
უკრაინასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერი ოფიციალურად გავხსენით, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებშიმარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენი გადაწყვეტილება, რომ უკრაინა ევროკავშირის შემადგენლობაში იყოს, ამაზე მტკიცე არასდროს ყოფილა. გაფართოების მეგა-ორშაბათს, ჩვენ ოფიციალურად გავხსენით მოლაპარაკების პირველი კლასტერი: ჩვენი კავშირის საფუძვლები", - წერს კოსი.
მისი თქმით, „რუსეთის სასტიკი აგრესიის მიუხედავად, უკრაინამ უკვე მიაღწია უზარმაზარ პროგრესს".
„იმის გამო, რომ გაწევრიანების პროცესი კანდიდატების დამსახურებაზეა დაფუძნებული, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ამ კლასტერის ფარგლებში საჭირო რეფორმები გააგრძელოს. და რადგან, ჩვენი კანდიდატების შედეგები ჩვენგან შესაბამის პასუხს იმსახურებს, ველით, რომ ევროკავშირის საბჭო მოლაპარაკებების დარჩენილი ხუთი კლასტერის გახსნას დაუყოვნებლივ შეუდგება", - აცხადებს ევროკომისარი.