რეზონანსი
17.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ომის გაგრძელებას შესაძლოა მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყოლოდა და დასძინა, რომ მას არ სურდა გამხდარიყო ჰერბერტ ჰუვერი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1929 წლის საფონდო ბირჟის კრახის დროს, რამაც „დიდი დეპრესია“ გამოიწვია.

„ასე რომ, ერთადერთი, რისი ნახვაც არ მინდოდა, ეკონომიკური კატასტროფაა. ეს რომ გაგვეგრძელებინა, ასეც მოხდებოდა“, - განაცხადა ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მაგრამ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მშვიდობის შესაძლებლობაზე ვსაუბრობდით, საფონდო ბირჟა რაკეტასავით ზემოთ მიფრინავდა. ის არასდროს დაცემულა. ხალხს ეს რომ არ მოსწონებოდა... იცით, საფონდო ბირჟა ბევრად უფრო გონიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა, მათ შორის ამ სცენაზე მყოფი ადამიანები - ჩემ გარდა, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა დასძინა, რომ მას შესწავლილი ჰყავს ყოფილი პრეზიდენტები - „ზოგი კარგი“ და „ზოგიც ძალიან ცუდი“.

„და ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის ადგილას ყოფნაც არ მინდოდა, ჰერბერტ ჰუვერი იყო. ეს არ მსურდა. და ვინ იცის, რა მოხდებოდა“, - თქვა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×