რეზონანსი
15.06.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის საფრანგეთში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეხვედრა შესთავაზა, თუმცა, მისი თქმით, რუსეთი „საუბრისთვის მზად არ არის“.

ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან კიევ-პეჩორის ლავრაში გამართული შეხვედრისას ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები თანახმა იყო, რომ პუტინი G7-ის სამიტზე მიეწვია.

„ჩვენ გავაგზავნეთ შეტყობინება, რომ მზად ვართ, პუტინს G7-ის სამიტზე შევხვდეთ, რადგან იქ იქნებიან ტრამპი და მაკრონი, ანუ ევროპა და ამერიკა ერთად. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ყველანი ერთად შევხვდეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თუმცა, ზელენსკის თქმით, მოსკოვს ამ წინადადებაზე პასუხი არ გაუცია.

„ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა შეთანხმებას მიაღწიეს, ხოლო რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საუბრისთვის მზად არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×