რეზონანსი
17.06.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში, სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრმა თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მინისტრი, ასევე, იმყოფებოდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდთან, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ და მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავენ.

თანამშრომლებთან შეხვედრებზე სულხან თამაზაშვილმა ყურადღება სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ უწყება კვლავაც აქტიურად განაგრძობს პოლიციელებისთვის როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×