რეზონანსი
15.06.2026

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, რისთვისაც საქართველო მზად არის.

„მივესალმებით პრეზიდენტ ვუჩიჩის ვიზიტს, დელეგაციასთან ერთად.

ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და აღნიშნული ვიზიტიც მიუთითებს იმაზე, რომ მათი მხრიდანაც არის მზადყოფნა ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და უფრო საინტერესო გავხადოთ ჩვენი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×