რეზონანსი
17.06.2026

საქართველოს მშვიდობის, ჩვენი ეკლესიისა და მომავალი თაობების დაცვის მთავარი გარანტი არის ერისკაცი ბატონი ბიძინა ივანიშვილი! ვერც ერთი გარე თუ შიდა ძალა ვერ დააჩოქებს საქართველოს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ეს არაერთხელ დადასტურდა,  -  წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საქართველომ არ დაიწყო ომი, არ დაასუსტა ეკლესია და არ დაუშვა არასრულწლოვნებში გარყვნილება, რის გამოც, ბიძინა ივანიშვილი მუდმივი წნეხის სამიზნეა. რაც შეეხება სანქციებს, სამხარაძის თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესები არ იყიდება.

"ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა, დაიცვა ეროვნული ინტერესები, ეკლესიის როლი და ტრადიციული ღირებულებები. არ დავიწყეთ ომი, არ დავასუსტეთ ეკლესია და არ დავუშვით გარყვნილება არასრულწლოვნებში!  სწორედ ამიტომ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი მუდმივი პოლიტიკური და საერთაშორისო წნეხის სამიზნე. სანქციები? საქართველოს ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ იყიდება!

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. არ დავთმობთ ტრადიციებს, კულტურასა და ეროვნულ იდენტობას!

საქართველო სანქციებში არ იცვლება! ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სამშობლოს," - წერს სამხარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×