რეზონანსი
15.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „უკვე ნაწილობრივ გახსნილია" და რომ იგი სრულად პარასკევს გაიხსნება, როდესაც აშშ და ირანი ოფიციალურად მოაწერენ ხელს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

„ისინი მცირე სამძებრო სამუშაოებს ატარებენ რამდენიმე ნაღმის აღმოსაჩენად, რომლებიც უკვე იპოვეს კიდეც, თუმცა... გემები ახლა უკვე იწყებენ გასვლას", - განაცხადა ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას „დიდი შვიდეულის" (G7) სამიტზე.

„პარასკევს ის სრულიად ღია იქნება", - დასძინა აშშ-ის ლიდერმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×