოს, თუმცა სავარაუდოდ ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ჟოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი და საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაო როგორ იქნება აღქმული ბრიუსელში.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|