რეზონანსი
21.06.2026

ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ ლიკვიდირებულია „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ სამხედრო ფრთების ორი მებრძოლი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ჰუსეინ ქადრა და მოჰამედ ფარა მსხვილ დაფინანსების ქსელთან იყვნენ დაკავშირებული.

„როიტერი“ ისრაელის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰუსეინ ქადრა, რომელიც მოჰამედ ფარასთან ერთად ხელმძღვანელობდა ქსელს, „ჰამასის“ ხელმძღვანელობის დავალებით მოქმედებდა და „ჰამასისთვის“ 500 მილიონ შეკელზე მეტი თანხის გადარიცხვას უზრუნველყოფდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×