რეზონანსი
21.06.2026

კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ბრიუსელში ვითარება იმგვარია, რომ შეგვიძლია, მხოლოდ იმედი გვქონდეს უკეთესი მომავლის, - განუცხადა „იმედის კვირას" „მომავლის მომზადების ცენტრის" ევროპული პოლიტიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარმა რიჩარდ შენკემ.

მისი თქმით, მედიაგარემო ბრიუსელში ძალიან შეზღუდულია.

„კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ბრიუსელში ვითარება იმგვარია, რომ შეგვიძლია, მხოლოდ იმედი გვქონდეს უკეთესი მომავლის. მედიაგარემო ბრიუსელში ძალიან შეზღუდულია, საქმე დახურულ სისტემასთან გვაქვს, ყველას ეჭვის თვალით უყურებენ, მედიისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვა არ არსებობს, აქ ურსულა ფონ დერ ლაიენი ცნობილია ცენზურით, ევროკომისიის ბრიფინგებზე ყველა კითხვა წინასწარ შეთანხმებულია. ძალიან მძიმე ვითარებაა, იქნება ეს ევროკომისია თუ ევროპარლამენტი. ევროპარლამენტში მკაცრად აკონტროლებენ თუ ვის მიეცემა აკრედიტაცია, ძალიან მარტივად განგიცხადებენ უარს", - აღნიშნა მან.

რიჩარდ შენკემ „იმედის კვირასთან" ასევე ისაუბრა ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრის სამდივნოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც „მომავლის მომზადების ცენტრს" (MCC) ცოტა ხნის წინ რეგისტრაცია შეუჩერდა.

„ევროპის გამჭვირვალობის რეესტრის სამდივნომ განგვიცხადა, რომ ჩვენ რეგისტრაციაში უზუსტობები აღმოაჩინა, სწორედ ეს არის ოფიციალური საბაბი. ეს საქმე მიმდინარეა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ სასაცილო ბრალდების წინააღმდეგ ბრძოლას.

ამ დოკუმენტს რომ გაეცნობით, ნახავთ, ის სავსეა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. ასევე აცხადებენ, რომ ფინანსური ანგარიშსწორების დოკუმენტაცია არ გვქონდა შესაბამისად მომზადებული, რომელიც მათ მიერ სარჩელის შეტანის მომენტში უკვე გამოსწორებული იყო, შესაბამისად ყოვლად უსაფუძვლოა. ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრის სამდივნომ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენს წინააღმდეგ საქმის წარმოება არ შეწყვიტა", - განაცხადა მან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×