რეზონანსი
21.06.2026

რუსეთი გამარჯვებას ელის და არა ანკორიჯის შეთანხმებების შესრულებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

იური უშაკოვის განცხადებით, მოსკოვს საკუთარი მიზნების მიღწევა სურს და არა 2025 წლის აგვისტოში, ანკორიჯში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისას მიღწეული შეთანხმებების შესრულება.

„ჩვენ არ ველით ამ ურთიერთგაგების ან შეთანხმებების შესრულებას, ჩვენ გამარჯვებას ველით. ჩვენ საკუთარი მიზნების მიღწევას ველით“, - აღნიშნა უშაკოვმა.

ასევე, მისი თქმით, „ერთ-ერთმა მხარემ ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების შესრულება ვერ შეძლო“.

„ამ ეტაპზე, ერთი მხარე კვლავ ერთგული რჩება ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების, ხოლო მეორე მხარე, როგორც ჩანს და ახლა ამის თქმა უკვე შეგვიძლია, ბოლომდე მზად ვერ აღმოჩნდა, რომ შეთანხმებების თავისი ნაწილი შეესრულებინა“, - განაცხადა პუტინის თანაშემწემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×