
ახალი დეტალები თბილისის ცენტრში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე - გაარკვია, რომ დიდუბეში, ქურდიანის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი პირი 24 წლის გიორგი ველიჯანაშვილია. ის კლინიკა "გლობალმედშია" მოთავსებული.
როგორც ტვ პირველს კლინიკაში განუცხადეს, პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული 2 ჭრილობა, გულმკერდისა და ფეხის არეში აღენიშნებოდა. ახალგაზრდა კაცს ერთი ოპერარაცია უკვე ჩაიტარდა, ველიჯანაშვილს ქირურგიული ჩარევა ფეხზე დღესაც დასჭირდება.
ირკვევა ისიც, რომ ველიჯანაშვილთან ერთად ქურდიანის ქუჩაზე დაიჭრა კიდევ ერთი პირი, რომელიც კლინიკა "ჰელსიკორშია" მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც მოკლული ნიკა ქარელაშვილის სახლში დაიჭრა, ადგილზე დაცვის თანამშრომლების თანხლებით მივიდა.
გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში, გუშინ საღამოს, 20:35 საათზე შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, ცეცხლსასროლი ჭრილობით გულმკერდისა და წვივის ძვლის არეში. პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამკურნალო-დიაგნოსტიკური და გადაუიდებელი სამედიცინო პროცედურები, რის შემდეგეგაც გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ოპერაციული მკურნალობის მიზნით. ამჟამად, პოსტოპერაციულ პერიოდში, პაციენტის მდგომარეობა ფასდება სტაბილურად და უტარდება მკურნალობა ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში.
გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია -ჰეპატორაფია, ღვიძლის სამი სეგმენტი იყო დაზიანებული. დღეს იგეგმება ტრავმატოლოგიური ოპერაცია"- აცხადებს "გლობალმედის" გენერალური დირექტორი, სოფიო ბაბუციძე.
სისხლიანი ანგარიშსოწრება დიდუბეში 14 ივნისს მოხდა.
წყარო: ტვ პირველი