რეზონანსი
17.06.2026

“დიდი შვიდეულის” ქვეყნები უკრაინაში შორი მანძილის რაკეტების წარმოებას დაიწყებენ. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევიანში გამართული სამიტის შემდგომ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში “დიდი შვიდეულის” ქვეყნებმა მზაობა გამოთქვეს უკრაინას უშუალოდ უკრაინულ ტერიტორიაზე რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზია მისცენ.

წყაროს ცნობით, საუბარი ასევეა შორი მანძილის რაკეტების წარმოების შესაძლებლობაზეც.

“ლიცენზიით დავიწყებთ არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემების, არამედ სიღრმისეული დარტყმების შესაძლებლობების წარმოებასაც,” - განაცხადა წყარომ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიებს შეეძლებათ ევროპელი მწარმოებლებისთვის ლიცენზიების გაცემა უკრაინაში იარაღის საწარმოებლად.

“ახლა ძალიან ცოტას ვაწარმოებთ, და კომპენსირება შეიძლება ლიცენზიების გაცემით კომპანიებისთვის, რომლებსაც საწარმოო შესაძლებლობები გააჩნიათ, მათ შორის ევროპული და უკრაინული კომპანიებისთვის,” - განაცხადა მერცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×