
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი „ნაციონალური მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს: „პოლიტიკური პარტიის ლიდერები კი არა რეალითი შოუს მონაწილეებს უფრო ჰგვანან…“
„როცა გგონია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აბსურდის ლიმიტი საბოლოოდ ამოიწურა, Facebook-ის „მთავარი რეჟისორი“ ერთი პოსტით ყველაფერს თავდაყირა აყენებს და "Nanukas Show"-ს ოფიციალურ პოლიტიკურ პლატფორმად აცხადებს. ნაციონალური მოძრაობა საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმათ, რაც სინამდვილეში ყოველთვის იყო - გაუთავებელ სატელევიზიო მელოდრამად.
- მოკლედ, ყოველგვარი სერიოზული შინაარსისგან დაცლილი, საკუთარ ამბიციებში ჩახლართული და ვირტუალურ რეალობას მიჯაჭვული „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია გასცდა კლასიკური პოლიტიკის საზღვრებს.
p.s. ფარდა დაეშვა, მაყურებელი იცინის, ცირკი კი გრძელდება!“- წერს სადღობელაშვილი.
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა, მას ამჟამინდელი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა და აღნიშნა: „ჩემთვის მოულოდნელი იყო. უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ.“